უკან დაბრუნება
განცხადებები
ღმერთო, შემინდე, ვინ შენ და ვინ მე*
22-07-2016, 21:49
ნანახია: 1319
გაუზიარე სტატია მეგობარს


ღმერთო, შემინდე, ვინ შენ და ვინ მე,
რომ შეგავედრო ჩემი საძვალე,
პირველი სიტყვა თუ მათქმევინე,
უკანასკნელი სიტყვაც მაცალე..
თუ გსურს წუთებად აქციო წლები,
ნება შენია, მოგყვები ცალად,
თუ წუთისოფლად მოვედი ცრემლით,
წასვლისას მომეც ღიმილის ძალა!
ბალახებს სცივათ, წელმოცელილებს,
და მზეს უხმობენ, ცხადით ნახელებს,
თუ ფეხზე გავლა შემაძლებინე,
გთხოვ, წაქცეული წამომაყენე!
ყოჩივარდები იებად ფასობს,
გვიანი ზამთრის როს დგას ზმორება,
სად ჩავიმუხლე, თუ კარგად გახსოვს,
ხოშორი გზებიც გემახსოვრება..
მეც სამსალას ვსვამ საკუთარ არჩივს,
და ძველ ედემზე აღარც ვკამათობ,
შვილი, რომელიც მიწაზე დაგრჩი,
დაბნეული და უმისამართო..
შემინდე, ღმერთო, ათასი კითხვა,
სანამ ცას ჯანღი მოექუფრება,
თუ მათქმევინე პირველი სიტყვა,
მომეცი ბოლო სიტყვის უფლება! скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი