უკან დაბრუნება
განცხადებები
თავს ვეღარ ვაღწევ სიკვდილის მკლავებს*
29-11-2016, 00:22
ნანახია: 1148
გაუზიარე სტატია მეგობარს


თავს ვეღარ ვაღწევ სიკვდილის მკლავებს,
სევდა სულ თან მსდევს როგორც სატანა
და ძილის კიბო შეხიზნულ თვალებს
უმძიმს, ცოფათამღვრელ ზამთრის გატანა.
ყოველ წუთს შავ-ბნელ ბედთან ჭიდილით,
ყოველი დილა უფრო მბეზრდება,
ასეა როცა გულის ტკივილი, სულის ტკივილში გადაგეზრდება.
ნატყვიარ იმედს ღამეებს ვუთევ,
ნიავს შერწყმული ახლა ქარს ვერთვი,
წამითაც რომ არ ამომასუნთქე,
რა დაგიშავე ღმერთო ასეთი.
ვგრძნობ სულს მისიებს ნოემბრის ხუთი,
ნამეხარ გულში ცრემლი გუბდება
და ახლა ჩემთვის ყოველი წუთი
სიკვდილზე ფიქრით სათაურდება. скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი