უკან დაბრუნება
განცხადებები
რევაზ მიქაძე
16-10-2017, 00:41
ნანახია: 1387
გაუზიარე სტატია მეგობარს



ამური მაისაია

რევაზ მიქაძე2015 წლის 19 იანვარს ფოთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო სამაშველო განყოფილების მეხანძრე მაშველს რევაზ მიქაძეს დაბადებიდან 50 წელი შეუსრულდა.
რევაზ მიქაძე მიეკუთვნება მეხანძრეთა იმ ჯგუფს, რომლებმაც ორი ათეული წელზე მეტი იმსახურეს სახანძრო დაცვის სისტემაში. იმსახურეს თვალსაჩინო საქმიანობით და კვლავაც ამაყად დგანან სახელმწიფო და კერძო საკუთრების ხანძრისაგან დაცვის სადარაჯოზე.
რევაზ მიქაძერევაზ მიქაძე რიგითად 1987 წელს ჩაირიცხა სახანძრო ნაწილში. რევაზი იგონებს - ახლად დაწყებული მქონდა მუშაობა, როდესაც ხანძრიდან ახალ დაბრუნებულს განგაშის ზარის ხმა შემომესმა, ისევ ხანძარი გავიფიქრე, აქ ჩემი ადგილი არაა, წავალ სხვაგან მოვძებნი სამუშაოს მეთქი, მაგრამ თვალწინ წარმომიდგა ის ბიჭები რომლებიც ხანძრის სტიქიას ვეფხვივით უტევდნენ. მამაცურად და ვაჟკაცურად ებრძოდნენ. მშურდა კიდევაც მათი და ჩემს თავს ვაიმედებდი...რევაზ მიქაძე
რევაზი ნელნელა ოსტატდებოდა, იწრთობოდა და მალევე ჩადგა მწყობრში. ახლა იგი თვითონ გახდა მისაბაძი, ახლა ის სხვებს ეხმარებოდა, ასწავლიდა. როგორც გამოცდილი და უშიშარი მეხანძრე ათეულის მეთაურად დააწინაურეს. მას არასდროს ჰქონია შეფერხება ხანძარზე გასვლისას და ხანძრის ქრობაში. ყარაულის უფროსის მოვალეობასაც ასრულებდა საჭიროების შემთხვევაში.
რევაზი ერთ-ერთი საიმედო საყრდენია, სახანძრო სამაშველო განყოფილებაში.

ჟურნალი "ბორბონჩია" №2 2015 წელი. გვ.32
скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი