უკან დაბრუნება
განცხადებები
კოლხეთის ისტორიის სათავეებიდან მომდინარე ცივილიზაცია
13-07-2016, 08:05
ნანახია: 2032
გაუზიარე სტატია მეგობარს


გივი ელიავა

(თეზისური ჩანაწერები)

კოლხეთი - ეგრისის ქვეყანა, - ეგრისის ერთ-ერთი თვალსაჩინო ისტორიულ - ტერიტორიული რეგიონია. მისი მოსახლეობა კოლხი ხალხების ეთნიკური ერთობაა (ზანები, სვანები, აბაზგები), რაც ქართების ქვეყანაში იღებს სათავეს და ვრცელდება შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს მთელ ტერიტორიაზე. მისი ძველესი ცენტრი იყო ეგრისი (გვიან ბედია). ხოლო მნიშვნელოვანი ზღვისპირა პორტები ფაზისი, სებასტოპოლისი. მისი შიდა ტერიტორიული ცენტრები იყო ქუთაისი (კუტაია) და არქიეპოლისი (ციხე გოჯი). ამ რეგიონში, უძველესი დროიდან მიმდინარეობდა ცივილიზაციის წინსვლითი პროცესი. კოლხეთში გაიარა შელისა და აშელის კულტურამ, მუსტიეს ხანამ. შემოგვრჩა მეზოლითის, ნეოლითისა და ენეოლითის ხანაში ქვის კულტურის უაღრესად განვითარებული ქვის ყოფითი მასალები. ეს იყო აბორიგენი ხალხების დასახლების ტერიტორიული საცხოვრისი, ერთიანი გუდა-თარ გუდა. იგი გახდა ხიდი აღმოსავლეთ საქართველოსა და ჩრდილოეთ კავკასიაში გარდამავალ ხალხთა ისტორიულ გზაზე. ამიტომ მათ ყოფაში) კავკასიური ერთობის ნიშნები (ყოფა, კულტურა, ენა, სარწმუნოება) აქედან უნდა იყოს მომდინარე.
ენეოლითის ეპოქასი აქ, კოლხებმა კარტოგრამას და იდეოლოგიურ დამწერლობას ჩაუყარეს საფუძველი, კირბების კულტურა, რაც ასე ცნობილია უცხოურ მითებსა, არქეოლოგიურ და დამწერლობით მასალებში, უდავოდ, საფუძვლიანი და რეალური ფაქტია, რასაც ნათლად ადასტურებს ჩხოროწყუს მუზეუმის მასალები.
უფრო მეტიც, კოლხებს უძველესი დროიდან აქვთ მზის, დიდი ღვთაებრივი მნათის ხატსალოცავები, ხატგამოსახულებები. ყოფაში მტკიცედ ზის ამ ხატების რიტუალი და რიტუალური მსახურება, რაც, უადოდ, საწყისს იღებს ერთ თარ გუდაში - ერთ მთავარ საცხოვრისში. იგი შუამდინარულ, წინა აზიურ, საერთო საცხოვრისის პირობებში შეიქმნა და განთავსდა.
ამ განთავსების ერთობის მახასიათებელია შუმერული, წინაბიბლიური მითები და გადმოცემები, თუნდაც მარტვილის, ჩხოროწყუს და აბაშის რაიონებში ნაპოვნი კვერთხის ნიმუშები. ბრინჯაოს ტაბულებზე მზის თაყვანების რიტუალი, ბრინჯაოს ბეჭედზე სამყაროს შექმნისდროინდელი ქაოტური სურათი და ა.შ. აქ ეს ერთობა ერთაინ, მტკიცე, იდეოლოგიურ, ყოფით ნიადაგს ეფუძნება.
ენეოლითის ეპოქის მოწმედ ჩანს ასევე იბერიული ტომების განსახლება ხმელთაშუა ზღვის აუზში. პელაზგების (ბალკანეთზე), ეტრუსკებისა (აპენინზე) და ბასკებისა (პირენეიზე), რომლებმაც თარ გუდადან (თავდაპირველი თავსაცხოვრისიდან) წაიღეს ყოფისა და ენობრივი კულტურის მახასიათებელი ნიშნები, რაც ასე ჭარბად ჩანს დღეს ამ ხალხებით დასახლებულ ტერიტორიაზე და ცოცხლობს გადმოცემებში, მითებში, ლეგენდებში, მათს უძველეს საცხოვრისზე. ამის დამადასტურებელია 13 -ნიშნიანი წარწერიუანი ქვის არსებობა ჩხოროწყუს რაიონში. იგი ადგილობრივია და მსგავსი ძეგლი თარ გუდაზე სხვაგანაც მოიძიება.
ამრიგად, ამ თავსაწყისებიდან გამომდინარე ცივილიზაციის განვითარებადი, წინსვლითი პროცესი არსად არ შეწყვეტილა, არ შეჩერებულა, ასე მოაღწია ჩვენს დრომდე. განვითარების ამ საფუძვლიან, რეალურ, დიდებულ გზას შემდგომი ძიება და კვლევა კაცობრიობის ისტორიის რეალიებს. საქართველოს, კოლხეთის ისტორია ბევრს ახალს და საინტერესოს მისცემს ისტორიულ მეცნიერებას. ეს ამოცანა ცხოვრებამ ახლა დააყენა ჩვენს წინაშე და ჩვენი და მომავალი თაობის ვალია მისი დადებითად გადაწყვეტა.

გაზეთი „მეფეთუბანი“ №1(30) იანვარი 2001 წელი
скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი