უკან დაბრუნება
განცხადებები
ღვინის სახლი ფოთში / Wine House Poti
მოინახულეს: 2270
ღვინის სახლი ფოთში / Wine House Poti


მისამართი: 9 აპრილის ხეივანი №33
მობ: (+995) 598 15 65 22 
მობ: (+995) 551 610757


“ღვინის სახლი ფოთში”- წარმოადგენს კომპლექსური სახის დაწესებულებას, რომელიც აერთიანებს ღვინისა და სხვადასხვა სახის ალკოჰოლური სასმელების მაღაზიას, თავისივე ღვინის საცავით.
სადეგუსტაციო დარბაზს, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ნებისმიერი დასახელების სასმელი, უგემრიელეს ქართულ და ევროპულ კერძებთან ერთად.
ინდივიდუალური კუპეები 10-15 კაცზე.
სადღესასწაულო დარბაზი 100 კაცზე, სადაც შეგიძლიათ მხიარულად გაატაროთ საღამო თქვენთვის საყვარელ ადამიანებთან ერთად, ცოცხალი მუსიკის თანხლებით.
“ღვინის მაღაზიაში” შეგიძლიათ შეიძინოთ ს.ს “თელავის ღვინის მარნის” და ს.ს “თელიანი ველის” მიერ წარმოებული 58 დასახელების შუშის ბოთლში ჩამოსხმული ღვინო ექსკლუზიურ ფასად და 100-ზე მეტი დასახელების ქართული და უცხოური წარმოების ალკოჰოლური სასმელი.
ჩვენი მარნის თეთრი და წითელი ჩამოსასხმელი ღვინოები მზადდება თელავის რაიონში მოყვანილი რქაწითელის, მწვანესა და საფერავის ჯიშის ყურძნისაგან. ღვინოები გამოირჩევა ხალისიანი არომატული გემოთი და აქვს სასიამოვნო მწიფე ხილის სურნელი.
აქვე შეგიძლიათ ექსკლუზიურ ფასებში შეიძინოთ ნაფარეულის მიკრო ზონაში მიღებული მოსავლისაგან მამაპაპისეული მეთოდით, ქვევრში ბუნებრივი ფილტრაციის შედეგად მიღებული ღვინო, ღვინო არ მუშავდება ქიმიურად, ხოლო მასში არსებული ტანინები ხელს უწყობს ორგანიზმიდან შლაკების გამოდევნას.
ღვინო “ქვევრის მზე” მწარმოებელი “ტყუპების საღვინე სახლი ნაფარეულში”
ჩვენს მაღაზიაში აგრეთვე შეგიძლიათ შეიძინოთ ან ადგილზე დააგემოვნოთ: გერმანული, ჩეხური, ავსტრიული და ქართული წარმოების ჩამოსასხმელი ლუდი.
მაღაზია აგრეთვე გთავაზობთ უამრავ სასაჩუქრე ღვინოებსა და სუვენირებს თქვენთვის ძვირფასი ადამიანებისათვის.


скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы
გაუზიარე სტატია მეგობრებს

   
დააფიქსირეთ თქვენი აზრი