უკან დაბრუნება
განცხადებები
გახომელა
24-08-2016, 06:20
ნანახია: 1209
გაუზიარე სტატია მეგობარს


გახომელა - ტეხურის მარჯვენა შენაკადის - გახომელაშღეეს ნაპირებზე, ოდიშის დაბლობზე, ზ.დ. 80-ზე მდებარეობს და ნაქალაქევის თემში ერთიანდება. სენაკს 14 კმ-ითაა დაშორებული, თემის ცენტრს - 3 კმ-ით.
1930 წლის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის ცნობარში ნოქალაქევის სასოფლო საბჭოს სოფლებს შორის გახომელა დასახელებული არ არის. 1949 წლის მონაცემებით, გახომელა ნაქალაქევის სასოფლო საბჭოს შემადგენლობაშია. 2002 წლის აღწერის მასალების ჩვენებით, გახომელა 707-სულიანი (მათ შორის, 330 კაცი, 377 ქალი) სოფელია ნოქალაქევის თემის საკრებულოში (საყოველთაო აღწერა, 2003:171).
სოფლის სახელწოდების ადგილობრივი, არაოფიციალური ვარიანტია გახომი (ლ)ა. გ. ელიავას თქმით, ღელე გახომელა ჩამოედინება უწყლო და მშრალი სერიდან და გვალვიანობის დროს თითქმის დამშრალია. თვით სერის სახელწოდებას - გახომელა//ხომია გა, განმარტავს როგორც „გამხმარ სერს“, ე. ი. უწყლოს, მშრალს (ელიავა, 1989:108).
გა მეგრულ ენაში აღნიშნავს სერს, ქედს, თხემს; ხომლა, ხუმლა იგივეა, რაც ხმელი, გამხმარი; მაგრამ ხუმლაღალი „მშრალი ღელეა“. გახომელა, გახომ(ი)ლა, გახომი(ლ)ა უნდა გავიაზროთ როგორც „მშრალი სერი“, ან „გამხმარტყიანი ქედი“.

скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი