უკან დაბრუნება
განცხადებები
...იყო ცნობილი არ არის კარგი
8-01-2017, 23:27
ნანახია: 971
გაუზიარე სტატია მეგობარს


ბორის პასტერნაკი 

იყო ცნობილი არ არის კარგი,
ეს არ ამაღლებს კაცს ცაზე მაღლა.
ხელნაწერების ნუ შექმნი არქივს,
არ ღირს მათ გამო შრომა და დაღლა.
 
შემოქმედების არის მიზანი –.
თვითშეწირვა და არა ხმაური,
სამარცხვინოა და საზიზღარი.
არარაობის აურზაური.
 
თვითმარქვიობის იყავ გარეშე,
განვლე ცხოვრება დაუძრახველი,
რომ გრძნობა გიძღვნან ყველა მხარეში.
და თან მომავლის გესმას ძახილი.
 
დატოვე მუდამ შეუვსებელი.
ბედი და არა თეთრი ქაღალდი,
ვერ პოულობდეს რათა მძებნელი,
რასაც ცხოვრების წიგნად სახავდი.
 
რომ დავიწყების ფარდა გფარავდეს,
რათა იფარო იგი ლითამად,
როგორც ნისლს იხდენს მიწა დანადენს,
როცა თვალთან ჭირს თითის მიტანა.
 
მომავლის მგზავრი გზას არ აცდება,
შენს ნაკვალევზე სხვები ივლიან,
არც გამარჯვება, არც დამარცხება.
არ დაჰყო, რაც კი გამოგივლია.
 
ხვედრიც რომ გერგოს გასაოცარი,
ნუ უღალატებ რაც გწამს გულამდე,
იყავ ცოცხალი, მხოლოდ ცოცხალი,
იყავ ცოცხალი აღსასრულამდე.
1956 
скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი