უკან დაბრუნება
განცხადებები
მალთაყვის ბრძოლა
27-01-2017, 06:47
ნანახია: 1714
გაუზიარე სტატია მეგობარს



რუს-ქართველთა ლაშქრის ბრძოლა ოსმალთა წინააღმდეგ ქ. ფოთის გასათავისუფლებლად. რუსეთის სარდლობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ქ. ფოთის ოსმალთაგან განთავისუფლებას და ყველა ხერხით ცდილობდა ამის მიღწევას. ფოთის ციხის კომენდანტთან წარუმატებელი მოლაპარაკების შემდეგ რუსეთის სარდლობამ ციხის ძალით აღება გადაწყვიტა. 12 აგვისტოს რუსეთის ჯარი სამეგრელოსა და აფხაზეთის სამთავროს ლაშქართან ერთად ფოთისაკენ დაიძრა. ჯარის ერთი ნაწილი მდ. რიონის მარცხენა მხარეს გადავიდა და ციხიდან დაახლოებით 3 კმ-ზე დადგა. ნაწილი მდინარის ქვემო წელზე დაეშვა. მდინარის მარჯვენა მხარეს ქვემეხები დადგეს. 13 აგვისტოს, არტილერიის ცეცხლის შემდეგ, თურქებმა გამაგრებული ადგილი დატოვეს და ციხეს მიაშურეს. მათი გარნიზონი 3 მხრიდან იქნა გარშემორტყმული. არტილერიის ცეცხლმა მტერს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა, მაგრამ შეტევა შეყოვნდა საომარი მასალის სიმცირის გამო. ოქტომბრის II ნახევარში თურქთა გარნიზონის დასახმარებლად ქ. ფოთის მიუახლოვდა ტრაპიზონის სერასკირი 9 ათასიანი ჯარისკაცით. რუსეთის სარდლობამ მოახერხა გურიელის თავის მხარეზე გადაბირება. 2 ნოემბერს არტილერიის ცეცხლის საფარით სამეგრელოსა და აფხაზეთის ლაშქრის ნაწილები მდ. მალთაყვისაკენ დაიძრა. გურიის სამთავროს ლაშქარმა გრიგოლეთიდან მოულოდნელად შეუტია მტერს. თურქები ზღვით გაქცევას შეეცადნენ. ბევრი წყალში დაიხრჩო, ნაწილი ტყესა და ჭაობში გაიფანტა. მტერმა 1500 კაცი დაკარგა, 280-მდე ტყვედ ჩავარდა. ამის შემდეგ გარნიზონი იძულებული გახდა დაეტოვებინა ციხე, რომელსაც 15 ნოემბერს რუს-ქართველთა ჯარი დაეუფლა, მაგრამ 1812 ბუქარესტის ზავით რუსეთი იძულებული გახდა ციხე ისევ თურქებისათვის დაეთმო.
წყარო: ნარსია გ., ქსე, ტ. 6, გვ. 387, თბ., 1983
скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი