უკან დაბრუნება
განცხადებები
სიზმარი
8-01-2017, 23:24
ნანახია: 1075
გაუზიარე სტატია მეგობარს


ბორის პასტერნაკი 

მე დამესიზმრა შემოდგომის ბინდების თქორი,
მეგობრები და შენ მათთან შეხუმრებული.
დაუფლებული როგორც ნადავლს ჰაერში ქორი,
შენ ხელისგულზე დაგისკუპდა შენივე გული.
 
დრო მიდიოდა, ბერდებოდა და ყუჩდებოდა,
ცამ რომ დავერცხლა ბაღებიდან ჩარჩოს ძელები,
სარკმლის მინაზე განთიადი ისე ჩნდებოდა,
როგორც სექტემბრის დასისხლული ცივი ცრემლები.
 
დრო მიდიოდა, ბერდებოდა, ისე ფაშარი,
როგორც ყინული, აბრეშუმებს ხეთქდა კანივით.
უცებ დადუმდი და იდექი სიტყვაგამშრალი,
გაქრა სიზმარი, როგორც ზარის ჩუმი კნავილი.
 
მე გამეღვიძა, შემოდგომის ბინდს იმეორებს.
დილა და ქარი მიმქროლავი ძალუმად არხევს.
ვით ურმის კვალში მორიალე ნამჯის ღეროებს,
მწკრივად გაქცეულთ შორეული ცისაკენ არყებს.
1913
скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი