უკან დაბრუნება
განცხადებები
ზოგის სიცოცხლე ვერცხლია, ზოგისა თურმე ცეცხლიო*
22-07-2016, 21:26
ნანახია: 1320
გაუზიარე სტატია მეგობარს


ზოგის სიცოცხლე ვერცხლია, ზოგისა თურმე ცეცხლიო,
ჩემო, შენ მითხარ, რომელი, ხარ, თუ არცერთი, ამათგან..
იმედო, ხვალის, იქნება მზებუნიობას მეწვიო,
რომ სიყმაწვილის ოცნებებს შენი გვირგვინი დავადგა..
თუ დაღმართებით დავდივარ, აქვე ახლოა აღმართიც,
რას მოიტანდა ხმაური, თუმცა რა მომცა დუმილმაც,
მართალი გითხრათ, არცერთი არა ყოფილა წაღმართი,
..დავლიე ღვინო, მან მომკლა, არ ვსვი და მისმა სურვილმა..“
გაჭირვებაში ჭინჭრაქა შეხიზნებია ყორესა,
მე ვისი დავრჩი ხიზანი, ზუსტად ისიც კი არ ვიცი ,
სადღაც უცაბედ ქარის ხმა ქარიშხალივით მომესმა,
ჭკვიანებს რომ არ სწყენოდათ, გიჟის ხალათი ჩავიცვი..
ბედაურები არ ჩანან, ვირს მოედანი რად უნდა,
უკეთესობის ლოდინში უარესობა მოვიდა,
ბედთან ჭიდილში დრო დავყავ, ვერ დავთვლი იმდენ რაუნდად,
თუ ძლევის ,,ვაშა“ ვერა ვთქვი, არც გავქვეულვარ ბრძოლიდან..
ჯიუტად მითქვამს და ვამბობ, თუნდაც ავდარმა დამმეხოს,
ფუჭი ხე მერქვას, ჯობია- ვიყო უბრალო ბალახი,
ერთის იმედი მაინც მაქვს, ზეცა რომც თავზე დამემხოს,
ისე მგელი არ მოკვდება , რომ გახდეს თხის დასამარხი..
მატადორივით აწვალებს ბედი წუთებს და საათებს,
ვერ გავექეცი ვერსაით ცხადს– უფინალო კორიდას,
ახლა ფიჩხებზე ივლისის ღამეს ცეცხლივით დავანთებ
შენ მომიყევი ზღაპარი, მარადიული თოვლიდან.. скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი