უკან დაბრუნება
განცხადებები
ფოთის ქალაქისთავის ნიკო ნიკოლაძისა და კარლ მაქსისი შეხვედრა ჟენევაში 1868წელს.
23-08-2016, 10:36
ნანახია: 1695
გაუზიარე სტატია მეგობარს


ფოთის ქალაქისთავის ნიკო ნიკოლაძისა და კარლ მაქსისი შეხვედრა ჟენევაში 1868წელს.


გამოჩენილი საზოგადო მოღვაწისა და პუბლიცისტის, ფოთის ქალაქისთავის ნ. ნიკოლაძის სადოქტორო შრომა - „განიარაღება და მისი ეკონომიურ-სოციალური შედეგები“ - გამოქვეყნდა 1868 წელს ჟენევაში ფრანგულ ენაზე. ამასთანავე ევროპული ჟურნალ-გაზეთები ხშირად ბეჭდავდნენ ნიკოლაძის საყურადღებო წერილებს, რომლებშიც ავტორი საინტერესოდ აშუქებდა მსოფლიო ეკონომიკისა და პოლიტიკის აქტუალურ საკითხებს. ამ წერილებს კ.მაქსის ყურადღებასაც მიუპყრია და მეცნიერული კომუნიზმის ფუძემდებელი დაინტერესებულა პირადად გაცნობოდა ახალგაზრდა ქართელ რევოლუციონერ დემოკრატს. ნ. ნიკოლაძესთან კავშირის დამყარება არ იყო ძნელი, რადგან ის იმ პერიოდში პარიზში ცხოვრობდა და ახლო მეგობრული ურთიერთობა ქონდა ისეთ გამოჩენილ მოღვაწეებთან, როგორიც იყვნენ: პოლ ლაფარგი, ვიქტორ ჰიუგო, ალფონს ლაფარგი, ლუი ბლანი, ლეონ გამბეტა და სხვები. სწორედ მათი მეშვეობით ნიკოლაძე პირადად ეცნობა კ. მაქრსს.
მარქსმა მეგობრულ საუბრთან ერთად წინადადება მისცა ნ.ნიკოლაძეს, მიეღო თავის თავზე ინტერნაციონალის წარმომადგენლის მოვალეობა ამიერკავკასიაში. ეს დიდი დაფასება და ნდობა იყო , რომელმაც სამართლიანად დაიჭირა მნიშვნელოვანი ადგილი ქართული რევოლუციური აზროვნების ისტორიაში. скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი