უკან დაბრუნება
განცხადებები
გინდა გოგმანით, გინდა ჩორთით, გინდა ლახლახით*
22-07-2016, 21:36
ნანახია: 1362
გაუზიარე სტატია მეგობარს


გინდა გოგმანით, გინდა ჩორთით, გინდა ლახლახით,
მოვაღწევ შენთან, შეაშრება ტერფებს აყალო,
და როგორც ველზე ამოსული მორცხვი ბალახი,
მოვისურვილებ, შენს წინაშე თავი დავხარო!
ოღონდ მარწმუნე, რომ არსებობ, ბოლოს და ბოლოს,
ბავშვობის სიზმრებს შერჩენია სურნელი ჯერაც,
რადგან ამქვეყნად ერთადერთი ღმერთია მხოლოდ,
ვინც არ მიხილავს, მაგრამ მისი მარადის მჯერა! скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი