უკან დაბრუნება
განცხადებები
IV. სამეგრელოს (ოდიშის) სამთავრო
4-10-2017, 20:28
ნანახია: 2382
გაუზიარე სტატია მეგობარს



   XVII  საუკუნის  II ნახევარში დასავლეთ საქართველოში თანდათანობით დამძიმდა ოსმალთა უღელი, რასაც 1703 წ. ქართველთა აჯანყება მოჰყვა. აჯანყებაში აქტიური მონაწილეობა მიიღო სამეგრელოს სამთავრომ საპასუხოდ ოსმალთა ლაშქარი დასავლეთ საქართველოში შეიჭრა.  თურქებმა  დაიკავეს ფოთის, ანაკლიისა და რუხის ციხეები. მალე სტამბულში  არეულობა დაიწყო. ოსმალეთის მთავრობამ დასავლეთ საქართველოდან ლაშქარი გაიყვანა. 1723 წელს ოსმალეთმა მტკიცედ მოიკიდა ფეხი აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში. ოსმალეთის გარნიზონებმა დაიკავეს ფოთის, ანაკლიისა და რუხის ციხესიმაგრეები. სამეგრელოს (ოდიშის) სამთავრო ფაქტობრვად მოწყვეტილი აღმოჩნდა ზღვისაგან. ოსმალთა ბატონობამ დასავლეთ საქართველოში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. წინააღმდეგობის ერთ-ერთი მეთაური ოდიშის მთავარი ბეჟან დადიანი იყო, რომელიც 1728 წელს თურქებმა ღალატით მოკლეს. 1730 წელს თურქებმა ჩრდილო-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის დასამორჩილებლად დიდი ლაშქრობა დაიწყეს ფოთიდან. ოდიშის მთავარმა დადიანმა ლაშქრობაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. თურქებმა დალაშქრეს სამეგრელო (ოდიშის) სამთავროს ილორის ეკლესია და აფხაზეთში გადავიდნენ. მალე აქ ანტიოსმალურმა აჯანყებამ იფეთქადა თურქთა ლაშქრობა ჩაიშალა. თურქებმა ვერ მოახერხეს ოდიშის სამთავროს გადაქცევა თავიანთ პროვინციად და აქ ქართული მმართველობის მოსპობა.  1780 წელს ოსმალთა ლაშქრობაში იმერეთის მეფის ალექსანდრე V-ის მონაწილეობამ ძალზე  გაამწვავა ურთიერთობა სამეგრელოს (ოდიშის)  სამთავროსა და იმერეთის სამთავროს შორის. მათ შორის მშვიდობიანი ურთიერთობა მხოლოდ ალექსანდრე V-ის მეფობის ბოლო წლებში აღდგა.
  1757 წელს სამეგრელოს სამთავრო მონაწილეობას იღებდა ოსმალთა წინააღმდეგ ხრესილის ბრძოლაში.
  1769-72 წწ. რუსთა კორპუსის დასავლეთ საქართველოში ლაშქრობის დროს კაცია II დადაიანს ორჭოფული პოზიცია ეკავა, თუმცა რუსეთის ლაშქარს დახმარებას უწევდა. ამ წლებში თურქებმა მიატოვეს ანაკლიისა და რუხის ციხეები, რომლებიც ოდიშის მთავართა ხელში გადავიდა.
 1779 წელს აფხაზმა ფეოდალებმა დიდი ლაშქრობა მოაწყვეს სამეგრელოს (ოდიშის) სამთავროს წინააღმდეგ. ბრძოლა მოხდა რუხთან. ოდიშის ლაშქარს ეხმარებოდა სოლომონ I. ბრძოლა მოკავშირეების გამარჯვებით დამთავრდა.
 XVIII ს-ის მიწურულს იმერეთის სამეფო შეეცადა შეეერთებინა სამეგრელოს სამთავრო. სოლომონ მეორემ ჯერ გრიგოლ დადაიანს მანუჩარ დადიანი დაუპირისპირა, ხოლო 1795 წლიდან სამეგრელოს სამეგრელოს სამთავროს გაუქმებას შეეცადა. იგი დაუკავშირდა რუსთა ხელისუფლებას. 1803 წლის 2 დეკემბერს გრიგოლ დადიანმა ხელი მოაწერა რუსეთის იმპერატორის სახელზე თხოვნის ფორმით შედგენილ რუსეთის ქვეშევრდომობაში შესვლის მუხლებს. 1804 წლის 4 ივლისს ეს თხოვნა ალექსანდრე I-მა დაამტკიცა და სამეგრელოს სამთავრო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა ავტონომიური უფლებით.
 1804 წლის ოქტომბერში სამეგრელოში ზღვით უკვე შემოიყვანეს რუსეთის ერთი პოლკი და სამთავროს რამდენიმე პუნქტში გაანაწილეს. რუსთა დახმარებით 1804 წელს სამეგრელოს სამთავროს დაუბრუნდა ლეჩხუმის დიდი ნაწილი, ხოლო 1810 წელს იმერეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ კი ამ პროვინციის აღმოსავლეთ ნაწილი, რომელიც იმერეთის მეფეს ჰქონდა დასაკუთერებული.
  1813 წელს ლევან დადიანმა სამეგრელოს სამთავროს სამურზაყანო დაუმორჩილა. რუსეთის ხელისუფლებამ კი 1840 წელს ეს მხარე ჩამოართვა ოდიშის მთავარს და თავის უშუალო გამგებლობაში შეიყვანა. ოდიშის მთავარმა კი ამის სანაცვლოდ 25 ათასი მანეთი კომპესაცია მიიღო.
   1813 წელს გარდაიცვალა ოდიშის უკანასკნელი მთავარი დავით დადიანი. ნიკოლოზ I-მა უფლისწულის სრულწლოვანამდე სამთავროს მმართველად 1853 წლის 8 ოქტომბრის ბრძანებულებით დედოფალი ეკატერინე დადიანი დანიშნა.
  1854 წელს ივლისში თურქებმა დაიკავეს ყულევის ნავსადგური ხოლო 1855 წლის ოქტომბერში ომარ ფაშას მეთაურობით სამეგრელოს სამთავროს ტერიტორიაზე შეიჭრნენ. ეკატერინე დადიანი ლეჩხუმში გაიხიზნა. პარტიზანული ბრძოლის შედეგად სამთავრო 1856 წლის თებერვალში დატოვეს. ყირიმის ომმა დიდი ზარალი მიაყენა სამეგრელს სამთავროს ეკონომიკას. ამიტომ გაბატონებული კლასი თავისი მდგომარეობის გამოსწორებას ყმა გლეხობის ექსპლუატაციის გზით შეეცადა, რასაც სამეგრელოს გლეხთა აჯანყება მოჰყვა.
  სამთავრო ხელისუფლებამ ვერ მოახერხა საკუთარი ძალებით ამ აჯანყების ჩარქობა და დახმარებისათვის რუსეთის ხელისუფლებას მიმართა, რომელმაც ჩააქრო ეს აჯანყება, სამთავროს ავტონომია ფაქტობრივად გააუქმა და 1857 წ. 8 სექტემბრის დებულების თანახმად აქ რუსთმმართველობა დააწესა. ხოლო 1857 წ. 8 სექტემბრის დებულების თანახმად აქ რუსთმმართველობა დააწესა. ხოლო 1867 წ. 4 იანვარს რუსეთის მეფის ალექსანდრე II ბრძანებულებით სამეგრელოს (ოდიშის)  სამთავრო ფორმალურადაც გააუქმა.
გაზეთი „კოლხეთის ფარი“ 1997 წ.
скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი