უკან დაბრუნება
განცხადებები
მოიშორე საფიქრი*
8-01-2017, 23:12
ნანახია: 1116
გაუზიარე სტატია მეგობარს


ბობ ლაზარ-ეტვუდი
მოიშორე საფიქრი და საზრუნავი,
დაივიწყე წუხილი და დარდი,
ყველა წყენა ქარს სარკმლიდან გაატანე,
მაცილისაც აირიდე ლანდი.
დაადუმე შენში ყოვლის განმჩხრეკელი
და სინდისსაც გაუსწორებ ვალებს...
ნება დართე თავს, რომ იყოს ბედნიერი,
რადგან შობა გათენდება მალე!
ყველა მტერთან უცილობლად დადე ზავი,
თქვი, თანხმობის და მშვიდობის დროა!
შეირიგე, თუ გყავს სადმე მომდურავი,
გულნაკლული ვინც შენ გამო როა!
უსიამო გრძნობას შხამად ნუ გაურევ,
სიხარულმა ამოავსოს არე.
ნება დართე თავს, რომ იყოს ბედნიერი,
რადგან შობა გათენდება მალე!
ვით ანკარა და საამოდ ცივი წყალი,
ზაფხულობით დაბერილი ქვენა,
ვით ფერადი ყვავილების თაიგული,
შემოდგომის სურნელების ფენა,
რადგან ესეც დიდი დღესასწაულია,
მეგობრებთან სადღეგრძელოს დალევ.
ნება დართე თავს, რომ იყოს ბედნიერი,
რადგან შობა გათენდება მალე! скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი