უკან დაბრუნება
განცხადებები
სტატია, რომელიც ნიუ იორკ თაიმსმა მეგრელ ყაჩაღ ქალს მიუძღვნა
20-09-2016, 22:12
ნანახია: 1624
გაუზიარე სტატია მეგობარს


ირაკლი მახარაძე

1898 წლის 16 ოქტომბრის ნიუ იორკ თაიმსმა სტატია სათაურით ,,ბანდიტების დედოფალი" მიუძღვნა მეგრელ ყაჩაღ ქალს ბარბარა დანელიას, რომელიც თურმე შიშის ზარს სცემდა არა მარტო სამეგრელოს, არამედ იმერეთსაც.
იმ ხანებში, ⅩⅨ საუკუნის მიწურულს, გურიაში ფირალური მოძრაობა დროებით ჩაწყნარდა, მეზობელ რეგიონებში კი, ამერიკული გაზეთის მიხედვით, სისხლიანი ძარცვა_გლეჯა მიმდინარეობდა.
დანელია ყოფილა 35 წლის, სოფელ ბანძიდან, ის აღწერილია, როგორც უბადლო ცხენოსანი და ჩუბინი, რომელიც რუსულ ვერცხლის მონეტას, “რომელიც ჩვენი ექვსი პენსის მონეტაზე უფრო მცირეა”, შორი მანძილიდან ახვედრებდა ტყვიას. ის გამოყვანილია ნამდვილ “რობინ ჰუდად”, რომელიც თურმე კაცის ტანსაცმელში გამოწყობილი მხოლოდ მდიდრებს ძარცვავდა. “
"ღარიბ მოგზაურებს არავითარი საშიშროება არ ელით ბარბარასაგან", _ წერდა გაზეთი _ "რადგან ის ძალიან ხელგაშლილი და გულკეთილია”.
თურმე ბოქაულ ერისთავს და სამ კბილებამდე შეიარაღებულ პოლიციელს გადაუწყვეტია დანელიას დაჭერა, თუმცა ერისთავისთვის ეს შეხვედრა ტრაგიკულად დასრულებულა-ბოქაული და ორი პოლიციელი მოუკლავთ.

წყარო: gurianews.com
скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი