უკან დაბრუნება
განცხადებები
პერტული
24-08-2016, 06:51
ნანახია: 1216
გაუზიარე სტატია მეგობარს


იგორ კეკელია, დავით ოდიშარია

პერტული - მენჯის თემში შემავალი პატარა სოფელია და სკურიის მარჯვენა მხარეს, ზ. დ. 30 მ-ზე მდებარეობს. პერტულიდან სენაკამდე 5 კმ-ია, ბათარიამდე - 2,5 კმ.
გ. ელიავას წიგნში მოცემულია შემდეგი განმარტება: ,,აქ პერტენა სახლებულა” (1989:44). სინამდვილეში ტოპონიმის ამოსავალია გვარი პერტია. -ურ//-ულ სუფიქსი მეგრულ ტოპონიმიაში აღნიშნავს სახელდებული ობიექტის ვინმესადმი მფლობელობა-კუთვნილებას. მაგალითად, ბებური „ბებია(ვა)სეული“; გვიტიშური „გვიტისეული, გვიტის მფლობელობაში არსებული“ (ორმაგი სუფიქსაციით), გუგური „გუგავასეული“, ეჯიბური „ეჯიბიასაგან მომდინარე“, თორდული „თორდუასეული“, კოშური „კორშიასეული; კორშიას კუთვნილი“, ჩაგანური „ჩაგანავასეული“, ჩაკაბური „ჩაკაბერიასეული“ და ა. შ. მაშასადამე, პერტული ის ტერიტორიაა, რაც პერტიას გვარის მფლობელობაშია, პერტიასგან მომდინარეობს, პერტიას კუთვნილია“. თვით გვარი პერტია უნდა წარმოქმნილიყო მეგრულისათვის დამახასიათებელი ფონოტაქტიკის შესაბამისად: საკუთარი სახელი პეტრე შეიცვალა პერტე-თი. -ა გვარის მაწარმოებელია. პეტრე ->პერტე->პერტე-ა-> პერტია (ცხადაია, 2000:21).



скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი