უკან დაბრუნება
განცხადებები
საქალაქო ტრანსპორტის ღირსეული „წინაპარი“
21-05-2020, 21:17
ნანახია: 2750
გაუზიარე სტატია მეგობარს


ნესტან ხურცილავა

1904 წ. ხილკოვის (აღმაშენებლის) პროსპექტზე გამოსულ მოსეირნეებს ცხენის ტრამვაიმ ჩაუხრიგინა.
წვიმაში კოჭებამდე დასველენული, მალარიასთან ახალ ომგადატანილი ფოთისათვის ეს დიდი პროგრესი იყო.
1899 წ. ქალაქის თვითმმართველობამ ნ.ნიკოლაძის წინადადებით იმსჯელა ნავსადგურისა და ქალაქის ცენტრს შორის ელექტროტრამვაის ხაზის გაყვანის თაობაზე. ტრამვაი ჯებირიდან ხილკოვის პროსპექტის გავლით, რიონის სამხრეთ ტოტზე აგებული ხიდით ბაზრის მოედნამდე უნდა მისულიყო.
პროექტით გათვალიწინებული სამი ვერსი და ოცდათი საჟენის სიგრძის გზა 47874 მანეთი ჯდებოდა. რადგან ელექტროტრამვაისთვის ქალაქის მწირ ბიუჯეტში სათანადო თანხა ვერ მოიძიეს, გადაწყდა "ცხენი ტრამვაის" ხაზი გაეყვანათ.
ნიკო ნიკოლაძე ამ საკითხთან დაკავშირებით თბილისში, ბელგიელ სპეციალისტებთან შესახვედრად გაემგზავრა.
ვიზიტი წარმატებით დასრულდა.
1904 წ. გაზეთ „ივერიის“ ინფორმაციით ქალაქის სათათბირომ დაამტკიცა ფოთში ცხენის ტრამვაის ხაზის გაყვანის პროექტი, ხოლო ამავე საკითხზე „ცნობის ფურცელი“ იუწყებოდა, ხაზის გაყვანა 23000 მანეთი დაჯდაო.
ტრანსპორტის ერთ-ერთი სახე-კონკა, რომელიც თავდაპირველად ქალაქს ნავსადგურთან აკავშირებდა, 1905 წლიდა 1932 წლამდე რეგულარულად მუშაობდა.
1932 წ.ფოთში სტუმრად ჩამოსულან სტალინი და ბერია, ისინი თურმე კონკიდან ათვალიერებდნენ ახალგაწითლებულ კომუნისტურ ქალაქს და დაასკნეს რომ საბჭოთა ქვეყანას ეს ტრანსპორტი არ შეშვენის.

წყარო: გაზეთი „ფოთი და ფოთელები“ №5 მაისი 2002 წელი გვ.7
скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი