უკან დაბრუნება
განცხადებები
იმედს ირეკლავს მომავლის ხედი
15-12-2016, 07:31
ნანახია: 1069
გაუზიარე სტატია მეგობარს


იმედს ირეკლავს მომავლის ხედი,
აწმყოს ტკივილი ნამყოს ბარდება,
ალბათ ისეთიც არავარ დედი
როგორიც შენს გულს გაუხარდება.
რადგან სიყრმიდან ჩემი გულ-მკერდი
ზღვისებრ მღელვარე მუზით ვნებულა,
სხვათა გულს ღამეც მზე თუ დანათის
ჩემთვის არასდროს გათენებულა.
სიმშვიდეს არ ვცნობ, ვძმაკაცობ ქართან,
სიამის ტბაში არ მაქვს მე წილი,
მოწყენით ვდგავარ სამარის კართან,
სახიდან ღიმილ ჩამოფხრეწილი.
ახლაც ვქვითინებ და ეს ცრემლები
ჩემში მოსახლე მოთქმის შტრიხია,
სისხლი ძარღვებში ვეღარ ეტევა,
სულმა სხეული შემოიხია.
ვერ გამიშლია ბედკრულს ცით ფრთები,
რა ვქნათ, არ ხარობს ჩემთვის გზად ია,
თუმც პოეზიის ნექტრით ვირწყვები
და თითქმის ოცი წელიწადია
შთაგონებები რითმებს მათლიან,
სულს შემოეწნა სტროფთა მავთული,
ვარ არაერთი ლექსის ნათლია,
ჩასახვის დღიდან მუზის ნათლული. скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი