უკან დაბრუნება
განცხადებები
ახალისოფელი
24-08-2016, 05:51
ნანახია: 1215
გაუზიარე სტატია მეგობარს


იგორ კეკელია, დავით ოდიშარია

ახალსოფელი - სოფელი და თემის ცენტრი ოდიშ - გურიის დაბლობზე, ტეხურისა და რიონის მარჯვენა მხარეს. სენაკს დაშორებულია 3 კმ-ით და ზ.დ. 20 მზე მდებარეობს. აერთიანებს ორ სოფელს - ახალსოფელსა და ისულას (ქსე). 1930 წლის ადმ.-ტერიტ. დაყოფის ცნობარში ახალსოფელი არ ჩანს, მაგრამ თეკლათის სასოფლო საბჭოში შემავალ სოფლებს შორის დასახელებულია სოფ. ძონძირი 237 კომლით (1091 სული), რაც ახალსოფლის უწინდელი სახელწოდება იყო.
2002 წლის საყოველთაო ეროვნული აღწერის მასალების მიხედვით, ახალსოფელში მუდმივი მოსახლეობის რაოდენობაა 1125 სული, მათ შორის 547 კაცია, 578 - ქალი.
რუსეთის ცარიზმის, მოგვიანებით, საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში განხორციელებული ტოპონიმთა მასობრივი ცვლა ითვალისწინებდა კონკრეტული მიზნების, კერძოდ, იმპერიული პოლიტიკის განხორციელებას. სენაკის რაიონის სოფ. ახალსოფლის სახელწოდებაც კომუნისტური იდეოლოგიის ამსახველია. ტოპონიმთა ცვლით „ხელისუფლება ცდილობდა მოსახლეობისათვის ჩაენერგა ის აზრი, რომ სოციალისტური წყობა განახლების, სინათლის, სიკეთის მომტანია ყველასათვის. ამ ტიპის სახელებია: ახალსოფელი, ახალშენი, განახლება, მზისა, შუქურა“ (პაპავა, ქ. ო. IV, 2010:196).
ახალსოფელი დაერქვა ორ ათეულზე მეტ სოფელს საქართველოში. კერძოდ, ამბროლაურის, გარდაბნის, გუდაუთის, ზნაურის, ზუგდიდის, თეთრი წყაროს, თიანეთის, კასპის, ლანჩხუთის, ლენინგორის (ახალგორის), მახარაძის (ოზურგეთის), მცხეთის, ორჯონიკიძის (ხარაგაულის), სამტრედიის, სოხუმის, ქარელის, ყვარლის, ცხაკაიას (სენაკის), ხაშურის, ხელვაჩაურისა და ხობის რაიონებში, ტყიბულის საქალაქო საბჭოს ტერიტორიაზე (ორთოგრ. ლექსიკონი, 1987:20).

скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი