უკან დაბრუნება
განცხადებები
სანავსადგურო ქალაქ ფოთის გეგმა
მოინახულეს: 2445
1901 წელს, ნიკო ნიკოლაძის ინციატივით შეადგინეს ქ.ფოთის პირველი გეგმა. სამწუხაროდ, ის სახსრების სიმცირის გამო ნელი ტემპით ხორციელდებოდა.
კარგა ხნის განმავლობაში ფოთის გაშენება გეგმის გარეშეც წარმოებდა, რის გამო ის სოფლის იერს ატარებდა. ამ საქმეში არსებითი გარდატეხა XIX საუკუნის ბოლოს მოხდა. ნიკო ნიკოლაძის მითითებით შეადგინეს ქალაქის დეტალური გეგმა, განსაზღვრეს ქალაქის ზრდის ძირითადი მიმართულებანი. ნიკოლაძეს მჭიდრო კავშირი ჰქონდა დამყარებული ცნობილ ინჟინერ-სპეციალისტებთან. განსაკუთრებით ახლოს იდგა პოდპოლკოვნიკ მასლოვსკისთან, რომელიც ნიკოლაძის თხოვნით აქტიურ მონაწილეობას იღებდა ამა თუ იმ არქიტექტორული საკითხის გადაწყვეტაში.
გეგმის მიხედვით, რიონის კუნძული, რომელიც ქალაქის მნიშვნელოვან უბანს შეადგენდა, საკმაოდ ფართო მაგისტრალმა გადაკვეთა, დანარჩენი ტერიტორია კი, ჭადრაკულად დაგეგმარდა და მთავარ მაგისტრალს შეერწყა. უკვე იმ დროს გამოიკვეთა ფოთის რადარულ-რკალური და ჭადრაკული დაგეგმარება. скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы
გაუზიარე სტატია მეგობრებს

   
დააფიქსირეთ თქვენი აზრი