მოსე ზაქარიას ძე არღუთინსკი - გენერალ-ადიუტანტი; სწავლობდა თბილისის კეთლშობილთა სასწავლებელში. სამხედრო სამსახური დაიწყო 1817 წელს კავკასიის ჯარში. 1842 წელს იგი გენერალ-მაიორია, 1844 წელს სამხრეთ დაღესტანის ჯარების უფროსი კუბის და დებერნტის უეზდებში. 1815 წელს გენერალ-ლენტენატის ჩინს იღებს. 1847 წელს დერბენტის სამხედრო გუბერნატორია, იმავე წელს კასპიისპირა ჯარების უფროსად ნიშნავენ. 1848 წელს იღებს გენერალ-ადიუტანტობას. იგი მონაწილეობდა რუსეთ-თურქეთის და რუსეთ - ირანის (1827-1828 და 1828-1829 წწ.) ომებში . განსაკუთერებით დიდია მისი დამსახურება შამილის წინააღმდეგ წარმოებულ ბრძოლებში.