უკან დაბრუნება
განცხადებები
ჩემს ცივ ცხედართან შენ მოხვალ ბოლოს
29-11-2016, 00:36
ნანახია: 1095
გაუზიარე სტატია მეგობარს


ჩემს ცივ ცხედართან შენ მოხვალ ბოლოს
და დამიტირებ როგორც წესია,
იტყვი სიშორე მძიმეა მხოლოდ,
განშორება კი უმძიმესია.
ჩემს ცივ საფლავზე შენ მოხვალ ბოლოს,
ჩამოშვებული გლოვის ფარდებით,
ქვიდან მზირალი გიწოდებ ცოლოს
და ცხარე ცრემლით დაიბარდნები.
ხშირად მომიტან ლურჯთვალა იებს
და შენთან ერთად იტირებს ლოდი,
მეტყვი, შევცდი და გთხოვ მაპატიე,
ეჰ, ნეტავ ცოლად შენ გაგყოლოდი.
ნატვრას აღიტაცს წლების დინება,
გვეტყვის თქვენ მართლაც ერთურთს ჭირდებით
და თუ უფალმაც გულით ინება,
საიქიოში დავქორწინდებით. скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი