უკან დაბრუნება
განცხადებები
ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმი
6-08-2016, 00:41
ნანახია: 1953
გაუზიარე სტატია მეგობარს


ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმი მუზეუმის მისამართი: 4400, ფოთი, 26 მაისის ქ. 9
ტელეფონი: (+995 493) 22 35 02
ელ-ფოსტა:
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1933 წელი
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: 2008 წლიდან - სსიპ (საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო)
მუზეუმის ტიპი (პროფილი): ისტორიული ექსპონატების რაოდენობა: 7689


მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმი განთავსებულია 1907 წელს აგებულ შენობაში. მუზეუმის ფონდი ძირითადად შედგება ისტორიული კოლხეთის ტერიტორიაზე ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვეული მასალისგან, რომელთა ქრონოლოგია მოიცავს ძვ. წ. III ათასწლეულიდან ჩვ. წ. აღ-ის VII-VIII სს. პერიოდს. მათ შორისაა: ფერადი ლითონების ნაკეთობათა კოლექცია (ანტიკური პერიოდიდან შუა საუკუნეებამდე), ნუმიზმატიკა (ალექსანდრე მაკედონელის, იუსტინიანეს, ელისაბედ დედოფლის ოქროს მონეტები, კოლხური თეთრი), ამავე პერიოდის ვერცხლის აზარფეშა ფრინველების გამოსახულებით, ეთნოგრაფიული მასალა (XIX-XX საუკუნეების მიჯნა), ფოთის ისტორიასთან დაკავშირებული დოკუმენტური და ფოტომასალა.

შესასვლელი ბილეთების ფასი: უფროსებისათვის: 1 ლ. ბავშვებისა და სტუდენტებისთვის: 0.50 ლ.
უბილეთოდ დაიშვებიან: 6 წლამდე ბავშვები, სოციალურად დაუცველი მოზარდები, ICOM-ის წევრები, საქართველოს და უცხოეთის ქვეყნების მუზეუმების თანამშრომლები, I და II კატეგორიის ინვალიდები, ჯარისკაცები, იძულებით გადაადგილებული პირები.
მუზეუმის მუშაობის განრიგი: ყოველდღე, ორშაბათის გარდა , 10 სთ-დან 18 სთ-მდე
გამოფენები: მუდმივმოქმედი ექსპოზიცია


მუზეუმის შენობის სტატუსი: შენობას მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი (საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2008 წლის 4 მარტის # 3/37 ბრძანება, დანართი # 1




რესურსები ინტერნეტში


facebook.com/ კოლხური-კულტურის-მუზეუმი скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი