უკან დაბრუნება
განცხადებები
კვაუთი
24-08-2016, 06:43
ნანახია: 1277
გაუზიარე სტატია მეგობარს


იგორ კეკელია, დავით ოდიშარია

კვაუთი - სენაკს დაშორებულია 23 კმ-ით, ლეძაძამეს - 3 კმ-ით და მდებარეობს ტეხურის მარცხენა მხარეს, ბჟერის მთისკალთაზე,ზ.დ. 160 მ.
კვაუთი მოხსენიებულია გიორგი ლიპარტიანის მიერ ერთგული ყმის - გიორგი ფაღავასათვის მიცემულ „წყალობის წიგნში“ (ქიმ, ¹1178), სადაც ვკითხულობთ: „ქ.: ნებითა და.: შეწევნითა.: ღუთისათა.: ყოველთა.: მისთა.: წმინდათა.: ღუთისათა.: ესე.: წყალობისა.: მტკიცე.: უქცეველი.: მიზეზ.: შეძლუღებელი(?).: სიტყუთ.: სრულქმნილი და.: საქმით.: აწ და.: ვიდრე.: საბოლოოდ გასათავებელი.: საფიცარი.: წიგნი და.: სიგელი.; დაგიწერეთ და.: გიბოძეთ.: ჩვენ.: ლიპარტიანმა.: ბატონმა.: გიორგიმ.: შენ.: ჩვენს.: ერდგულსა და.: დავდადებით.: ნამსახურს.: ყმას.: ფაღავა.: გიორგის.: ასე და.: ამა.: პირსა.: ზედან.: რომე.: გამიბერდა.; საქმე და.: გარდმომჯვდა.: (?) ჩემს. : გარეთ.: არა.: იწამეთრა.: იაჯენით და.: გააჯებინეთ.: შეგიწყალეთ.: და.: გიბოძეთ.: კვაუთს.: პუჭკუელა.: ძმისეის.: შვილი.: ერთი.: ბიჭი.: მიშველია.: მდივანის არ მომიცემია და.: მომგვარე.: იმას.: ჩამოღმა.: პუჭკუელა.: მისის.: ცოლ.: შვილებითა.: სახლკარითა.: ჭურ.: მარნითა.: მისი.: ყმები და.: სხვისშვილებითა.: მიწა.: მამულითა.: ტყითა და ველითა.: საყანითა და.: სამუშაოთა.: შესავალ.: გამოსავალითა.:? მისის.: ყოვლის.: ფერიანად.: მიბოძებია.: გყავდეს და.: გიბედნიეროს.: ღთნ.: ჩვენს.: ერდგულობას და.: სამსახურს.: შიგან.: თუ.: შენ.: ჩვენი.: ერდგული.: სიტყვისა და.: ბრძანების.: მორჩილი.: ყმა.: იყო.: უფლის.: ბატონისას.: ჩემი.: გერრგოს.: აროდეს.: არ მოგიშალოთ.: აწ.: ამისა.: თავდებით.: მომიცემია.: თავად.: ღ თი და.: ყოველი.: მისი.: წმინდანი.: ზეცისანი.: ქუეყნისანი.: ხორციელნი და.: უხორცონი.: კაცთაგან.: არის.: მოწამე და.: მაშვალი.: ამისი.: გიორგი.: მხეიძე.: წიწაკორ.: დგებუაძე.: წიწაკორ.: ჯავახია.: და.: მამუკა.: ჯანიაშვილი.: და ეს.: წიგნი.: დამიწერია.: მდივანს.: მიშველიას და.: მოწამეც.: ვარ ამისი“.
სამეგრელოს ეპარქიის 1838 წლის აღწერაში იხსენიება სოფ. კვაუთის მთავარანგელოზის ეკლესია (სცსა, ფ. 489, აღწ. I, საქმე №65409), ხოლო 1864 წლის საარქივო დოკუმენტში გვხვდება კვაუთის წმ. გიორგის ეკლესია, სადაც მღვდლად გამწესებული ყოფილა შიო ძიმისტარაშვილი, პრიჩეტნიკად - ნიკოლოზ ძიმისტარაშვილი. 1873 წლის სტატისტიკური აღწერის მასალებში დასახელებულია სოფ. კვაუთი ერთი ეკლესიით. სოფელი წარმოადგენდა თავად ჩიქვანების რეზიდენციას. XXს. დამდეგს კვაუთში მამულებს ფლობდნენ აზნაურები - დგებუაძეები და ძიმისტარიშვილები.
სოფლის სახელწოდების ადგილობრივი არაოფიციალური ვარიანტია კვოუ- თი. ოიკონიმში გამოიყოფა კრებითობის სახელის მაწარმოებელი ანთროპოფორმანტი თი. პირსახელ კვაუზე თი-ს დართვით წარმოიქმნა ჯგუფური ანთროპონიმი, რაც ტრანსონიმიზაციის გზით იქცა გეიგრაფიულ სახელწოდებად. მაშასადამე, კვაუთი იგივეა, რაც „კვაუს შთამომავლობა; ოჯახი; სახლობა“. მსგავსი წარმომავლობისაა ლეძაძამის თემის ტოპონიმები - შაფათი, ქვაჩათი, ჯაბახეთი//ჯავახეთი და ყურნათი.





скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი