უკან დაბრუნება
განცხადებები
საინტერესო ფაქტი
15-07-2016, 07:21
ნანახია: 1709
გაუზიარე სტატია მეგობარს


ამერიკის საელჩოში მიღების დროს, აშშ-ს ელჩმა სიამაყით დაიტრაბახა, რომ შტატ ალაბამაში მათ ყავთ ჯადოქარი, რომელიც მკვდრებს აცოცხლებს. მიღებაზე მყოფმა სსრკ-ს საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ მოლოტოვმა აუღელვებლად უპასუხა, რომ სსრკ-ში არის შესანიშნავი სპორტსმენი, რომელიც სირბილით თვითმფრინავსაც კი უსწრებს. როდესაც ნიკიტა ხრუშოვმა ამ ფაქტის შესახებ გაიგო, თავის კაბინეტში დაიბარა მოლოტოვი. - ენას რატომ ატლიკინებთ, მიხაილოვიჩ?! რომ მოგვთხოვონ ამ სპორტსმენის წარდგენა რა გავაკეთოთ?! - ჩვენ მათ მოვთხოვთ, ჯერ თავისი ჯადოქარი წარგვიდგინონ. - და თუ წარგვიდგინეს? - მაშინ ჩვენ შემოწმებას მოვითხოვთ, მაგალითისთვის სტალინის გაცოცხლებას. - ჩავთვალოთ გააცოცხლა, მერე? - მერე ის რომ ამხანაგო ნიკიტა, შენ თვითმფრინავს კი არა რაკეტას გაასწრებ!

წყარო: intermedia.ge скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი