უკან დაბრუნება
განცხადებები
თქმულება პალიასტომზე
26-01-2017, 00:04
ნანახია: 1959
გაუზიარე სტატია მეგობარს



 რიონის მარცხენა მხარეს, სამეგრელოში მდებარეობს ტბა პალიასტომი რომლის წარმოშობაზეც, არაერთი ლეგენდაც არსებობს.ერთერთი სოდომისა და გომორის ბიბლიურ ამბავს ჰგავს.მასში ნათქვამია, რომ ღმერთმა თავისი გულისწყრომა თავს დაატეხა დამნაშავე ქალაქს, რომელიც ამ ტბის ადგილას მდებარეობდა, და დატბორა იგი.
სხვა გადმოცემით, ამ ტბის ადგილას ცხოვრობდა ბოროტი მებატონე. რიონი მაშინ ახლანდელი კალაპოტიდან მოშორებით მიედინებოდა და იქამდე მანძილის გავლას ამ სამფლობელოდან სამი საათი სჭირდებოდა. მიუხედავად ამისა ცივსისხლიანი ბატონი ყოველდღიურად გზავნიდა თავის ხალხს მდინარეში ღვინის ჩასაციებლად და, ვინც თბილ ღვინოს მოუტანდა უკან, სიკვდილით სჯიდა. ასე მან ძალიან ბევრ ადამიანს მოუსწრაფა სიცოცხლე, მაგრამ ღმერთმა ისიც დასაჯა. ერთ მშვენიერ დილას ბატონი თავის სოფელთან ერთად მიწამ თან ჩაიტანა და იმ ადგილას ტბა გაჩნდა.

ვასილ პოტო „კავკასიის ომი“

 ხანდაზმულთა გადმოცემით, პალიასტომის ტბასთან, ფოთის განაპირას, არსებობდა ორი სალოცავი ადგილი - ერთი ნავისათვის განკუთვნილი - „ონიშე ოხვამური“, ხოლო მეორე - თევზისათვის - „ოჩხომური ოხვამური“-ის სახელწოდებებით. ეს უკანასკნელი, ხალხის თქმით, ზებერდეს სალოცავი ყოფილა.

ზურაბ კუტალეიშვილი „ნაოსნობა საქართველოში’ თბ.1987 წ.გვ.264.

скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი