უკან დაბრუნება
განცხადებები
თითქმის ხუმრობით..
22-07-2016, 21:28
ნანახია: 1541
გაუზიარე სტატია მეგობარს


ბრძენო დიოგენ! არჩევანს გიქებ,
მისი ნაკლი აქვს ყველა დროებას,
კასრში ცხოვრება კი სჯობდა იქნებ,
ზოგიერთების გვერდით ცხოვრებას..
დიოგენ! ფიქრებს რად გიწონიან,
ვინა სთქვა ბრძენო, შენი ფსიქოზი,
მითხარ, რა უფრო მოსაწონია,
ჩვენი სახლი თუ შენი პიფოსი?
სადღაც ცას სტირის მზის ორქიდეა,
გზააბნეულნი, ძრწიან ფარანი,
ორივე პოვნის მოიმედეა,
ჩემი სანთელიც...შენი ფარანიც..
მითხარ, დიოგენ!... მე პასუხს ველი,
და ჩრდილებს მივსდევ თვალნამიანი,
რომ გავარჩიო ცხვრისაგან მგელი
და კაცისაგან ადამიანი..
ცხადი გამხდარა ისე უხეში,
მთვარე მოსწყდება ზეცას ამაღამ..
სარკის წინ ვდგავარ და სანთლით ხელში
მსურს საკუთარი თავის დანახვა..
ახლა ზეცამდე ძლიერ შორია,
მიწაც მიწაზე დაბლა დაეშვა,
ტკივილს ვნებდები, ხმამაჟორიანს
და ძმურად გიყოფ ყველა კაეშანს..
გეტყვი:–დიოგენ! არჩევანს გიქებ,
ნაკლი ჰქონია ყველა დროებას,
კასრში ცხოვრება კი სჯობდა იქნებ,
ზოგიერთების გვერდით ცხოვრებას.. скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი