უკან დაბრუნება
განცხადებები
ბათარია
24-08-2016, 06:18
ნანახია: 1226
გაუზიარე სტატია მეგობარს


იგორ კეკელია, დავით ოდიშარია

ბათარია - სოფელი ციის მარჯვენა ნაპირას, სენაკი-სოხუმის გზატკეცილზე, ზ.დ. 22 მ. სენაკს 4 კმ-ითაა დაშორებული და წარმოადგენს მენჯის თემის ცენტრს.
1930 წელს გამოცემული ადმ.-ტერიტ. დაყოფის ცნობარის თანახმად, თეკლათის სასოფლო საბჭოს სოფელ ბათარიაში 76 კომლი (359 სული) ცხოვრობს. 1949 წლის ცნობარის მიხედვით, ბათარია უკვე მენჯის სასოფლო საბჭოს შემადგენლობაშია. 1989 წლის მონაცემებით, სოფელში 651 სული ცხოვრობს, 2002 წლის მონაცემებით - 721 სული (მათ შორის, 329 კაცი, 392 ქალი).
მხარეთმცოდნე გ. ელიავა „თეკლათის სასოფლო საბჭოს“ ტოპონიმთა ნუსხაში დიდი ველის სახელწოდებად ასახელებს ტოპონიმ „ბათარიას“, რასაც ახლავს ხალხური ეტიმოლოგია: აქ მდგარა რუსეთის ჯარის ბატალიონი და აქედან თურქებისთვის ქვემეხებით ცეცხლი გაუხსნია. ამიტომ ეწოდა ბათარია (ელიავა, 1989:26). ასეთივე განმარტებაა მოცემული „მენჯის სასოფლო საბჭოს“ ტოპონიმთა ნუსხაში: ბათარია დარქმევია ადგილს, სადაც უწინ რუსების „ბატარეია“ მდგარა (იქვე:38). სინამდვილეში, ბათარიას სამეგრელოში ეძახიან პატარა თევზსაჭერ მოწყობილობას - ერთგვარ ქუფეს, რაც დიდი გოდრის მსგავსადაა მოწნული. ბათარია ქვებით ივსება და მდინარეშიშდრ. ბათარიაშ ტომბა-მორევი მდ. ჯუმზე, სოფ. ახალსოფელში (ცხადაია, I, 1999:19). მოსახერხებელ ადგილას უნდა ჩაიდგას, რათა თევზმა დაიბუდოს.

скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი