უკან დაბრუნება
განცხადებები
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფ. მუხურჩის არქეოლოგიური მემკვიდრეობა
16-10-2017, 06:34
ნანახია: 2036
გაუზიარე სტატია მეგობარს



  საზოგადოდ გვიანი ბრინჯაოსა და ადრეული რკინის ხანის ეპოქებისკოლხური კულტურის ძეგლების კულტურულ ფენათა შესწავლა XX ს. 30-40 იანწლებში დაიწყო. ნაწილობრივ ეს იყო დაზვერვები და ზოგადი გამორკვევები, რასაცზოგჯერ თან ახლდა ძეგლთა მეტ-ნაკლებად მიახლოვებული სტადიალური დაქრონოლოგიური განსაზღვრებები. რიგ ადგილებში განხორციელებულ იქნა არქეოლოგიური გათხრებიც. თავდაპირველად ეს ეპიზოდური გახლდათ მაგრამ გარკვეული ხელმოსაკიდი ქრონოლოგიური ჩარჩოები მაინც მოიხაზა.    60-იან წლებიდან კოლხეთის დაბლობზე სტაციონალური არქეოლოგიურიგათხრებისთვის უკვე მრავალი მონაცემი დაგროვდა კოლხეთის ბრინჯაოს დაადრეული რკინის ხანის ძეგლების გეოგრაფიის შესახებ.  გასული საუკუნის 70-80 იან წწ. მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფ.მუხურჩაში არქეოლოგიურ სამუშაოებს აწარმოებდა მაშინდელი ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის არქეოლოგიური ექსპედიცია ბ-ნ ე. გოგაძის ხელმძღვანელობით. მაშინ არქეოლოგიური სამუშაოები განხორციელდა (1974, 1976 წწ) მუხურჩის მახლობლად ადრეული რკინის ხანის სამაროვანზე, ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარზე “კეკლური ზუგა” სოფლის დასავლეთ მხარეს, ადრეანტიკურ ხანის ნამოსახლარზე პლანტაციან ფართობზე (1975 და 1980 წწ.) და ნამოსახლარ ბორცვზე“ნაჭვის ზუგა” (1981 წ.).  კოლხეთის დაბლობის არქეოლოგიური ძეგლების შესწავლისას სათანადო ობიექტებს განსაკუთრებით კი ნამოსახლარების გათხრების სირთულეს დიდი ხანია, რაც ყურადღება ჯეროვნად მიექცა. ამის მიუხედავად მუხურჩის ძეგლთა უმეტესობას ქრონოლოგიური განსაზღვრისათვის კონკრეტული მონაცემები ჯერჯერობით ძალზე ცოტაა. ამ თვალსაზრისით შედარებით მყარი დასაყრდენია მუხურჩის სამაროვნის თარიღები, რომელშიც ორი ქრონოლოგია იმიჯნება ადრეული - ძვ.წ. VIII-VII სს. პირველი ნახევარი და მომდევნო ძვ.წ. VII ს.-ის II ნახ. – VI სს.  1982 წელს არქეოლოგიური დაზვერვა განხორციელდა ზემოაღნიშნული ექსპედიციის მიერ სოფ. მუხურჩაში, მდ. აბაშის მარცხენა სანაპიროზე.         მოპოვებულიმასალების ანალიზმა ფართო მასშტაბიანი არქეოლოგიური სამუშაოების აუცილებლობა გამოიწვია. ადგილ –“ნაწისქვილარზე” 1982-1988 წწ. არქეოლოგიური გათხრებით ძვ.წ. VIII-VII სს. საწარმო-ნამოსახლართა ნაშთები გამოავლინდა სხვადასხვა სეგმენტების სახით: დანგრეული საცხოვრებელი ნაგებობები, დიდიოდენობით კერამიკული ნაწარმი, სამეურნეო და საყოფაცხოვრებო ხასიათის ნივთები, დანგრეული სახელოსნოს ნაშთები. ხელოსნობის დარგებს შორის მკვეთრად გამოხატული მძივების დასამზადებელი სახელოსნოები დომინირებდა: სხვადასხვა მინერალები (ნედლეული), სახეხ-საპრიალებელი ქვები, გრდემლები, ცალბოლოსთან წაწვეტებული სადგისისა თუ სახვრეტის თავი.  ნაწისქვილარის საწარმო ნამოსახლარი ფაქტიურად პირველი ძეგლი გახდა საწარმო ნამოსახლარების კვლევის საქმეში. მოგვიანებით ანალოგიური აღმოჩენები დაფიქსირდა ნოქალაქევსა და ოჩხომურში. აღმოჩენებით ირკვევა, რომ ამ მეტადმაღალ მხატვრული ღირებულების პროდუქტზე ძველი კოლხური საზოგადოება არამარტო ადგილობრივ ბაზარს უზრუნველყოფდა, არამედ შესაძლოა იმპორტი სსაგანსაც კი წარმოადგენდა.  გვინდა აღვნიშნოთ, რომ მუხურჩის, ვედიდკარის და მათ ირგვლივ მდებარე მიწის ფართობები უმდიდრეს მასალებს შეიცავენ ძველი კოლხური ცივილიზაციის კვლევისათვის და ამ მიმართულებით არქეოლოგიური სამუშაოები აქ კვლავაც გასაგრძელებელია.

პატივისცემით,
 . ლომიტაშვილი
 პროფესორი 
            
  წყარო:gazetimartvili
скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი