უკან დაბრუნება
განცხადებები
კოლხეთის ეროვნული პარკი
15-09-2016, 13:30
ნანახია: 3938
გაუზიარე სტატია მეგობარს


კოლხეთის ეროვნული პარკი


კოლხეთის ეროვნული პარკი


კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კოლხეთის დაცულ ტერიტორიებზე ამგვარ უნიკალურ ლანდშაფტს საქართველოში სხვაგან ვერსად იხილავთ. კოლხეთის დაბლობზე მდებარეობს ჭარბტენიანი ტერიტორიები, რომელთაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს დედამიწაზე ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესანარჩუნებლად. კოლხეთის დაბლობი იმ ტროპიკული და სუბტროპიკლი ლანდშაფტის დღემდე შემორჩენილი ნაშთია, რომელიც უწყვეტ ზოლად იყო გადაჭიმული ევრაზიის კონტინენტზე დაახლოებით 10 მილიონი წლის წინ, კაინოზოურ ხანაში.
გამყინვარების პერიოდის დასრულების შემდეგ, რაც 10.000 წლის წინ მოხდა, აქ გავრცელდა და დღემდე შემორჩა შორეულ ჩრდილოეთს შეგუებული მცენარეები. ამ ტერიტორიას საერთთაშორისო მნიშვნელობა იმიტომაც აქვს, რომ სწორედ აქ პოულობენ დასასვენებელ ადგილს გადამფრენი ფრინველები ევრაზიასა და აფრიკას შორის მოგზაურობისას.
კოლხეთის დაბლობი უხსოვარი დროიდან იყო დასახლებული, ტომობრივი გაერთიანებები აქ ჯერ კიდევ 15.000 წლის წინ ბინადრობდნენ და ნადირობას მისდევდნენ. ძველმა ბერძნებმა აქ სავაჭრო დასახლებები მრავალი წლის წინ დაარსეს. ამ მხარეს უკავშირდება ცნობილი ლეგენდა იასონისა და არგონავტების შესახებ, რომელთაც ოქროს საწმისის მოსაპოვებლად კოლხეთს მოაშურეს, მთელი ამ ლების მანძილზე მოსახლეობა უფრთხილდებოდა ეკოლოგიური თვალსაზრისით მეტად ღირებულ კოლხეთის მიწას. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ კვლავაც გავაგრძელოთ ამ ტერიტორიების დაცვა, რათა მომავალში ჩვენს შტამომავლობას ღირსეული მემკვიდრეობა დავუტოვოთ.

კოლხეთის ნაკრძალი 1935 წელს დაარსდა და ამით ხაზი გაესვა რიონისა და პიჩორის მდინარეებს შორის არსებული 500ჰა ჭაობებისა და დაჭაობებული ტყეების ბუნებრივი ლანდშაფტის მნიშვნელობას.რეგიონის მსოფლიო მნიშვნელობა აღიარებული იქნა 1996 წელს, როდესაც საქართველო შეუერთდა კონვენციას საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი, განსაკუთრებით - წყლის ფრინველთა საბინადროდ ვარგისიტერიტორიების შესახებ. საქართველოს ორმა ჭარბტენიანმა ტერიტორიამ მოიპოვა საერთაშორისო აღიარება იმ დიდი მნიშვნელობის გამო, რაც მათ გააჩნია გადამფრენი. ფრინველების გამოზამთრებისა და ბუდობისათვის. საქართველოში რამსარის კონვენციით დაცული ტერიტორიებია ისპანი 2 და ისპანი 1 ტორფნარები ქობულეთის ნაკრძალსა და აღკვეთილში და ცენტრალური კოლხეთი კოლხეთის ეროვნულ პარკში. საქართველოს პარლამენტმა კანონი კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ მიიღო 1998 წელს. კოლხეთის ეროვნულმა პარკმა სრულმასშტაბიანი ფუნქციონირება 2000 წელს დაიწყო. პარკს მხარს უჭერდა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო, გარემოს გლობალური დაცვის ფონდი, მსოფლიობანკი და სხვა საერთაშორისო, ეროვნული და ადგილობრივი ორგანიზაციები. კოლხეთის ეროვნული პარკი მოიცავს დაახლოებით 29.000ჰა ხმელეთის ნაწილს და 14.000ჰა ზღვის აკვატორიას.

კოლხეთის ეროვნული პარკი


პალიასტომის ტბა

კოლხეთის ეროვნული პარკი


რამდენიმე ათასი წლის წინ პალიასტომის ტბა შავი ზღვის ლაგუნა იყო. ასობით წლის მანძილზე ტალღებმა, რომლებიც გადაადგილებდნენ ქვიშასა და კენჭებს სანაპიროს გასწვრივ, ლაგუნა ზღვის მარილიანი წყლისგან მოწყვიტეს. მდინარე პიჩორის საშუალებით ტბაში დასავლეთ საქართველოს მთებიდან სუფთა წყალი ჩაედინებოდა. სამი მეტრის სიღრმის მტკნარ ტბაში თევზის სახეობათა დიდი მრავალფეროვნება არსებობდა, რომელიც ტბაში მცხოვრები უხერხემლო ცხოველებითა და პლანქტონით საზრდოობდა.
1920 წლიდან მოყოლებული ადამიანის საქმიანობამ დაარღვია ტბის ეკოლოგია, რამაც გამოიწვია თევზების პოპულაციათა შემცირება. საზიანო ზემოქმედების მაგალითია ზღვასთან შემაერთებელი არხის გახსნა, რამაც ტბა დაამლაშა. აგრეთვე ტბაში ჩამავალი მდინარეებისა და ტორფნარების დაბინძურება.

კოლხური ტყეები

ისეთი ჭარბტენიანი კოლხური რელიქტური ტყეები, როგორსაც შეხვდებით მდ. ფიჩორასა და ტორფნარის განაპირას, საქართველოში სხვაგან არსად მოიპოვება. აქაური ტყის მცენარეები შეგუებულნი არიან ჭარბ ტენს, თბილ კლიმატს, მაღალ ფარდობით ტენიანობას და ხშირ წყალმოვარდნებსა და დატბორვებს. რელიქტური კოლხური ტყეები, ოდესღაც დიდი ბიომრავალფეროვნებით გამოირჩეოდნენ, სადაც ხეების მაქსიმალური სიმაღლე 30 მეტრს აღემატებოდა. ადამიანის მოთხოვნილებამ მერქანზე, საკვებზე ბიომრავალფეროვნების გაღარიბება გამოიწვია. რამდენადაც დიდტანოვანი ხეები გაჩეხილია, გაბატონებულია მხოლოდ სწრაფმოზარდი მურყანი - ლნუს ბარბატა, რომლის სიმაღლე 10 მეტრს აღწევს.

ჭაობების წარმოქმნა ათასობით წლის წინ დაიწყო

წარმოიდგინეთ ის დრო, როდესაც გამყინვარების უკანასკნელი პერიოდის დასრულების შემდეგ (10.000 წლის წინ) შავი ზღვის დონემ მის ამჟამინდელ ნიშნულს მიაღწია. სანაპიროს გასწვრივ წარმოქმნილმა დიუნებმა ხელი შეუშალეს მთებიდან ჩამოტანილი წყლების ჩადინებას ზღვაში და მათი დაგროვება მოხდა დიუნების მეორე მხარეს დაგუბებულ ტბებში. ქვიშა, კენჭები და თიხა ამ ტბების ფსკერზე დაგროვდა. დაახლოებით 6000 წლის წინ, ტბაში, რომლიდანაც შემდგომში იმნათის ცოცხალი სფაგნუმიანი ტორფნარი ჩამოყალიბდა, ხარობდა ლელი (Pჰრაგმიტეს აუსტრალის). რამდენადაც ლელი იზრდებოდა და კვდებოდა საკვები ნივთიერებების რაოდენობა შემცირდა, ადგილი დაუთმო ისეთ დომინანტ სახეობებს, როგორიცაა ისლის (ჩარეხ) სხვადასხვა სახეობები, ჩრდილოეთის ისლი ( ოლინია ლიტორალის), ხერხა (ჩლადიუმ მარისცუს). ხერხას მიერ ტორფის აკუმულაციის პროცესი 4000 წელი გრძელდებოდა. დაახლოებით 2000 წლის წინ ტორფის აკუმულაციამ იმნათის ტორფნარის ზედაპირი ზღვის დონეზე მაღლა წამოსწია. ტორფნარის დომინანტი სახეობები გახდნენ სფაგნუმის - (შპჰაგნუმ) სახეობები და ხერხა - (ჩლადიუმ მარისცუს). დომინანტობს ასევე ჩრდილოეთის ისლი. ისლიან-სფაგნუმიანი ტორფნარის ჩამოყალიბება დღესაც გრძელდება. იმნათის ტორფნარის ზედაპირი ზღვის დონიდან 6 მეტრითაა წამოწეული.

ფრინველთა უმრავლესობა კოლხეთს გაზაფხულსა და შემოდგომაზე სტუმრობს

თბილი, სასიამოვნო კლიმატი და უხვი მცენარეულობა კოლხეთში დამსვენებლებს უმეტესად ზაფხულის თვეებში იზიდავს. მაგრამ ეს კანონზომიერება ფრინველებზე არ ვრცელდება. ზაფხულში ფრინველთა უმრავლესობა შორეულ ჩრდილოეთში მიფრინავს, სადაც იშენებენ ბუდეებსა და ზრდიან ბარტყებს. არ გაგიკვირდეთ, თუ ზაფხულში აქ ფრინველებს ვერ დაინახავთ. მათი ხილვა თუ გსურთ, აქაურობას გაზაფხულსა და შემოდგომაზე უნდა ეწვიოთ. მაშინ, როდესაც ფრინველების ყოფას მრავალი გარემოება ავიწროვებს - მიწის ათვისება, გარემოს დაბინძურება და სხვა - მათთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს კოლხეთის ეროვნული პარკი, სადაც ფრინველები თავს აფარებენ ჭარბტენიან ხმელეთს და შავი ზღვის სანაპირო წყლებს. ზოგიერთი ფრინველი აქ მთელი წლის, ან გარკვეული სეზონის განმავლობაში ბინადრობს. ევრაზიას, აფრიკასა და ჩინეთს შორის მოგზაური გადამფრენი ფრინველები, მიუყვებიან რა შავი ზღვის სანაპიროს ან კავკასიონის ქედს, გზად აქ ისვენებენ და იკვებებიან. ამ დაფაზე მოხსენიებულ ფრინველთა სამივე სახეობა საქართველში უკვე იშვიათად გვხვდება. მყივანი გედი საქართველოს გადაშენების პირას მყოფ სახეობათა წითელ წიგნშია შეტანილი.


კოლხეთის ეროვნული პარკი


სანაოსნო მარშრუტი "პალიასტომი ფიჩორი"

კოლხეთის ეროვნული პარკი


მარშრუტის სიგრძე: 18 კმ
მარშრუტის ხანგრძლივობა 2-5 საათი

თქვენ იხილავთ პალიასტომის ტბის ნაპირების ულამაზეს პეიზაჟებს, ტბის სამხრეთით შეხვდებით ჩრდილოეთის ისლის მძლავრ კოლბოხებს, სამეფო გვიმრების ხშირ საფარს, პატარა პალიასტომის ტბის შესასვლელთან ლელისა და ლაქაშის მაღალ გაუვალ რაყებს, მდ. ფიჩორის შესართავის თვალწარმტაც ხედს, აღმოსავლეთ სანაპიროზე ჩამოყალიბებულ მეორად ნოტიო მდელოებს. ტბის ნაპირის გასწვრივ განვითარებული იმნათის ცოცხალი სფაგნუმიანი ტორფნარი და მის განაპირას არსებული ჭარბტენიანი რელიქტური კოლხური ტყე.

მარშრუტი "დარგოლვის ცენტრი ჭურია"

კოლხეთის ეროვნული პარკი


საუკეთესო ადგილი ფრინველთა სათვალთვალოდ, ვიზიტორები რომელთა ინტერესის სფეროს წარმოადგენს ფრინველებზე დაკვირვება, ყველანაირი პირობაა შექმნილი მათ დასაკმაყოფილებლად. ინფრასტრუქტურა, ღამისგასათევი, სპეციფიკური ინვენტარი. სურვილისამებრ ტურისტებს საშუალება ეძლევათ გაისეირნონ მდ. ჭურიაზე და დატკბნენ ველური ბუნებით და გაეცნონ ადგილობრივ ეთნოგრაფიასა და კულტურას. დაახლოებით 150-ზე მეტი გადამფრენი და ადგილობრივი ფრინველი სტუმრობს ამ ადგილებს მობრძანდით და იხილეთ საკუთარი თვალით ეს ღვთით მოძებული სილამაზე.

კოლხეთის ეროვნული პარკი


კოლხეთის ეროვნული პარკიკოლხეთის ეროვნული პარკი


კოლხეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრში განთავსებულია 4 სასტუმრო ნომერი, რომელიც აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით თქვენი დასვენებისა და კომფორტისათვის. ვიზიტორთა ცენტრის უკან მდენბარე ტბა საუკეთესო პირობას ქმნის ვიზიტორთა დასვენებისა და გართობისათვის. ნებისმიერ სტუმარს შეუძლია გაისეირნოს ტბაზე და გაერთოს სპორტული თევზაობით.

კოლხეთის ეროვნული პარკი

კოლხეთის ეროვნული პარკი



ვიზიტორთა ცენტრი:
ქ. ფოთი გურიის ქუჩა N 222
ტელ: 591 96 87 85

სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო
ტელ: +995 322 723006
ელ-ფოსტა: pr.apa.gov@gmail.com скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი