უკან დაბრუნება
განცხადებები
ბერძნულ გრაფიტოიანი სინოპური და კოლხური ამფორები ქალაქ ფოთი-ფასისიდან
26-10-2016, 19:54
ნანახია: 2476
გაუზიარე სტატია მეგობარს


გელა გამყრელიძე

საქართველოს ზღვისპირეთში, ქალაქ ფოთთან _ მდინარე რიონის შესართავთან, მალთაყვის სრუტის მარცხენა მხარეს და პალიასტომის ტბის დასავლეთ ნაპირთან არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ფრიად საყურადღებო ბერძნულ წარწერა-გრაფიტოიანი ამფორები აღმოაჩინა. პალიასტომის ტბასთანვე ძვ.წ. IV_III სს-ის არქეოლოგიური არტეფაქტები _ ატიკური შავლაკიანი კანთაროსის ქუსლი, როდოსული ამფორის ძირი და ადგილობრივი, კოლხური კერამიკა დადასტურდა. აქვე აღმოჩნდა დამღიანი კოლხური ამფორის ყურიც [დაწვრილებით იხ. გამყრელიძე, 1987: 97-117; Гамкрелидзе, 1992: 30-48, ტაბ.5-8; გამყრელიძე, 2010: 176-189]. ქვემოთ გთავაზობთ ამფორებზე ამოკაწრული ბერძნული გრაფიტოების გაშიფვრის ვერსიებს (იხ. ტაბ.IV) და ამ მასალის აღმოჩენის მნიშვნელობას ქალაქ ფასისის, როგორც სავაჭრო ცენტრის გააზრების კონტექსტში, რაც საშუალებას იძლევა ზოგიერთი საკითხი ახლებურად დავინახოთ. ქ. ფასისი ევროპა-აზიის საზღვაო-სამდინარო-სახმელეთო სატრანზიტო გზის მნიშვნელოვანი პუნქტი იყო. ქალაქ ფასისის საშუალებით გადაიზიდებოდა სამშენებლო ხე, სელი,
ბერძნულ გრაფიტოიანი სინოპური და კოლხური ამფორები ქალაქ ფოთი-ფასისიდანსელის ზეთი, თაფლი, ღვინო, სპილენძი, რკინა, კანაფი, მოგვიანებით ნავთიც და სხვ. ელინისტურ და რომაულ ეპოქაში ფასისის, როგორც სატრანზიტო-სავაჭრო ქალაქის მნიშვნელობა გაიზარდა [იხ. ლორთქიფანიძე, 1966: 117-146; ინაძე, 2009: 246-251; გამყრელიძე, 2001: 26-32; Gამკრელიდზე, 2009: 175-194]. პალიასტომის მოხერხებულ ტბა-ლიმანში, რომელთანაც ქალაქნავთსაყუდელი მდებარეობდა, ზღვიდან გემები შემოდიოდნენ, საიდანაც, შემდეგ მდ. რიონზე და მდ. ფიჩორზე აგრძელებდნენ სვლას. სწორედ ამ გზის გაყოლებაზე სატრანსპორტო ტარის გარკვეული რაოდენობა დაფიქსირდა. ამჟამად ყურადღებას გავამახვილებთ გრაფიტოიანი ამფორების აღმოჩენის ფაქტზე (იხ. ტაბ. I,II,III,IV). I _ გრაფიტოიანი ამფორის ზედა ნაწილი აღმოჩნდა სუფსის კანიონისა და მალთაყვას შორის მდებარე ზღვის შელფში. ამფორის თიხა ბაცი მონაცრისფრო-მოიისფროა და მოშავო მცირე ნამცეცებს შეიცავს. ამფორის კედელი სქელია; ზედაპირი ხორკლიანი აქვს და მასზე ზღვიური დანალექები შეიმჩნევა. ამფორის მხრები დახრილია. პირის დმ _ 11 სმ; ცილინდრული ყელის სიმაღლე _ 15 სმ; მხართან დმ _ 35 სმ; ყურების სიგანე _ 4,05 სმ; პირის ლილვისებური გადანაკეცის სიგანე _ 1,04 სმ; ყურები ოვალურგანივკვეთიანია და მათზე გრძივი დაბალი წიბო შეიმჩნევა. გრაფიტოები: 1)  იხ. ტაბ.IV) _ ყურებს შორის, მხრის დასაწყისშია. A ვერსიით შეიძლება იყოს  _ თიხის ჭურჭელი, ხოლო თუკი ჩავთვლით, რომ აბრევიატურაა, მაშინ B ვერსიით შეიძლება  _ “თიხის ჭურჭელს”,  _ “შეწირულს”,_ “მაღალი ხარისხის” ან “კოლხურს” (ჩ ვერსიით) ნიშნავდეს. ასეთ შემთხვევაში წარწერა შეძლება გაიშიფროს ამგვარად _ “[ამ] თიხის ჭურჭლით შეწირულია მაღალი ხარისხის [კოლხური?] [ღვინო]” (იხ. ტაბ. II, IV). 2)  _ ამფორის მეორე მხარეს, ოდნავ გვერდზე, ყელთანაა მოთავსებული. ეს A ვერსიით შეძლება ნიშნავდეს რიცხვს _ 5(ხუთს). თუ კი ჩავთვლით, რომ ეს არის აბრევიატურა მაშინ B ვერსიით იქნება _ “ძველი () ზეთისხილის ზეთი ()”. აქ “პი”-ს მარჯვენა მხარე გაორმაგებული ხაზითაა წარმოდგენილი და თავზე, კუთხეში პატარა ხაზი შეიმჩნევა (იხ. ტაბ.II, IV). 3)  _ ამფორის ამავე მხარეს მხარზეა ამოკაწრული. ეს გრაფიტო A ვერსიით აღნიშნავს ტევადობას _ ხოას. 1 ხოა ტოლია 3,285 ლიტრის. (2) წარწერის A ვერსიის ხუთს თუ გავამრავლებთ 1 ხოაზე მაშინ მივიღებთ 16,415 ლიტ.-ს ანუ ხუთ ხოას, რაც ამ ამფორის მოცულობა გამოდის. 16 ლიტრიანი ადრეული, მოზრდილი ამფორები კი სინოპური ამფორების მოცულობის გარკვეული სტანდარტი იყო. 16 ლიტრიანია ვანის ნაქალაქარზე ე.წ. ”წარჩინებული კოლხი მეომრის” სამარხში აღმოჩენილი მთლიანი სინოპური ამფორაც. B ვერსიით  შეიძლება “ზედაშე() ღვინოს()” ნიშნავდეს (იხ. ტაბ.II,IV). ზემოთ აღწერილი გრაფიტოებიანი ამფორა ჰიდროარქეოლოგების მიერ არის აღმოჩენილი და შესაძლოა, ზღვაში ჩაძირული სავაჭრო გემის ტვირთიდან იყოს. ის არქეოლოგიის ცენტრის ფონდებში ინახება (ოთახი #5). ამფორა მორფოლოგიურტიპოლოგიური მონაცემებით სინოპურია და თითქმის ანალოგიურია ვანის ნაქალაქარზე ე.წ. “წარჩინებული კოლხი მეომრის” სამარხში აღმოჩენილი მთლიანად შემონახული დამღიანი ამფორისა [იხ. ფუთურიძე, 1976: 82-84], რომელიც არქეოლოგ ბ. გრაკოვის სინოპური ამფორების კლასიფიკაციის მიხედვით, ადრეულ, პირველ ქრონოლოგიურ ჯგუფს მიეკუთნება და ძვ.წ. IVს. ბოლო _ IIIს. დასაწყისით თარიღდება [იხ. Граков, 1929: 96-108; Брашинский, 1980: 42; Монахов, 1999: 487-496]. II _ გრაფიტოიანი ამფორის ზედა ნაწილი მდ. რიონის ზღვასთან შესართავთან, შელფში, მებადურების მიერ ჩაგდებულ ბადეს ამოყვა. ამფორის თიხა მონაცრისფრო-მოიისფროა და მოშავო მცირე ნამცეცებს შეიცავს. ამფორის კედელი სქელია; ზედაპირი ხორკლიანია და მასზე ზღვიური დანალექები შეიმჩნევა. ამფორის ცალი ყური, ზედა მხარეს, მოტეხილია; მხრები დახრილია; პირის დმ _ 10სმ; ცილინდრული ყელის სიგრძე 14სმ; ოვალურგანივკვეთიანი ყურის სიგანე _ 5სმ; პირის ლილვისებური გადანაკეცის სიგანე _ 1,01სმ. ყურებს შორის მხრის დასაწყისში ამოკაწრულია გრაფფიტო _ , რომლის გაგრძელებაც მოტეხილია (იხ.ტაბ.III,1;IV). A ვერსიით შესაძლებელია აქ იგელისხმებოდეს  დიონისესთან (ბაკხოსთან) და საერთოდ ღვინის სიყვარულთან დაკავშირებული სიტყვა. წარწერა შეიძლება ეკუთვნოდეს ღვინით მოვაჭრეს, რომელიც თაყვანს სცემდა ღვთაება დიონისეს. B ვერსიით გამორიცხული არ არის უბრალოდ იყოს _  ანუ “ღვინის მოყვარული”. გრაფიტოში  (“ფი” და “ლამბდა”) წარმოდგენილია გადაბმულად ლიგატურის სახით. ასეთი მოხაზულობის სამკუთხა “ფი” დადასტურდა ქარელის რ-ნის ტახტიძირის სამაროვნის ძვ.წ. IVს. მიწურულის #6 სამარხში აღმოჩენილი კანთაროსის ქუსლზე (არქეოლოგ იულ. გაგაშიძის გათხრები). ამგვარივე, მოხაზულობის “ფი” აღმოჩნდა ჩრდილო შავიზღვისპირეთის ნაქალაქარ ნიმფეონში დადასტურებულ ძვ.წ. IVს. ჭურჭლის ფრაგმენტზეც [იხ. Толстой, 1953:86]. სიტყვა “მოყვარული” აგრეთვე დადასტურებულია ძვ.წ. IVს. ქოთანზე ჩრდილო შავიზღვისპირეთში “მითრიდატეს მთის” გათხრისას [Толстой,1953:97-98]. ჩ ვერსიით შესაძლებელია ამფორაზე იგულისხმებოდეს   ”ღმერთის მოყვარული” [იხ. Pაპე ჭ. 1884: 1624]. ათენის აგორაზე აღმოჩენილ ძვ.წ. IVს. კილიკზე ამგვარივე გრაფიტო მ. ლანგმა აღადგინა, როგორც _ “თასის მოყვარული” [Lანგ, 1976:12, სურ.ჩ6]. ჩრდილო შავიზღვისპირეთის ქ. პანტიკაპეონში ძვ.წ. IV ს-ის საფლავის სტელის ფრაგმენტი აღმოჩნდა, სადაც წარწერაზე ფიგურირებს სიტყვა “მოყვარულის” ნაწილი და შემდეგ ეთნონიმი “კოლხი”, რომელიც შეიძლება “ქეიფის მოყვარულ კოლხს” () ნიშნავდეს ანუ იმ ადამიანს, რომლისადმიც ეს წარწერიანი საფლავის სტელაა მიძღვნილი, ქეიფი და დროსტარება უყვარდა [შეადარე, КБН, 1965: 183; იხ. აგრეთვე ДР, 1958: 1730]. ფოთში აღმოჩენილი მეორე გრაფიტოიანი ამფორაც, პირველი ამფორის მსგავსად, მორფოლოგიურ-ტიპოლოგიური მონაცემებით სინოპურია და არქეოლოგ ბ. გრაკოვის მიხედვით პირველ ქრონოლოგიურ ჯგუფს უნდა მიეკუთვნებოდეს და ძვ.წ. IVს-ის ბოლო _ IIIს-ის დასაწყისით თარიღდება [Граков, 1929: 97]. ბერძნული გრაფიტოების აღმოჩენა ყველაზე ხშირია აღმოსავლეთ ხმელთაშუა და შავი ზღისპირეთის რეგიონებში. საქართველოში ბერძნული გრაფიტოები ძირითადად დასავლეთ საქართველოს, კოლხეთის, არქეოლოგიურ მასალაში გვხვდება, კერძოდ _ ქობულეთის ფიჭვნარის, საირხის, ეშერის ნაქალაქარის, ოჩამჩირის, ვანის ნაქალაქარის, ბიჭვინთის ნაქალაქარის, სოხუმის ნაქალაქარის, წებელდის და ფოთის არქეოლოგიური ძეგლების არტეფაქტებზე. საქართველოში ბერძნული გრაფიტოების რაოდენობა მცირეა და უპირატესად უცხოეთიდან შემოტანილ კერამიკაზე გვხდება. ისინი ჯერჯერობით სულ 140 ერთეულამდეა დადასტურებული.
დასავლეთ საქართველოს ხსენებული არქეოლოგიური ძეგლებიდან, ძირითადად ერთ, ორ ან სამ ასოიანი გრაფიტოები გაგვაჩნია [ნასიძე, 2002:10]. ასოების რაოდენობის სიმცირე მათი სხვადასხვანაირი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას ზრდის და ხშირად მეცნიერთა კამათის საგანია.გრაფიტოები, ძირითადად, გამომწვარ კერამიკაზე წამახვილებული რაიმესაგნით შესრულებული ნაკაწრი წარწერაა. ამნაირი წარწერა-გრაფიტოებითპიროვნებები, უმეტესად თავის საკუთარ ნივთს, რომელიმე ღვთაებისადმიშესაწირ სათანადო შიგთავსიან ჭურჭელს, სავაჭრო ზომა-წონას და სხვ.აღნიშნავდნენ. არსებობს მაგიური, შელოცვითი ხასიათის წარწერა-ნიშნებიც.გრაფიტოები ხშირად გამოისახებოდა ინიციალების, ლიგატურის, აბრევიატურის სახით. განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ჭურჭელზე და გადასატან ტარაზე დატანილი სავაჭრო აღნიშვნები. აღინიშნება თუ რა პროდუქტია (მაგ.: ზეთი, ღვინო, თაფლი, ლუდი და ა.შ.) ჭურჭელში და რა მოცულობისაა ის (მაგ.: რამდენი ხოა ან კოტილა), რა ფასი აქვს (მაგ.: რამდენი _2 დრაქმა ან 3 ობოლი), როგორი თვისებებისაა (მაგ.: ნათელი ან მჟავე) და სხვ. [იხ. Яйленко, 1980: 72-99; Соломоник , 1985: 77-91; Lანგ,1976:1 -5; ნასიძე,2002: 5-24]. ამ ტიპის გრაფიტოები მაღალგანვითარებულსავაჭრო ქმედებაზე მიგვანიშნებს. ხშირად გრაფიტო მხოლოდ ერთასოიანია და შესაძლებელია ღვთაების სახელის პირველ ასოსწარმოდგენდეს. მაგალითად: _ ღვთაება ზოგადად,_ აპოლონის ანარტემიდეს, _ დემეტრასი,H _ჰერასი, _ ბაკხოსი; ან ნივთის მფლობელის სახელს ნიშნავდეს მაგ.: _ ფინტიდოს, _ დემეს და სხვ. [იხ.ნასიძე,1999:19 -20]. გრაფიტოების მნიშვნელოვანი ნაწილი წარმოადგენს აბრევიატურას, რომლის თითოეული ასო რაღაცას აღნიშავდა და იმ ეპოქის საზოგადოების დიდი ნაწილისათვის მისი მნიშვნელობა კარგად იყო ცნობილი. ბერძნულ-ლათინური წერილობითი წყაროების მიხედვით ქალაქი ფასისი მდინარე ფასისის (რიონ-ყვირილას) დელტის მარცხენა მხარეს იყო განლაგებული. აქვე ასახელებენ ტბასაც(პალიასტომი?). ამგვარი განსაზღვრა დღევანდელი ფოთის მდებარეობას ესადაგება. ამიტომ მეცნიერებს ერთხმად მიაჩნიათ, რომ ძველი ფასისი ფოთსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობდა [იხ. Lორდკიპანიდზე, 2000:3-9; Ельницкий, 1938: 315-320; გამყრელიძე,2003: 172]. იმის გამო, რომ ხსენებულ ტერიტორიაზე რთული გეომორფოლოგიური სიტუაციაა, კლასიკური პერიოდის ფასისი ჯერჯერობით მიკვლეული არ არის. დღევანდელ ფოთსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ყველაზე ძველი არქეოლოგიური მონაცემი ადგილ “ ნატეხებთან”, პალიასტომის ტბის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში თიხატორფიან ფენებში დადასტურდა. მდ. რიონ-ფასისის ქვემო წელზე არქეოლოგიურად შესწავლილ ნამოსახლარებზე ძვ.წ. VIს-ის უცხოური ნაწარმი ადგილობრივთან შედარებით პროცენტულად ცოტაა. როგორც ჩანს, როცა მდ. ფასისის შესართავთან ბერძნები გამოჩნდნენ, აქ დასახლებები უკვე იყო. ფოთი-ფასისთან აღმოჩენილი ბერძნულენოვანი გრაფიტოების დადასტურების და გაშიფრის საფუძველზე და სხვა არტეფაქტების მოშველიება-გათვალისწინებით შეიძლება დავასკვნათ: ძვ.წ. IVს-ის მეორე ნახევრიდან კოლხეთში ინტენსიურად შემოდიოდა სინოპური ამფორები [ფუთურიძე, 1976: 79 ; გამყრელიძე, 1982:99 ]. ზოგჯერ ამ ამფორებზე მესაკუთრეები წარწერებს კაწრავდნენ, ისევე, როგორც ეს ხდებოდა
აღმოსავლეთ ხმელთაშუა და შავი ზღვისპირა საქალაქო ცენტრებში. ეს გრაფიტოები ხშირად ვაჭრების მიერ კეთდებოდა, რომლებიც საქონლის სავაჭრო ტარით ტრანსპორტირებას და აღრიცხვას აწარმოებდნენ. ეს ერთხელ კიდევ, მიანიშნებს იმდროინდელი კოლხეთის საზოგადოების ინტეგრაციის თვისობრივ ხარისხზე ხმელთაშუა და შავი ზღვის დაწინაურებულ საქალაქო ცენტრებთან. ამ შემთხვევაში კი კერძოდ, ქალაქ სინოპთან, რომელიც ჯერკიდევ ძვ.წ. VI-Vსს-ში აქტიურ ეკონომიკურ პოლიტიკას აწარმოებს და სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში, კოლხეთთან ახლოს _ კერასუნტში, კოტიორაში და ტრაპეზუნტში ახალშენებს აარსებს. აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში, დასავლეთ საქართველოში, კოლხეთში უცხოური ამფორები სავაჭრო ტარად ძვ.წ. VIსის მეორე ნახევრიდან ჩნდება. აქ დადასტურებულია შავი და ხმელთაშუა ზღვისპირეთის საქალაქო ცენტრებში დამზადებული ამფორები. დასავლეთ საქართველოს სინოპური ამფორების მრავალრიცხოვან არქეოლოგიურ მონაპოვარში, ფორმის, მოცულობის და თიხის მიხედვით სხვადასხვა ტიპოლოგიური ვარიანტები გვხვდება [იხ. კახიძე, 1971: 28; ფუთურიძე, 1976: 79 ]. ძვ.წ. IV_IIსს-ის სინოპური ამფორების ზოგიერთ ეგზემპლარზე გვხვდება გრაფიტოები, რომლებითაც ხშირად მფლობელის მიერ ამფორის მოცულობა, შიგთავსი, რაოდენობა ან ფასი აღინიშნებოდა. ქ. სინოპეში კერამიკის გადასაზიდი ტარის, ამფორების წარმოების სახელოსნოები იყო განლაგებული (მაგ. დემირსის II-VIსს სახელოსნოები [იხ. კასაბ ტეზგორიდ. 2006:155]). აქ დამზადებული ამფორები მთელი შავიზღვისპირეთის ძველ ნამოსახლარებზეა დიდი რაოდენობით მიკვლეული. შესაძლებელია, რომ სინოპელები ზოგჯერ ცარიელი ტარითაც ვაჭრობდნენ, რომლებიც გემებით გადაჰქონდათ. მათი ამფორები, როგორც ჩანს საუკეთესო ჭურჭლად ითვლებოდა თხევადი და მარცვლოვანი საქონლის ტრანსპორტირებისათვის.
ბერძნულ გრაფიტოიანი სინოპური და კოლხური ამფორები ქალაქ ფოთი-ფასისიდან

ფოთი-ფასისის მიმდებარე ტერიტორიაზე გავრცელებული უცხოური კერამიკა და კერძოდ, სინოპური ამფორები აქ, აღმოსავლეთ ხმელთაშუა და შავიზღვისპირეთის ქალაქების სავაჭრო-ეკონომიკური აქტივობის მანიშნებელია. ჩვენ ვიზიარებთ იმ მოსაზრებას, რომ ქობულეთის ფიჭვნარში სინოპელების ახალშენი იყო [იხ. ინაძე,2009: 278; Дундуа, 1987:38; კვირკველია, 1999: 30; Ахвледиани, 2004:91]. სინოპელების, ასეთივე უბანი ალბათ ქალაქ ფასისშიც მდებარეობდა. ამის ერთ-ერთი დამადასტურებელი ფაქტი კი შეიძლება ზემოხსენებული გრაფიტოიანი სინოპური ამფორების აქ აღმოჩენაც იყოს. ძვ.წ. IVს-ის მეორე ნახევარსა და ძვ.წ. III ს-ის დასაწყისში სინოპელების სავაჭრო აქტიურობა კოლხეთში და განსაკუთრებით მის ზღვისპირეთში გამორჩეულ ხასიათს იღებს. აქ დადასტურებულია სინოპური ამფორების, ლუთერიების და კრამიტის ფრაგმენტების დიდი რაოდენობა. მათი მიბაძვით კი, ამფორების და კრამიტის ადგილობრივი წარმოება იწყება. ამ დროს აქ მიმოქცევაშია მნიშვნელოვანი რაოდენობის სინოპური მონეტებიც [Дундуа, 1987: 33], რომლებიც დადასტურებულია დასავლეთ საქართველოს არქეოლოგიურ ძეგლებზე. აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის სავაჭრო საქონელი ქ. სინოპის გავლით ხვდებოდა ქ. ფასისში და შემდეგ მდ. რიონის გავლით გადანაწილდებოდა შიდა კოლხეთში. ქ. სინოპი თითქმის მთელი ანტიკური ეპოქის განმავლობაში, კოლხეთის უდიდეს სავაჭრო პარტნიორს წარმოადგენდა, რომელიც ქობულეთის ფიჭვნარში და ფასისში არსებული ვაჭართა და ხელოსანთა ახალშენების საშუალებით ახორციელებდა ეკონომიკურ აქტიურობას, რასაც დასავლეთ საქართველოში აღმოჩენილი არქეოლოგიური მონაცემები ადასტურებენ [იხ. ლორთქიფანიძე, 1966: 117; ფუთურიძე, 1976: 79 ].
***

ქ. ფასისი, ადრეულ ბიზანტიურ პერიოდშიც ევროპა-აზიის საზღვაოსამდინარო-სახმელეთო სატრანზიტო გზის მნიშვნელოვანი პუნქტის ფუნქციას ასრულებდა. ამის ერთ-ერთი მოწმობაა ქ. ფოთში, პალიასტომის ტბის დასავლეთ მხარეს მდებარე ნამოსახლარიც, სადაც მესამე გრაფიტოიანი წელშეზნექილი ამფორა აღმოჩნდა. III _ გრაფიტოიანი ამფორა წაგრძელებულტანიანი და წელშეზნექილია; მხრების ზედა ნაწილი მოტეხილი აქვს; შემორჩენილი სიმაღლე _ 67სმ; ტანი ძირისაკენ კონუსურად ვიწროვდება, რომელზედაც დაბალი გლუვი ჰორიზონტალური ღარები შეინიშნება; ტანზე რამდენიმე ხვრელი აქვს; თიხა მოყავისფროა; ზედაპირი ხორკლიანია; მხრის დასაწყისში ამოკაწრულია გრაფფიტო- წ. (იხ. ტაბ.III,2; IV). ბერძნულ გრაფიტოებში აბრევიატურები ძირითადად მთავრული ასოებით აღინიშნებოდა. აქ კი პირველი ასოა ( "ფი) მთავრული, რაც ჩვენი აზრით საკუთარ სახელს _ ”ფასისს” უნდა ნიშნავდეს, ხოლო მეორე ასო აღნიშნულია არა მთავრულით ( "ომეგა) და ვფიქრობთ იგულისხმება ზმნა ”ყიდვა”. შესაბამისად A ვერსიით გამოდის_ ფასისში ვიყიდე. B ვერსიით შეიძლება ნიშნავდეს  _ ”ნათელი”//”კარგი”(ღვინო ?). ამფორა მორფოლოგიურ და ტიპოლოგიური მონაცემებით ადგილობრივი, კოლხურია; ინახება ქ. ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმში. როგორც აღვნიშნეთ, მოცემული ამფორა პალიასტომის ტბის დასავლეთ მხარეს ე.წ. “ნატეხების” ნამოსახლართან, ნაპირთან ახლოს, ქვიშა-თიხიან ფენაში დადასტურდა. გარდა აღნიშნული ამფორისა ამ ძეგლზე მეტად მრავალფეროვანი არქეოლოგიური მასალა გამოვლინდა (დაწვრილებით იხ. [გამყრელიძე გ. 1987: 97-117; Gამკრელიდზე, 1992: 101 -119; Гамкрелидзе, 1992: 30-48 ;Gამკრელიდზე, 1990: 223-236.]). скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი