უკან დაბრუნება
განცხადებები
ფაზისი (ფოთი) -ლაზეთის საეკლესიო ცენტრი
25-10-2016, 09:23
ნანახია: 1718
გაუზიარე სტატია მეგობარს


იური სიხარულიძე

როდის დაარსდა ფასიდის ეპარქია ჯერჯერობით დადგენილი არ არის. ეს შეუძლებელია IV საუკუნეზე ადრე ვიგულისხმოთ, რადგან ფაზისის მღვდელმთავარი პირველი მსოფლიო კრების ძეგლისწერაში არ იხსენიება.
ფასიდის ეპისკოპოსის მნიშვნელობა დასავლეთ საქართველოში ქრისტიანობის ოფიციალურ კულტად ქცევის (523წ.) შემდეგ იზრდება. ამანვე განაპირობა ფაზისის მწყემსმთავრის მიტროპოლიტის ხარისხში აყვანაც და მთელი ლაზეთის ეპარქიის მეთაურად ხელდასმა.
აკად. ნ.ბერძენიშვილი ამას „იუსტიანიანეს დროს, ან მის შემდგომ ხანაში“ გულისხმობდა (ნ.ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის საკითხები,viii, 1975, გვ. 508).
იმ მინიშნებებით კი, რომელიც ბიზანტიურ წყაროებს დაუცავთ, ერთია ნათელი, რომ ფასიდის სამიტროპოლიტო VII საუკუნეში უკვე არსებობს (გეორგიკა, IV, II, 1952, გვ.186).
ფასიდის ეპარქია კოსტანტინეპოლოს საპატრიაქოში შედიოდა და ასე დარჩა კიდეც ბიზანტიის ლაზეთიდან გასვლამდე (VIII ს.).
ფასიდის, ანუ ლაზეთის სამიტროპოლიტო საეპისკოპოსო კათედრას შეიცავდა: როდოპოლისის, აბისენთა, პეტრათა და ზიგანევის (იქვე, გვ.130).
როდოპოლისს ფერსათის მხარის ვარციხესთან აიგივებენ, აბისენს ცაიშთან, პეტრას ქაჯეთის ციხესთა ნ(ციხისძირის მიდამოები), ხოლო ზიგანეევს (ძიღანევი) - გუდაყვასთან (იქვე, გვ.187 და შდ.)
ლაზეთის სამიტროპოლიტო კათედრამ დასავლეთ საქართველოში ბიზანტიის ბატონობის დამხობამდე (VIII ს. მიწურული) იარსება. საქართველოს ერთიანობის ხანაში ჭყონდიდის საეპიკოპოსო კათედრა აღზევდა, ხოლო ფასიდ - ფოთი დიდხანს ელოდა თავის ბედს. ეს მრავალსაუკუნოვანი ლოდინი 1885 წელს დამთავრდა, როდესაც რუსულმა ეგზახატმა გურიისა და ოდიშის ეპარქიები გააერთიანა და ცენტრად ფოთი გამოაცხადა. ასე გაგრძელდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალკიის აღდგენამდე (1917). შემდეგ ფოთი კვლავ გაქრა ქართული ეკლესიის რუკიდან და მხოლოდ ახლახან (1995 წ. ) აღსდგა. ფოთის ეპარქიის მწემსმთავარია ეპისკოპოსი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი)

გაზეთი „მახარია“
скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი