სეფიეთის ეკლესია » სამეგრელო
რეკლამა

მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები.

» » სეფიეთის ეკლესია


სეფიეთის ეკლესია

ამასწინათ გაზეთ „ამერ-იმერის“ რედაქციის თანამშრომლები სტუმრად ვეწვიეთ მარტვილის რ-ნს. რასაკვირველია მოვინახულეთ მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი და მისი ფუძემდებელი., შემქნელი და უცველი ხელმძღვანელი. ჩვენი კუთხის უხუცესი მეისტორიე ბ-ნი გივი ელიავა. ხანგრძლივი, გულთბილი საუბრის შემდეგ მან გვიჩვენა დაახლოებით 50 წლის წინ გადაღებული ფოტო სეფიეთის ეკლესიისა, რომელსაც დღეს ვაქვეყნებთ, როგორც ხედავთ სურათი უნიკალურია იმით, რომ ეკლესია თითქმის პირვანდელი სახითაა წარმოდგენილი. როგორც ვიცით დღეს ამ ეკლესიის ხედები მთლიანად დააუშნოვა მის ირგვლივ ჩადგმულმა წარმართული ტიპის სასაფლაოებმა.

სეფიეთის ეკლესია

სეფიეთის ეკლესია

ამ სურათის ნახვისას გაგვიჩნდა სურვილი კიდევ ერთხელ აგვეღო ხელში კალამი და დაგვეწერა რამე ამ დიდებული ტაძრის შესახებ. მით უმეტეს ჩვენ ხელში საკმაოდ მოიყარა თავი ამო ბოლო დროს მოძიებულმა ისტორიულმა ცნობებმა,
აი რას წერს ბ-ნი გივი ელიავა თავის „მეგზურში“
- სოფელი სეფიეთი აბაშა-მარტვილის გზაზე, სადგურ „აბაშიდან“ 12კმ-ზე მდებარეობს. ეკლესია გზის პირას მდ.აბაშის მარცხენა სანაპიროზეა გაშნებული, ასწლიანი ცაცხვის ხეებით დაბურულ ეზოში. დასავლეთის ეკვდერს ხალხი ნაპოვნად თვლის, თითქოს პირველმა მცხოვრებლებმა ის, ტყეში, ცაცხვისა და მუხის გაუვალ უსიერში იპოვეს, ტყე გაჩეხეს და იმ მიდამოებში დასახლდნენ, ეკლესია შეინარჩუნეს, ხოლო გვიან ეკლესიას მთავარი ნაგებობა მიუდგეს და გააფართოვესო.
აქ რომ რაღაც ნაგებობა იდგა ეკლესიიის აშენებამდე მართლაც დასტურდება ჩვენს მიერ ნაპოვნი კაპიტელით. იგი ამჟამდ მარტვილის მუზეუმშია დაცული.
„ეს ძეგლი V ს-ის არქიტექტურული ნაკვეთებია“ (რენე მშერლინგის, თეიმურაზ ბარნაველის განსაზღვრით) სერგი მაკალათია აღნიშნავს რომ სოფელი სეფიეთი ირან-ბიზანტიის ბრძოლების ერთერთ ასპარეზს წარმოადგენდაო, ამიტომ გამორიცხული არაა ხალხში დაცული ლეგენდა სინამდვილე რომ იყოს, ამ ადგილის ხელმეორედ მოსახლეობა საეჭვო არ უნდა იყოს. სეფიეთში 1931 წელს ნაპოვნი იქნა თიხის კოჭობი, სადაც 400 რომაული მონეტა აღმოჩნდა, რომლებიც პროფესორმა ს. მაკალათიამ შეისწავლა. ამჟამად ეს განძი ჩვენი ქვეყნის უიშვიათეს მუმიზმატიკურ განძს წარმოადგენს.
საუკუნის წმ. გიორგის ეკლესიის მოძღვარმა მამა ეგნატემ ამას წინათ გადმოგვცა ისტორიული დოკუმენტების ასლი. ეს დავით დადიანის დროს. მე-XIX ს-ის პირველ ნახევარში, სოფ. სეფიეთის ეკლესია ერთიანდებოდა სამეგრელოს ეპარქიიის პირველ (საუკუნის) საბლაღოჩინოში, რომლის ნუსახაშიც რიგით მეორე ადგილი ეჭირა. აი რა ცნობებია დაცული ამ საბუთში.
„სამეგრელოს სამთავრო საჭყონდიდლო სოფლის სეფიეთის საყდარი ქვისა, სახელისა მთავარანგელოზთა, სიონად აღშენებული, რომელიცა სდგას გაშლილს მაღალს ადგილზედ. ჩრდილოეთით ჩამოდის მდინარე აბაშა, მახლობლად ნახევრის გარსისა.
კარიბჭე აქვს ისევ ქვისა, კარი აქვს საყდარსა ამას სამი აღსავლის კედელი ქვისა, მომდაბლო.
ა)ტრაპეზი ქვისა, შიგნით ტილო აფენია და გარეთ ჩითი.
ბ)სახარება მცირის ტანისა, მწვანე ხავერდის სამოსიანი.
გ)ტრაპეზედ საყენი ჯვარი ვერცხლისა.
დ)სამკვეთლო ქვისა კედელზედ მიდგმული თავის საფენით.
ე)ბარძიმი ფეშხუმი, კამარა, კოვზი, ტაკუკი ვერცხლისა, ლახვარი ფოლადისა რქის ტარიანი.
საცეცხლური სპილენძისა თავიანი ერთი ხელი დაფარნები.
ა)ხატი ამავ წმინდანისა(მთავარანგელოზტა) წინა პირი ვერცხლით მოჭედილი.
ბ)ოთხი ხეზედ ნახატი ხატები ა)მესვრისა ბ) არ იკითხება გ) ჯვარცმისა დ)იოანე ნათლისმცემლისა; ხეზედ მოჭედილი, წინა პირი ვერცხლით. ერთი მცირე ზარი არს ამ ეკლესიაზე ვერცხლით. ერთი მცირე ზარი არს ამ ეკელსიაზე ერთი ხელი სამღუდელო შესამოსელი მოძველო და მეორე სადიაკვანე.
-ამავ ეკლესიის მღუდელი, კუცია ვასილ არს წლიდან შობილი(ლ.ე)(25) აღზრდილია სასულიერო სასწავლებელსა შინა სუჯუნის ეკლესიაზედ.
-უსწავლიეს სასულიერო წიგნი, დიაკვნად დამღვდლად ხელდასხმულ არს მისის მწყემსმთავრის მიერ.
-ამავე ეკლესიის დიაკონი, სამეგრელოს კეთილშობილი. თოფურია ათანსი არს შობიდან წლისა კ.ვ.(23) აღზრდილი არს ჭყონდიდის მონასტერზედ მღველმონაზონ ივანე ჭალაგანძისგან. უსწავლიეს საეკლესიო წიგნი. ხელდასხმულ არს თავის მწყემსთავრის მიერ და დიაკვნობა მიუღიეს იქნების წელი მ(4) ყავს შვილი ერთი სახელად სიმონ.
- ამავე ეკლესიის დიაკონი რურუა ლაზარე, არს შობიდან წლისა კ.თ. (29) სამეგრელოსი. უსწავლიეს საეკლესიო წიგნი. დიაკვნად ხელდასხმულ არს მისის მწყემსმთავრის მიერ და რა დიაკვნობა მიუღიეს იქნების წელი ე(5).
ხოლო მღვდელი და დიაკონი იზრდებიან თავის სამწყოთი და მუშაკობისა გამო. ამავ ეკლესიაზედ სახლი სდგას ორი სამუღუდელოთათვის სამყოფად.
აღწერილი მღდელი თედორეს ძე მარკოზ ხოშტარიას, აზნაური, მცხოვრები სუჯუნას.
საინტერესო ცნობებს ამ ეკლესიიის შესახებ, გამოჩენილი ქართველი არქეოლოგი. დიდი მეცნიერი ექვთიმე თაყაიშვილი. რომელსაც 1913წელს მოენახულებია სეფიეთის ეკლესია. 1913წელს სეფიეთში მღვდელი ყოფილა ვინმე მამა ბესარიონ ბოკუჩავა. ვნახოთ რას წერს დიდი მეცნიერი ექვთიმე თაყაიშვილი თავის ნაშრომში, „არქეოლოგიური მოგზაურობიდან სამეგრელოში“.
„სეფიეთის მთავარანგელოზის ეკლესია ერთი უძველესთაგანი ეკლესიაა სამეგრელოში. იგი გეგმით ტიპიური ბაზილიკაა, შიგნით სამნაწილედი. საკურთხეველი მომგრგვალებული. წინათ ეკლესიას ქვის კანკელი ჰქონია, ახლა კი ხისა აქვს. სიგანით ეკლესია სულ მოხატულია, დაბალი ხარისხის ისიც ალაგ-ალაგ გაფუჭებული. აღმოსავლეთის კედელზე შიგნით ასომთვარულით სწერია „დაიხატა ეკლესია ესე კოპალაძემა ჭყონდიდელმა ზოსიმე. შეუნდვეს ღმერთმან ამინ.’ ეს ჭყონდიდელი მარტვილშიც ყოფილა დახატული მაგრამ იქ მთლიანად გაფუჭებულია მხატვრობა. სამხრეთის კედელზედ წარწერა ყოფილა. რომელიც არ იკითხება ქვემოთ კი ასე სწერია: „----„ და ესე ჭილაძემა აბრამი. მერმე მე ჭყონდიდელმან ზოსიმე კოპალაძემან დავხატვინე ესე ამინ“
ამ წარწერის მიხედვით პირველი დამხატავი სეფიეთის ეკლესიისა ეკვტრის, ერთერთ ყოფილა აბრამ ჭილაძე (ეს პირი არის ტყვირის ეკლესიის მომხატავიც გ. ელიავა).
მარჯვნივ და მარცხნივ ამ წარწერისა ოთხი დიდებულია გამოსახული. მოსჩანს ხუცური წარწერები: - „მამუბედი თოფურია“ „თოფურიძე დავით.“ კარის მარჯვნივ ქვემოთ კიდევ რამოდენიმე დიდებულის სურათია გაფუჭებული. ერთზე ძლივს გავარჩიეთ „ელაჯიში ოჩოგავა“. ეს გვარი რომ გაიგონა სეფიეთის მნათემ, ღმერთს მადლობა შესწირა. მერე მან ასე მიამბო „მე ოჩიგავა ვარ. წინათ ჩვენი გვარის კაცები ყოფილან აქ დიდებულები და ესენი იყვნენო აქ დახატულეო. მერე თოფურიძენი გაძლიერებულან, ჩვენი გვარის კაცების სურათები წაუშლიათ და თავიანთი დაუხატავთო. საკურთხეველში ცაზე ეკლესიისა დახატულია მაცხოვარი, მის მარცხნივ დედაღვთისაა, მარჯვნივ იოანე ნათლისმცემელი. ცოტა ქვემოთ ქერუბიმნი, ამის ქვემოთ მთელი რიგია ქრისტეს მოწაფეებისა. მერე კი ნიშში დახატულია ხელებგაშლილი წმ. ნინო. წარწერით ხუცურად წ.ნინო. მხატვრობა ულაზათოა, მაგრამ ეს ერთადერთი მაგალითია ჯერჯერობით ცნობილი წმ. ნინოს სურათისა ეკლესიიის კედელზედ დასავლეთ საქართველოში.
ხატები:
იშვიათია ჩვენსი ძველი ეკლესია, რომელიც ასე ღარიბია ხატებით, როგორც სეფიეთი. აქ დაცულია მხოლოდ.
1) მთ. ანგელოზის ხატი ვერცხლისა 20,4X20სმ. ყოვლად უშნო ხელობისა, ანგელოზი ფრთოსანი, მოოქროვილი. მხარზე ჯვარი აქვს, ცალ მხარეზე მახვილი. ხატს ამკობს ოთხი ქვა. აშიაზე აწერია „თაიმზის და ოთიას მომიჭედია მთავარანგელოზის ნახატი. ჯვარით შეიწყალე ამინ.“
2) ხატი წმ. გიორგის ხეზედ ნახატი. წმინდანი ცხენზე ზის.
წარწერაში იკითხება:
„შევწირე მთავარანგელოზის ეკლესიას აზნაურმან როსტომის ძმა იოვანემ თოფურიამან, წელსა. (ჩ.ყ.მ.ე.) ღვინობისთვის ი.ე.(1845წლის ოქტომბერის 15).
ე.თაყაიშვილის გარდა სოფ. სეფიეთზე ცნობები დაცულია იონა მეუნარგიას წიგნში „დავით დადიანი და მისი დრო“. აია რას წერს ი.მეუნარგია -“ სახლთუხუცესმა დათა ჩიქოვანმა მიამბო (1847 წელს) სეფიეთში რაღაც ჭირი გაჩნდა (საუბარია ეპიდემიაზე) ამაზე ამაბავი მიუვიდა მთავარს, (დავით დადიანს) მიბრძანა წავსულიყავი მისთვის მან თქვა „თუ მართალ ჭირია, მე საჩქაროდ მოვალ, უნდა ზომები მივიღეთ რამეო.“
თავად სახელწოდება სოფლის აქაურთა თქმით მოდის ვინმე თავადის ქალ სეფე ოჩიგავას სახელიდან „რომელიც მკურნალი და მენელსაცხებლე ყოფილა. ამიტომაც აქაურობისათვის მის პატივსაცემად შეურქმევიათ სეფიეთი. სეფიეთის ეკელესიამ საშინელი დღეები გადაიტანა გასაბჭოების შემდეგ. რომ არა სოფლის მკვიდრის ისტორიკოს სერგი მაკალათიას უდიდესი ძალისხმევა ამ ეკელსიის მიწის პირისაგან აღგვას უქადნენ ბოლშევიკები. ბ-ნ სერგო თურმე თავისი ჯიბის ფულით მთელი სიცოცხლის განმავლობაში ფულს უხდიდა მის მიერვე დაქირავებულ მომვლელ ქალს. ამ ეკლესიაში წირვა-ლოცვა აღსდგა სულ რაღაც სამი წლის წინ. მისი მეუფეების ჭყონდიდელი მთავარეპისკოპოსის მეუფე გიორგის და სუჯუნის ეკლესიის წინამძღარს მამა მარკოზის აწ უკვე ვანი-ბაღდადის ეპისკოპოსის მეუფე ანტონის ძალისხმევით.
ამჟამად სეფიეთის ეკლესიის წინწმძრვარია მამა ანდრია(მელია).

კოსტანტინე კაჭარავა. გაზეთი „აბაშელი“ №6 IX.1999წ.გვ.6
1406
    

კომენტარები

რეკლამა