უკან დაბრუნება
განცხადებები
კვლავ მუზები აბობოქრდნენ ჩემში*
29-11-2016, 00:34
ნანახია: 1079
გაუზიარე სტატია მეგობარს


კვლავ მუზები აბობოქრდნენ ჩემში,
ჩანს ეს ღამეც გლოვის ფონზე გავა,
სულს მოსწყურდა სამეგრელოს ცა და
გულს ჩხოროწყუს მზე, მთვარე და ჰავა.
იქ ვარსკვლავებს სულ სხვა თვალით ვუმზერ,
იქ ზამთარში ყინულითაც ვთბები,
იქ ვისრუტავ სიცოცხლის მხსნელ ნექტარს,
იქ მესხმება ლომს არწივის ფრთები.
იქ ავდარშიც იმედის ხმა ჰყვავის,
იქაურ წამს უკვდავებაც არ ჯობს,
და გულს ძალუძს მთელი ეს ცხოვრება
ჩემს ტკბილ ხალხზე ლოცვად დაიხარჯოს. скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი