უკან დაბრუნება
განცხადებები
ნაბადის უბანი
26-01-2017, 14:40
ნანახია: 2022
გაუზიარე სტატია მეგობარს



   „სანამ ფოთი ცოტად თუ ბევრად განვითარებული ქალაქი გახდებოდა. აქედან სოფელ ყულევში ჩასვლის მსურველს აუცილებლად უნდა გადაელახა მდინარე რიონის ჩრდილოეთი ტოტი და საამისოდ გამოეყენებინა კოლხური ნავი - „ნიში“. როცა თუქებზე გამარჯვების შემდეგ ფოთის ციხეში რუსული გარნიზონი ჩადგა, თავდაცვის თვალსაზრისით საჭირო იყო ყულევის სიმაგრესთან (რედუტ-კალე) რეგულარული კავშირის დამყარება. ყულევში წარსაგზავნი ფოთელი ჯარისკაცები კოლხური „ნიშის“ მაგივრად ჩრდილოეთის ტოტის გადასაცურავად უკვე რუსული (სამხედრო) „ბაიდას“ იყენებდნენ. ეს ცურვის საშუალება ადგილობრივი მოსახლეობის მიერაც „ბაიდად“ იწოდებოდა. ამ ტრანსპორტით სარგებლობდნენ როგორც ჯარისკაცები, ისე სამოქალაქო პირებიც. როგორც ცნობილია, 1972 წელს გაიხსნა თბილისი - ფოთის რკინიგზა. მთავარობის გადაწყვეტილებით ფოთი ვიწრო გაბარიტის სარკინიგზო ხაზით უნდა დაკავშირებოდა ბათუმსაც, ამიტომ რიონის ჩრდილოეთ ტოტზე უნდა აეშენებინათ რკინიგზის ხიდი, რაც განხორციელდა კიდეც. ამის შემდეგ მნიშვნელობა დაკარგა ჩრდილოეთის ტოტის გადასალახავად „ბაიდის“ გამოყენებამ. აღნიშნული ადგილი კი ფოთის მკვიდრთათვის მეგრული ტრანსკრიპციით „ნა-ბაიდუ“-დ (იმ ადგილად, სადაც ადრე ბაიდას იყენებდნენ) იქცა. სახელწოდება „ნა-ბაიდ-უ“ , როგორც ტოპონიმი ხანგრძლივ პერიოდში გამოიყენებოდა არათუ რიონის სანაპიროზე, არამედ ნაბადის მთელ ტერიტორიაზე. ამ ნიშნით უწოდა ხალხმა თავის სამოსახლოსაც „ნაბადა“.  მოერეკებოდა ხარებს, სადაც „ბაიდით“ გადმოყავდათ მენავეებს ჯარისკაცები თუ მოქალაქეები...ბატონი ბესარიონი გადაჭრით უარყოფდა ნაბადის სახელწოდების ახსნას ხალხური ეტიმოლოგიით (ნაბადა თითქოს იმ ნაბადივით შავი ტყის გამო დაერქვა უბანს, რომელიც მარცხნივ და მარჯნივ მიუყვებოდა ყულევისკენ მიმავალ საურემე გზას).

ფოთის  უბნების  სახელწოდებების  ბესარიონ  გოგოლიშვილისეული ინტერპრეტაციები

ნაბადა, ნაბადარი, ძველი სათევზაო ადგილი (იგივეა რაც ნამოსა).

ალიო ქობალია „მეგრული ლექსიკონი“ 2010 წ. გვ


ნაბადა - ფოთის ერთ-ერთი უძველესი უბანია. ბევრს ეუცნაურება სახელწოდება ნაბადა. ზეპირი გადმოცემით, კოლხეთის ისტორიის ჩინებული მცოდნე ბესარიონ გოგოლიშვილი ასე ხსნის ამ სახელწოდების წარმოშობას: ქალაქის ამ ნაწილში უსიერი, ნაბადივით შავი ტყე იყო. ამის გამო დაარქვესო - ნაბადა.
  • მეორე ვარიანტით: ყულევში იდგა სამხედრო ნაწილი. მათ მდინარეზე ნავით უხდებოდათ გადმოსვლა. რუსებიც ამიტომ ხმარობდნენ სიტყვას "на байду" რის გამოც ადგილობრივ მოსახლეობაში დამკვიდრდა ეს სიტყვა.
  • არის კიდევ ერთი თქმულება: ფოთში ყულევის მხრიდან მოდიოდნენ აფხაზები, სწორედ იმ ადგილას ეწერიდან გამოდიოდა ჭაობის შტოებისაგან შემდგარი მდინარე და უერთდებოდა ზღვას. აფხაზეთიდან წამოსულმა მგზავრმა ვერ შეძლო გადმოსვლა და დაიხრჩო. როდესაც ზღვაზე ღელვა შეწყდა და მდინარე კალაპოტში ჩადგა ნახეს ნაბადში გახვეული მგზავრი. ამიტომაც ამა ადგილის შესახებ იტყოდნენ "იქ სადაც ნაბადიანი კაცი დაიხრჩო" ანუ ნაბადა.

.502.
скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი