უკან დაბრუნება
განცხადებები
გიორგი ჩიტაია
16-11-2016, 19:20
ნანახია: 2749
გაუზიარე სტატია მეგობარს


გიორგი სპირიდონის ძე ჩიტაია (დ. 10 ნოემბერი, 1890, ფოთი — გ. 28 აგვისტო, 1986, თბილისი) — გამოჩენილი ეთნოლოგი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ქართული ეთნოგრაფიული სკოლის ფუძემდებელი. მან დააარსა ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში ეთნოგრაფიის სექტორი; თბილისის სახ. უნივერსიტეტის ეთნოგრაფიის კათედრა; ხალხური ხუროთმოძღვრებისა და ყოფის მუზეუმი ღია ცის ქვეშ. მისი ხელმძღვანელობით მუშავდებოდა „საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული ატლასი“. შეიმუშავა საველე მუშაობის „კომპლექსურ-ინტენსიური მეთოდი“, რომლის გამოყენებითაც შესაძლებელი გახდა ყოველი ეთნოგრაფიული ნივთისა და მოვლენის კომპლექსური შესწავლა სტრუქტურის, ტექნიკისა და ფუნქციის მიხედვით ისტორიულ ასპექტში. განსაკუთრებული გულისყურით ეკიდებოდა სამუზეუმო საქმიანობას. იყო ფაზისის სახალხო აკადემიის რექტორი, ფოთის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა 1981 წლის 14 მაისს.

რესურსები ინტერნეტში

nplg.gov.ge - გიორგი ჩიტაია
7days.ge -გიორგი ჩიტაიას ეთნოგრაფიული ისტორია
saunje.ge -ლაზური ორნამენტი
ka.wikipedia.org-wikipedia.org

სურათი
скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი