უკან დაბრუნება
განცხადებები
ბიჭიკო მამაცაშვილი
16-10-2017, 00:42
ნანახია: 1369
გაუზიარე სტატია მეგობარს




ბიჭიკო მამაცაშვილიბიჭიკო მამაცაშვილი საკმაოდ ცნობილი პიროვნებაა, შინაგან საქმეთა ორგანოებში პოლიციის ოფიცერმა თვალსაჩინო როლი შეასრულა საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად. მისთვის არ არსებობდა გადაულახავი წინაღობა, რათა მოსახლეობაში შენარჩუნებულიყო სიმშვიდე. მას, როგორც პროფესიონალ პოლიციელს მრავალჯერ მიუღია მონაწილეობა სპეცოპერაციებში და წარმატებითაც გაურთმევია თავი დასახული ამოცანის შესრულებაზე. ხოლო, როდესაც ამ სისტემის რეორგანიზაცია ჩატარდა, ბიჭიკოს სამაშველო სამსახურში მოუწია გადასვლა. ეს სამსახხურიც რამდენიმე წელში სახანძრო-სამაშველო სამსახურში გაერთიანდა და ამჯერად ის სახანძრო-სამაშველო განყოფილების უფროსის მოადგილედაა დანიშნული. მას ბედმა არგუნა ყოფილიყო ხალხის სამსახურში. ჯერ იყო და საზოგადოებრივ წესრიგს იცავდა, შემდეგ მდინარეებსა და ზღვის ბობოქარ ტალღებს ებრძოდა, წყალწაღებულ ადამიანთა გადასარჩენად. დღეს კი ფოთის სახელოვანი სახანძრო - სამაშველო სამსახურის პროფესიონალ მეხანძრეებთან ერთად იღწვის არამარტო ადამიანის გადასარჩენად, არამედ შექმნილი დოვლათის ხანძრისაგან გადასარჩენად.
ბიჭიკო მამაცაშვილიბიჭიკოს დაბადების საიუბილეო თარიღებად ყოველი ათი წელი მიაჩნია, სწორად. მაგალითად 40-50-60 და ასე შემდეგ. ახლახან მას დაბადების 55-წელი შეუსრულდა. ამ თარიღს ის საიუბილეო თარიღად არ აღიქვამდა. ამიტომაც ვიწრო წრეში აღინიშნა დაბადების დღე. ახლა იმის მოლოდინში არიან, როდის შეუსრულდება მას საიუბილეო 60 - წელი, რათა ფართო წრეში, ფართოდ აღნიშნონ ბიჭიკოს დაბადების დღე.
ბიჭიკო მამაცაშვილი საოცარი იუმორის მოყვარულია, მისი იუმორი სიცილისა და ხალისიანი განწყობის მომგვრელია. თუმცა მისი იუმორი ზოგჯერ ხასიათის წაგიხდენს და სანამ თვითონ არ გაიღიმებს და არ განმარტავს ნათქვამს. მანამდე ვერაფერს მიხვდები.
ბიჭიკო მამაცაშვილირაც შეეხება მის გვარს, ნუ იფიქრებთ, რომ მისი წარმომავლობა ჩემი ფანტაზიის ნაყოფი იყოს. ერთხელ ოზურგეთში თურქების წინააღმდეგ ბრძოლისათვის შეურჩევიათ მამაცი ქართველები. მათ თურქები დაუმარცხებიათ და განუდევნიათ ოზურგეთიდან. ამ ბრძოლაში ბევრი დაღუპულა, ბევრიც გადარჩენილა. მათ შვილებზე იტყოდნენ: ის მამაცი დათას შვილია, ის კი მამაცი გურამის შვილია, მამაც მებრძოლ ქართველთა უკვდავსაყოფად შვილებს მამაცის შვილებს უწოდებდნენ. ნებისმიერ სახელს არქმევდნენ ბავშვს, ხოლო გვარად ყველა მათგანი მამაციშვილებად იქნა აღიარებული. შემდგომში ეს გვარი დაიხვეწა, ფუძე, ბიჭიკო მამაცაშვილიფუძედ დარჩა და დამკვიდრდა გვარი მამაცაშვილი.
ასე, რომ ბიჭიკო მამაცაშვილის წინაპრები მამაცი და სახელოვანი მებრძოლები ყოფილან. ცხადია მათი შვილები და შვილთაშვილები გვარად მამაცაშვილები იქნებოდნენ, ეს ლოგიკურია და მას სხვანაირი განმარტება არ სჭირდება.

ჟურნალი "ბორბონჩია" №2 2015 წელი.
скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი