უკან დაბრუნება
განცხადებები
მუზა კვლავ წინ უძღვის რითმათა ქარავანს*
29-11-2016, 00:30
ნანახია: 1006
გაუზიარე სტატია მეგობარს


მუზა კვლავ წინ უძღვის რითმათა ქარავანს,
და როცა კალამთან ომი მაქვს ფიცხელი,
უფალო, ეს ერთი, სხვა თხოვნა არამაქვს,
მინდა, რომ ჩემს ლექსებს ეყოლოს მკითხველი.
ვაჟკაცის სახელით მიტიროს სოფელმან,
სამყარო შეიძრას სტრიქონთა შრიალით,
რამეთუ უკლებლივ შეიგრძნოს ყოველმან,
თუ როგორ ვიწვოდი ტაეპთა ტრფიალით.
დღითიდღე მოკლდება გზა კუბოს კარამდის,
რითმები კვლავ კრავენ ძარღვებში კამარებს,
მე მუზის მადლითღა ვცოცხლობდი აქამდის
და ბოლოს მუზები გამითხრის სამარეს. скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი