უკან დაბრუნება
განცხადებები
წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესია (ნახუტურუ)
5-12-2016, 01:37
ნანახია: 1946
გაუზიარე სტატია მეგობარს


წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესია  (ნახუტურუ)

ნახუტურუს ეკლესიის მღვდელი თოხაძე ატარებს წირვას რელიგიურ დღესასწაულზე


წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია მღვდელ გიორგი კვირკველიას თაოსნობით იქნა აგებული. ადრე მას ნახუტურუს ეძახდნენ. ნახუტურუ მეგრულად ნიშნავს (ძველი, უკვე მიტოვებული, უკურთხებელ მიწაზე, ბევრი მკვდრის ერთად დასამარხი, უპატრონო მკვდრის დასამარხი) სასაფლაოს. სხვა ვერსიით ეკლესიის ადგილას ადრე კაზაკთა ხუტორი ყოფილა, რის გამოც ხალხი მას „ნახუტურუს“ ეძახდა. (მეგრ. “ხუტორის ნამყოფი ადგილი”). ეკლესიას შეკეთება 1904 წელს დასჭირდა (იგი თავდაპირველად ხისგან იყო ნაგები), შეკეთების სახსრები ქალაქის თვითმმართველობამ და საეპარქიო საბჭომ ითავა. განახლებული ეკლესია 1904 წელს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა დიმიტრიმ აკურთხა. 1923 წელს ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში ღვთისმსახურება აკრძალა, 1926 წელს კი მცირე ხნით აღდგა, იმ დროისათვის იგი ეპარქიაში ერთ-ერთი მოქმედი ეკლესია გახლდათ, მაგრამ ხელისუფლების მიერ დაწესებული მაღალი გადასახადების და მორწმუნეთა რეპრესირების გამო მე-XX სს. 30-იან წლებში ეკლესია კვლავ დაიხურა. მას სხვადასხვა დანიშნულებისათვის იყენებდნენ. მაგალითად 1953 წელს სამხედროებს იქ საწყობი ჰქონდთ გამართული. ეკლესია საბოლოოდ 1990 წელს აღდგა, მის აღდგენაში დიდი წვლილი ფოთის მკვიდრმა რომან მელიამ შეიტანა. ტაძრის წინამძღვარია დეკანოზი კონსტანტინე ბურჯანაძე. ტაძრის დღესასწაულია 6 (19) დეკემბერი. მისამართი: ქ.ფოთი, გურიის ქ.№1 скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი