უკან დაბრუნება
განცხადებები
ქელე ეხვაიას გმირობა
13-07-2016, 08:09
ნანახია: 2054
გაუზიარე სტატია მეგობარს


ვალიკო შონია

(გმირთა ნაკვალევზე)

ქელე ეხვაიას გმირობაქელე ეხვაიას მიერ მამულისათვის თავგანწირვა იმ დროს ხალხში საკმაოდ გახმაურებელი ამბავი ყოფილა. მაშინ ოფიციალურად ქელეს გმირობის შესახებ არსად არაფერი დაწერილა, თუ არ მივიღებთ მხედველობაში იმას, რომ ხუთიოდე წლის წინათ პროფესორ იოსებ ჩიქავამ თავის წიგნში „ბილიკიანი გზები“ მოიხსენია სამეგრელოში ომერ-ფაშას შემოსვლის დროს ქელე ეხვაიას მიერ ჩადენილი გმირობა.
თუ პიროვნების რაიმე გმირული მოქმედება ვინმემ არ წამოსწია და არ გაახმაურა, ის დროთა განმავლობაში შეიძლება თანდათან დავიწყებას მიეცეს და მხოლოდ ლეგენდის სახით შემორჩეს ხალხის მეხსიერებას.
დიდი სამამულო ომის დროს ბელარუსიის ფრონტზე მოხდა ასეთი რამ: რიგითი ჯარისკაცი, გრიგოლ სხულუხია, დაზვერვაზე გააგზავნეს, იგი შეიპყრეს გერმანელმა ფასიტებმა და დაუწყეს გამიკითხვა, თუ სად იმყოფებოდა. მისი რაზმი. რა ხერხს არ მიმართეს ფაშისტებმა,მაგრამ მას ერთი სიტყვაც ვერ დააცდევინეს რაზმის ადგილსამყოფელის შესახებ. გრიგოლი ჯერ უმოწყალოდ სცემეს, სიკვდილის პირას, მისულს საშინლად აწანებდნენ, მაგრამ ვერა და, ვერ გამოტეხეს. მომაკვდავმა ძლივსღა წარმოსთქვა: „თქმით ვერ გეტყვი, თუ სადაა განლაგებული ჩვენი რაზმი, მაგრამ შემიძლია გაჩვენოთო,“ მან ფაშისტებს სამი თითის კომბინაცია უჩვენა. გაცოფებულმა მტრებმა გმირ მებრძოლს ზურგზე 5-ქიმიანი ვარსკლავი ამოაჭრეს, შემდეგ მომაკვდავს თივა დააყარეს, ბენზინი გადაასხეს და ცეცხლი წაუკიდეს. ამ საცოდაობას უყურებდნენ სტანიციის მცხოვრები მოხუცები და ქალები. მამაკაცები, რა თქმა უნდა, ფრონტზე იყვნენ.
ამ გაუგონარ წამებაზე მწერალმა პავლენკომ წიგნი დაწერა.ეს წიგნი 1946 წელს წაიკითხა სტალინმა. წიგნის წაკითხვის თანავე განკარგულება გასცა: „დაუყონებლივ წარედგინათ სიკვდილის შემდეგ სსრ კავშირის გმირის წოდებაზე გრიგოლ სხულუხია. ასეც მოხდა, მისი მშობლიური სოფლის ცენტრში, „ახალ აბასთუმანში“, დაიდგა ბრინჯაოსოგან ჩამოსხმული დიდი ძეგლი და იქვე მოეწყო სკვერი.
ვინ იცის, რამდენი მსგავსი გმირობაა ჩადენილი სხვადასხვა დროს, მაგრამ თავის დროზე იგი არავინ არ წამოსწია და საქვეყნოდ არ გაახმაურა, ამიტომ დროთა განმავლობაში მიჩუმათებას მიეცა.
1846 წელს გარდაიცვალა სამეგრელოს მთავარი - დავით დადიანი, რის შემდეგაც სამთავროს მართვა-გამგებლობა დაეკისრა მის მეუღლეს, ცნობილი ქართველი პოეტის - ალექსანდრე ჭავჭავაძის ასულს - ეკატერინეს, ამ დროს ეკატერინე დედოფალსა და მაზლ გრიგოლ დადიანს შორის ურთიერთობა ძალიან დაიძაბა. გრიგოლს თავად სურდა გამთავრება, სწორედ ეს მიზეზი ძაბავდა ურთიერთობას დედოფალსა და მაზლს ............ შორის. სწორედ ასეთი არეულობის დროს თურქეთის არმია, რომელსაც ომერ-ფაშა სარდლობდა, აფხაზეთის გავლით მოადგა მდინარე ენგურს და პოზიციები დაიკავა რუხის ციხის ტერიტორიაზე ოცარცესთან.
ომერ-ფაშა ეროვნებით არ იყო თურქი, იგი წარმოშობით სერბი მიხაილო ლატასის, ავსტრიელი ოფიცრის შვილი იყო, იგი დაეუფლა სამხედრო საქმეს, მიიღო მუსლიმანობა და თურქეთის არმიის გენერალი -ომერ-ფაშა გახდა.
ომერ-ფაშა 1855 წლის შემოდგომაზე, როგორც ვთქვით, აფხაზეთის გავლით მოადგა მდინარე ენგურს და შემოიჭრა სამეგრელოში. იგი სამხედრო საქმეს კარგად დაუფლებული, გულადი, საომარი ტაქტიკის მცოდნე და ამასთან, ცბიერი გენერალი ყოფილა. მან რუხის ციხესთან თავი მოუყარა დიდძალ ჯარს, ამით ჩვენებს მოაჩვენა, თითქოს, რუხთან აპირებდა ენგურის გადმოლახვას და ბრძოლის დაწყებას. რუხიდან ენგურის გაყოლებაზე მდებარეობს სოფლები: შამგონა, ხურჩა, ოტობაია, კოკი და განმუხური.
ომერ - ფაშამ რუხში მხოლოდ ერთი ბატალიონი დატოვა. თავისი არმიის დიდი უმრავლესობა გვიან ღამით სოფელ კოკისკენ გააპარა. ეს გააკეთა იმიტომ, რომ იცოდა კოკთან ენგური შედარებით მდორედ მიედინება და არც ისე ღრმაა, როგორც სხვა ადგილებში, ე.ი. აქ მდინარის გადალახვა ფონის გარეშეც იყო შესაძლებელი.
ომერ-ფაშას ფანდს მიუხვდა სამეგრელოს ჯარების მთავარსარდალი, მუხრან-ბატონი. მას მხარში ედგნენ სარდლები: გიორგი დადიანი და მიხეილ შერვაშიძე. მათ ჯარები განალაგეს ენგურის მარცხენა სანაპიროზე სოფელ კოკთან. თურქეთის ჯარებმა დილით ადრე დაიწყეს ენგურის გადმოლახვა. სამეგრელოს მთისა და ბარის გლეხობა და თავადაზნაურობა ერთ მუჭად იყო შეკრული. თურქი ცხენოსნები ენგურის შუატანამდე არ იყვნენ მისული, რომ მუხრან-ბატონმა ბრძანებმა გასცა: მტერს შეხვედროდნენ ენგურის კალაპოტში. თვალის დახამხამებაში როგორც ცხენოსნები, ასევე ფეხოსნები გადაეშვნენ წყალში, და შუა მდინარეში გაიმართა სასტიკი ხელჩართული ბრძოლა. მიხეილ შერვაშიძის საჯარისო ნაწილები უტევდა მარცხენა ფლანგს. მტერს მარჯვენა ფლანგზე გიორგი დადიანის მებრძოლები უტევდნენ, სულ მალე ათასობით დახოცილი ცხენებისა და კაცის გვამს ზღვისკენ მიაქანებდა ენგური. წყალი წითლად შეიღება. ორივე მხარემ ერთმანეთი ჩახოცა ენგურის კალაპოტში. სულ მალე გაირკვა, რომ საგრძნობლად შეთხელდა გიორგი დადიანისა და მიხეილ შერვაშიძის მებრძოლთა რიგები.
მუხრანბატონმა ბრძანა, ჩვენებს უკან დაეხიათ და მოსული მაშველი ძალების თანხლებით მტრისთვის ხელჩართული ბრძოლა გაემართათ სოფელ კოკის სანარმანიოს უბანში მდებარე დიდ მინდორში. ასეც მოხდა, გიორგი დადიანისა და მიხეილ შერვაშიძის ნაწილები ჩაებნენ უსასტიკეს ხელჩართულ ბრძოლაში. მალე გამოჩნდა, რომ ჩვენების რიგები სულ თხელდებოდა და თხელდებოდა. ჩვენები თავგანწირვით და გმირულად იბრძოდნენ, მაგრამ საომარ საქმეში გამოუცდელობა რომ აკლდათ, აშკარად შეინიშნებოდა. ომერ - ფაშას კარგად შეი .......... ჯარი ჰყავდა. აქვე სხვა სახელოვან მამულიშვილებთან ერთად გმირის სიკვდილით დაეცა პოლკოვნიკი ზვამბაია.
ომერ-ფაშას ჯარების სიმრავლემ და მათმა საომარი საქმის ცოდნამ ბრძოლის ბედი თურქთა ლაშქრის სასარგებლოდ გადაწყვიტა. ბრძოლაში დახოცილ ცხენების და ადამიანების გვამებით მოიფინა სანარმანიოსთან მდებარე დიდი მინდორი; ამ მინდორს ახლაც „ნალიმას“ ეძახიან (ნალიმა ნაომარ ადგილს ნიშნავს). ნალიმაზე გზის პირას დაიდგა დაღუპულ, მამულის ღირსეულ შვილთა პატივსაცემად დიდი რკინის ჯვარი. ეს ახლაც დგას. იქ საერთო სასაფლაოა.
თურქთა ჯარმა აიღო სამეგრელო, ორივე მხარემ დიდ დანაკლისი განიცადა. ომერ-ფაშამ როგორც კი აიღო ზუგდიდი, დედოფალს წერილი მისწერა და ეკატერინეს სწერდა; „დაბრუნდით სასახლეში, განაგრძეთ თქვენი საქმიანობა, მე არაფერს გიშლით, გირჩევთ, შევრიგდეთ“. ეკატერინემ იცოდა ომერ-ფაშას ცბიერების ამბავი, არ ენდო მას და ცივი უარი შეუთვალა. მაშინ თურქებმა ჯერ გაძარცვეს სასახლე და შემდეგ გადაწვეს. გაჩეხეს ფრანგების მიერ გაშენებული დიდებული ბაღი და ააოხრეს სამეგრელო.
ჩვენების გვერდით იბრძოდა რუსების ერთი სახაზო ბატალიონი. რუსთა სარდლობას არ აინტერესებდა სისხლის დაღვრა ოდიშის მიწაზე. რუსთა სარდლობამ ომერ - ფაშას კაცი გაუგზავნა და მისი პირით შეუთვალა: „ჩვენ გვინდა თქვენთან დალაპარაკება და ზავი, მაგრამ დედოფალი ამის კატეგოროულად წინააღმდეგია. ჩვენ გთავაზობთ: „თუ თქვენ აიყრებით და დატოვებთ სამეგრელოს, ჩვენ ამაღამვე თქვენს კარავში გაახლებთ ეკატერინე დედოფალს“.
ამბობენ ამ უცნაურმა წინადადებამ ომერ-ფაშა შეაცბუნაო. იგი, მართალია, დაუნდობელი და პირსისხლიანი დამპყრობელი კი იყო, მაგრამ თავმოყვარეობა და ზნეობა დაკარგული არ ჰქონია. ეს იქიდანაც ჩანს, როცა რუსების მიგზავნილმა კაცმა უცნაური რამ შესთავაზა, უთქვამს: „საცოდავი გურჯები, რა თავმოყვარეობა დაკარგულ და უზნეო ხალხთან დაუმყარებიათ ურთიერთობა. სულ მალე ისინი ამ ხალხში ისე ჩაიკარგებიან, როგორც ბუზი არაჟანშიო“. იქვე უთქვამს, - ათასჯერ უკეთესი იქნებოდა მათთვის, მიეღოთ თურქეთის ქვეშევრდომობა და დამეგობრებოდნენ სულთანსო.
რუსისი ჯარის მიერ ყარსის ......... იძულებული შეიქმნა , აყრილიყო სამეგრელოდან და უკან დაეხია, მას ფოთში თურქეთში მიმავალი გემები ელოდნენ. თურქეთის ჯარებმა სამეგრელო მთლიანად დატოვა.
როცა ომერ-ფაშა რუხიდან გვიან ღამით კოკისკენ დაიძრა, მაშინ რუხთან ერთი ბატალიონი დატოვა და დაუბარა, დილით ადრე დაეწყოთ ენგურის ფორსირება. ბატალიონმა ენგურის გადალახვა მოინდომა, მაგრამ ენგური ისე იყო ადიდებული, რომ მოხერხებული ფონის ცოდნის გარეშე მისი გადალახვა, თითქმის, შეუძლებელი იყო. დილა ადრიანად, ვიდრე დაიწყებდნენ ენგურის გადალახვას, მათ დაიჭირეს ადგილობრივი მცხოვრები, ქელე ეხვაია. მას ერთ ხანს მზვერავობა დააბრალეს, მაგრამ ვერ დაუმტკიცეს. ენგური, როგორც ვთქვით, აბობოქრებული იყო, ფონის ცოდნის გარეშე მისი გადალახვა შეუძლებელი გახლდათ. რუხთან შეპყრობილ ქელე ეხვაიას უბრძანეს: „ფონი გვაჩვენე, ჯერ შენ შედი წყალში და დაგვანახე მისი სიღრმე“. ქელე უსიტყვოდ დაემორჩილა მტერს, ან რა ძალა ჰქონდა, არ დამორჩილებოდა? მან, როგორც ენგურის ნაპირზე გაზრდილმა, სად იყო ფონი და სად შეიძლებოდა ენგურის გადალახვა, კარგად იცოდა, ისიც იცოდა, თუ რა ადგილის იყო წყალი ყველაზე უფრო ღრმა.
ქელემ ტანზე გაიხადა, ტანსაცმელი თავზე დაიხვია და წყალში შეცურა. მდინარეს ბევრგან ჰქონდა მორევი. მორევში წყალი ციბრუტივით ტრიალებს, შეუძლებელია მისგან თავის დახსნა, თუ მან ჩაგითრია. შეცურა ქელემ წყალში და მტერს დგომელა ცურვით მოაჩვენა, რომ წყალი მხოლოდ ყელამდე სწვდებოდა და სწორედ აქ შეიძლებოდა ენგურის გადალახვა. თურქთა მხედრობას უბრძანეს, საჩქაროდ დაეწყო მდინარის გადალახვა. თვალის დახამხამებაში ბატალიონის შემადგენლობის დიდი ნაწილი წყალში გადაეშვა. ცხენოსანი ასკერები ცდილობდნენ წყალში ჩქარა შესვლას, რათა პირველს გაეღწიათ გაღმა, ამით უფროსისათვის მამაცობა ეჩვენებინათ, საზარელი სანახავი იყო, თუ როგორ ითრევდა მორევი თურქ ცხენოსნებს. ატყდა ყიჟინა, ბატალიონების დიდი ნაწილი თვალის დახამხამებაში ჩაყლაპა ენგურმა. მტერი უკვე მიხვდა, ქელემ რაც ჩაიდინა ნაპირზე დარჩე........ ვ.. ვატყუა გურჯმა, სიკვდილი მას.“ ბატალიონის დიდი ნაწილი, როგორც ვთქვით, დაიხჩო, რამდენიმე ცხენოსანი ცხენის კუდს ჩაეჭიდა და დიდი ვაივაგლახით გაღმა გააღწია. ქელე სულ არ ელოდა, თუ ვინმე გააღწევდა გაღმა. ის იყო, ტანსაცმლის ჩაცმა დაიწყო, რომ სრულად მოულოდნელად სამმა თურქმა ცხენოსანმა ალყაში მოაქცია და უმალ ხმლებით აკუწა. ასე შესწირა სიცოცხლე პატრიოტულ საქმეს უბრალო, ღარიბმა აზნაურმა -ქელე ეხვაიამ.
ქელემ დიდი გმირობა ჩაიდინა, თევდორე მღვდლის თავგანწირვა გაიმეორა.

გაზეთი „კვირის ქრონიკა“ №20(438) 2010 წელი, 17-23 მაისი გვ.39

скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი