უკან დაბრუნება
განცხადებები
„ნაჯიხური“
26-01-2017, 16:38
ნანახია: 2068
გაუზიარე სტატია მეგობარს


„ნაჯიხური“- სოფ. საგვიჩიოს ტყეების დაზვერვის დროს ექსპედიციას ღამის გათევა მოუხდა სოფ. ზუბის (ჩხოროწყუს რ-ნი) მეჯოგეების ნოე და აბრამ ლემონჯავების კარავში, რომლებმაც საინტერესო ცნობები მოგვაწოდეს „ნაჯიხურის“ შესახებ. საუბარში გაირკვა, რომ ჩვენი მასპინძლები ეკუთვნოდნენ მეჯოგეეთა ტრადიციულ გვარს, რომლებსაც ზაფხულობით საქონელი ბახმაროზე დაუდიოდათ, ხოლო ზამთრობით ფოთის ტყეებში ჩამოყავდათ. მათი სიტყვით, 1959 წლამდე ქ.ფოთში, იქ, სადაც ეხლა ქალაქის აეროდრომია, უღრანი ტყე და გაუვალი ჭაობი არსებულა. ჭაობის შუაგულში აღმართული ყოფილა კვადრატულად განლაგებული ოთხი „დიხაგუძუბა“, რომლებიც ერთმანეთს უკავშირდებოდნენ 2-3 მეტრის სიმაღლის მიწაზვინულით. მათი გამოთქმით, „დიხაგუძუბების“ შიდა - 2,5 -3,0 ჰექტარი ფართობი მოფენილი ყოფილა „ბუხრის“ საშენი ბრტყელი აგურით“, სწორედ ეს ადგილი ყოფილა ლემონჯავების ჯოგის ღამის სადგომი, რომელსაც ნადირის თავდასხმებისაგან საიმედოოდ იცავდა ირგვლივ არსებული ღრმა ჭაობი. მთხრობელთა სიტყვით, „კარგ მონადირედ ითვლებოდა ის, ვინც კი ამ ჭაობს გადალახავდა“. თურმე ყოველ წელს საჭირო ყოფილა ჭაობის ერთი მონაკვეთის მოჭრილი ხეებით ამოვსება „კუნძულზე“ საქონლის დაბინავების მიზნით, „კუნძულზე“ იოლად მოხვდებოდა კაცი, თუ კი მდ. რიონიდან არხს შემოჰყვებოდა. არხი კი „დიხაგუძუბების“ ირგვლივ არსებულ ჭაობთან ყოფილა დაკავშირებული. მეჯოგეებს ეს ადგილი მას შემდეგ მიუტოვებიათ, როცა აეროდრომს მშენებლობის მიზნით 1959 წელს ტყე გაუჩეხავთ და ბორცვები მიწასთან გაუსწორებიათ.
გ. გროგოლია. „ქალაქ ფოთის ლოკალიზაციისათვის“ სამეცნიერო სესია მიძღვნილი ქალაქ ფასისის ლოკალიზაციის პრობლემისადმი. 1973წ. გვ.40-41
- მდინარე ფაზისზე გაშენებული ამავე სახელწოდების ქალაქი, დღევანდელი ფოთის ძველი ბერძნული სახელწოდება. ძველი ფაზისის ადგილი - მდებარეობას ახლანდელი ოდნავ აღმოსავლეთით ვარაუდობენ (იქ, სადაც "ნაჯიხური" ციხის ნაშთია). იგი დაარსეს მილეთელმა კოლონისტებმა ძვ. წ. VI საუკუნის I ნახევარში.
იხ. Н. Ю. Ломоури. Из исторической географии древней Колхиды. ВДИ, №4; 1957; მ. ბერძენიშვილი, ქალაქ ფაზისის ისტორისათვის,1969; ისტორია, ტ. I, 1975, 28, 155-156.
скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი