უკან დაბრუნება
განცხადებები
„როგორ ხართ, ბატონო ტული?“
14-09-2016, 02:49
ნანახია: 1689
გაუზიარე სტატია მეგობარს




საქართველომ გერმანიაში დაჯილდოებაზე „საერთაშორისო სამოქალაქო მედია“ პირველი ადგილი მოიპოვა.

ფილმი არის 70 წლის ფოთის კოლორიტზე, პოლიგლოტ ტული გვასალიაზე, რომელიც მძიმე პირობების მიუხედავად, მოსწავლეებს სხვადასხვა ენაში უფასოდ ამეცადინებდა. ის მერიისგან ფოთის საპატიო მოქალაქის წოდების მიღებას ითხოვდა.
კონკურსში 34 ქვეყანა მონაწილეობდა. რეჟისორ ლიუდმილა ყურაშვილის ფილმმა „როგორ ხართ, ბატონო ტული?“ სიღარიბის თემაზე გადაღებული ფილმების ნომინაციაში პირველი საპრიზო ადგილი მიიღო. კონკურსის ერთ–ერთმა ორგანიზატორმა ფილმის გმირი ასე დაახასიათა: „სადღაც ცხოვრობს ადამიანი, რომელმაც, მიუხედავად თავისი მძიმე და დუხჭირი ცხოვრებისა, ღირსება არ დაკარგა“.

ფოთელი ჟურნალისტის იზა სალაყაიას თქმით, ეს მისი ახირება არ იყო და ფსიქიკურადაც ჯანმრთელი იყო. „მან 48 ენა იცოდა და მოსწავლეებისგან ფულის აღება ეთაკილებოდა. ტულის ეს წოდება აღიარებისთვის და პატივისცემისთვის სჭირდებოდა. ის იყო ნამდვილი პედაგოგი და დამსახურებული პედაგოგების შვილი. მას ყველა იცნობდა. ის ძალიან კარგი ადამიანი იყო. დახმარებას არავის სთხოვდა. ამბობდა, ჩემი არსებობის შესახებ ისედაც ყველამ იცისო“.
ფილმზე მუშაობის დროს ლიუდმილა ყურაშვილმა ფოთის მერს ვახტანგ ლემონჯავას ტული გვასალიას სურვილის შესახებ გააგებინა და დახმარება სთხოვა.
ფოთის მერი ამ წოდების მინიჭებას მიმდინარე წლის აგვისტოში ქალაქის დღესასწაულზე „ფაზისობაზე“ დაპირდა. მატერიალურ დახმარებასთან დაკავშირებით კი უთქვამს, თუკი ვინმე არ გარდაიცვლება, უფასო სასადილოების პროგრამაში ვერ ჩავსვამთო.

„ტული გვასალია რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა. სიკვდილის წინ უკითხავს, ფოთის საპატიო მოქალაქე ხომ არ გავხდიო? სამწუხაროდ, ის ისევ მოატყუეს. უფასო სასადილოს პროგრამაში სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე ჩასვეს და ერთჯერადად, 150 ლარით დაეხმარნენ“, – განაცხადა ლიუდმილა ყურაშვილმა.

ტული გვასალიას დაკრძალვის ხარჯების გაღებას ფოთის მერია აპირებდა, მაგრამ ბოლო წუთს ჭირისუფალი მეზობლის ოჯახს ორი ჯამი ლობიო, ორი ცალი პური, ერთი ცალი მჭადი, 12 ბოთლი ლიმონათი და 10 ბოთლი ღვინო გაუგზავნა. ჭირისუფალი ქელეხის „პურ–მარილის“უკან გაგზავნას აპირებდა, მაგრამ მეზობლებმა არ დაანებეს.
ფოთის მაჟორიტარმა დეპუტატმა თემურ წურწუმიამ განაცხადა, რომ ტული გვასალიას კარგად იცნობდა და მასთან არაერთხელ უსაუბრია.
თემურ წურწუმია: „მას არც თვითმართველობაში მუშაობის დროს მოუმართავს დახმარებისთვის და არც მაჟორიტარობის პერიოდში. შეიძლება არ კადრულობდა. ის ძალიან საინტერესო და უცნაური ადამიანი იყო“
.
ფილმის რეჟისორის ლიუდმილა ყურაშვილის თქმით, მას თავისი ფილმით სურს ქართული საზოგადოება გამოაფხიზლოს, რადგან ქვეყანაში ინტელიგენტი ადამიანის მიმართ არაჯანსაღი დამოკიდებულებაა. скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი