უკან დაბრუნება
განცხადებები
კვარჩხიღალი
24-08-2016, 06:38
ნანახია: 1188
გაუზიარე სტატია მეგობარს


იგორ კეკელია, დავით ოდიშარია

კვარჩხიღალი - სოფელია ძველი სენაკის თემში, ნახურის (ქსე-ს მიხედვით: ტეხურის) მარჯვენა შენაკადის - კვარჩხიღალის ხეობაში.
საქართველოს სსრ პირველი ადმ.-ტერიტ. დაყოფის (1930წ.) მონაცემებით, კვარჩხიღალი 24-კომლიანი (114 სული) სოფელია ძველი სენაკის სასოფლო საბჭოში. 1949 წლის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის ცნობარში ცხაკაიას რაიონის სოფლებს შორის კვარჩხიღალი არ ჩანს. 2002 წლის ეროვნული საყოველთაო აღწერის ჩვენებით, კვარჩხიღალი სოფლის სტატუსით გაერთიანებულია ძველი სენაკის თემის საკრებულოში, თუმცა, დაუსახლებელია (საყოველთაო აღწერა, 2003:171). კოლხურ ტოპონიმთა ლექსიკონებში მოცემულია ასეთი განმარტება: კვარჩხიღალი „მარცხიანი ღელე“. პ. ცხადაიას მსჯელობით, კვარჩხიღალი იგივეა, რაც უკუღმართი, ახირებული, არასწორი ღელე. მდინარის უკუღმართობა, ახირე ბულობა, არასწორობა გამოიხატება იმაში, რომ მდინარე რელიეფის თავისებურების გამო მიედინება ადგილობრივ მცხოვრებთათვის უჩვეულო, საპირისპირო მიმართულებით - არა ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთისაკენ, არამედ დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ, ზღვის მხრიდან მთებისაკენ. მკვლევარი იმოწმებს საილუსტრაციო მასალას სამეგრელოს ტოპონიმიიდან:
კვარჩხიღაი - ღელე სოფ. პატარა თამაკონში, სკურდღაის მარჯვენა შენაკადი (მარტვილის რაიონი);
კვარჩხიღალ - ოჩხომურისა და ამარწუხის მარჯვენა შენაკადები ქვედა ჩხოროწყუსა და პირველ გურძემში; ნაკადული, რაც მარცხნიდან შეერთვის ტეხურს სოფ. ბეთლემში;
კვარჩხიღალ(?) - 1. ღელე; სათავეს იღებს ეწერში და უერთდება ოჩხომურს (ქვედა ჩხოროწყუ, ოჩხომური); 2. ღელე წიფურიაში (ხობისწყალის ხეობა). „კვარჩხიღალ(?) „უკუღმართი ღელე“ აღნიშნავს ღელეს, რომელიც მოედინება არა დაღმა (შავი ზღვისკენ), არამედ აღმა (მთების მიმართულებით“ (ცხადაია, IV, 2008:164).
კვარჩღალ//კვარჩხიღალ - ფიჩორის მარჯვენა შენაკადი სოფ. საგვიჩიოში და ა. შ. (ცხადაია, I, 1999:36; მისივე, 2005:33).
გ. ელიავა ჰიდრონიმ „კვარჩხიღალს“ ასახელებს „ძველი სენაკის სასოფლო საბჭოს“ ტოპონიმთა ნუსხაში და გვთავაზობს სწორ განმარტებას: „საწინააღმდეგოდ მიმდინარე ღელე“ (ელიავა, 1989:73). კვარჩხიღალ ეწოდება აგრეთვე ღელეს და სახნავს ეკის თემში. გ. ელიავას განმარტებით უკუღმართად მიმდინარე ღელეა და დაერქვა კვარჩხიღალი „უკუღმართი ღელე“ (იქვე:87).


скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი