უკან დაბრუნება
განცხადებები
ვახტანგ დავითაია
14-09-2016, 02:44
ნანახია: 2335
გაუზიარე სტატია მეგობარს


ვახტანგ დავითაია - (დ. 22 დეკემბერი, 1934 წ. სენაკის რაიონი, სოფელი ძველი სენაკი) დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1958 წელს. 1958-1962წწ. იყო "საქქალაქმშენსახპროექტის" არქიტექტორი; საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ასისტენტი, უფროსი მასწავლებელი, დოცენტი; არქიტექტურული გეგმარების კათედრის პროფესორი და კათედრის გამგე; საქართველოს საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი (1996). გამოქვეყნებული აქვს 160-მდე სამეცნიერო სტატია. არის 250-მდე პროექტის ავტორი, მათ შორის: საერთაშორისო ახალგაზრდული ცენტრი "მზიური ველი" ბაკურიანში (არქ. გ. გეგელიასთან ერთად), საქართველოს კულტურის ფონდის საგამოფენო დარბაზი თბილისში და სხვა. მემორიალებისა: კავკასიის დამცველთა მემორიალი, "ალგეთის ბაზილიკა" სოფელ ტბისში, მეზღვაურთა მემორიალი ფოთში, დავით აღმაშენებლის ძეგლი ქუთაისში, ცოტნე დადიანის ძეგლი ფოთში (მოქ. ე. ამაშუკელი) და სხვ. ფოთის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა 1980 წლის 14 მაისს.

რესურსები ინტერნეტში

ბიოგრაფიული ლექსიკონი - ვახტანგ დავითაია

სურათი
скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი