უკან დაბრუნება
განცხადებები
[xfgiven_fbiframe]
[/xfgiven_fbiframe]
ტორპედო (ქუთაისი) - კოლხეთი 1913 (ფოთი)
26-03-2017, 21:03
ნანახია: 1161
გაუზიარე სტატია მეგობარს


საქართველოს XXIX ჩემპიონატი. ეროვნული ლიგა. III ტური.
ტორპედო (ქუთაისი)  - კოლხეთი 1913 (ფოთი)  - 2;1

ქუთაისი - რამაზ შენგელია    შაბათი, 19 მარტი  2017,20:00

ურთიერთშეხვედრები
   61: +27 =16 -18, 92:69

ტორპედო  (ქუთაისი) -  89. როინ კვასხვაძე (კაპ) 2. ვაჟა ტაბატაძე 4. ანრი ჭიჭინაძე 8. შოთა ბაბუნაშვილი 10. გიორგი კუხიანიძე 11. ნიკოლოზ საბანაძე 13. ბიძინა მახარობლიძე 17. გიორგი გურული 22. გრიგოლ დოლიძე 23. გიორგი ქიმაძე 77. მერაბ გიგაური

სათადარიგო  შემადგენლობა1. მაქსიმე ქვილითაია 3. გურამ ადამაძე 6. ოლეგ მამასახლისი 7. გაბრიელ საღრიშვილი 9. თორნიკე კაპანაძე 18. ნიკო კვასხვაძე 88. ბექა ტუღუში

მთავარი მწვრთნელი: კახაბერ ჩხეტიანი

კოლხეთი 1913 - 49. გაბრიელ თებიძე 2.გიორგი კილასონია 4. ომარ გოგონაია (კაპ) 7.შოთა კერძევაძე 10.ცოტნე ქებურია 11.არფონგ დაფი 12.ერიკ ოტიენო 14.გიორგი ჯანელიძე 17. თამაზ ჟიშკარიანი 22.მიკოლა კოვტალიუკი 44.ავთო ენდელაძე  77. დავით ბოლქვაძე

სათადარიგო  შემადგენლობა1.ნიკა შერმადინი 8.ლევან კაკულია 9.გურამ ლუკავა 28.ბაჩუკი კოკაია 44.ავთო ენდელაძე 99.გიორგი ბუხაიძე

მთავარი მწვრთნელი: გელა სანაია

მსაჯები:  არბიტრი -  გ. ვადაჭკორია პირველი ასისტენტი - ზ. ფიფია  მეორე ასისტენტი - ა. კოკაია  მეოთხე მსაჯი - გ. ყრუაშვილი

გაფრთხილება:  ბოლქვაძე (49), გიგაური (59), კორობკა (65), გოგონაია (65)

გაძევება:   გოგონაია (69. კოლხეთი 1913)

დისკვალიფიკაცია: დავით ხურცილავა (ტორპედო)  შალვა ფურცხვანიძე (ტორპედო)

გოლები:  1:0 გურული (32), 1:1 ჯანელიძე (76), 2:1 მახარობლიძე (84. ტაბატაძის პასით)

საწყის ორ ტურში მოპოვებული ერთადერთი ქულა "ტორპედოს" ამბიციებისთვის შეუფერებელი შედეგი იყო და, რა გასაკვირია, რომ კახა ჩხეტიანის გუნდი პირველ საშინაო შეხვედრაში გამარჯვებას გეგმავდა. თავისი მიზნები ჰქონდა ფოთის "კოლხეთსაც". გელა სანაიას შეგირდებმა წინა ტურში "საბურთალოსთან" გაილაღეს და უქულოდ წასვლას ქუთაისიდანაც არ აპირებდნენ. შეხვედრა, რომელსაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი დავით მუჯირი ესწრებოდა, საინტერესო, დაძაბული და კარგი საცქერი გამოდგა.ქუთაისელებმა თავიდანვე კონტროლი დააწესეს ბურთზე და სახიფათოდაც უტევდნენ, მაგრამ საწყის წუთებში რეალური საგოლე მომენტების შექმნა უჭირდათ. ზღვისპირელები თავს კარგად იცავდნენ, მეტოქეს მჭიდროდ ეთამაშებოდნენ, თავად კი კონტრშეტევებით ცდილობდნენ ფონს გასვლას.
ტაიმის შუაწელიდან "ტორპედომ" მეტოქეზე "დაწოლა" კიდევ უფრო გააძლიერა. ფლანგებზე აქტიურები იყვნენ გრიგოლ დოლიძე და გიორგი ქიმაძე. ქუთაისელები მთელი ძალებით უტევდნენ, გოლი მწიფდებოდა და მოვლენებიც ლოგიკურად განვითარდა - რამდენიმე სახიფათო შეტევის შემდეგ "ტორპედო" გიორგი გურულმა დააწინაურა.
რაც შეეხებათ ფოთელებს, რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, პირველ ტაიმში მათ მასპინძელთა კარში არც დაურტყამთ.
მეორე ტაიმი გაცილებით დაძაბული გამოდგა. სანაიას გუნდი შესვენების შემდეგ მოედანზე მობილიზებული გავიდა, ფოთელებს დასაკარგავი არაფერი ჰქონდათ და გაცილებით თამამად თამაშობდნენ. მათ შეტევებს კარგად წარმართავდა გიორგი ჯანელიძე. ძალზე აქტიური იყო არფანგ დაფიც, რომელმაც რამდენჯერმე გაამწვავა ვითარება, თუმცა, სტუმრები ძირითადად მიკოლა კოვტალიუკის მისამართით მაღალ გადაცემებზე აკეთებდნენ აქცენტს და უკრაინელიც ერთხელ ახლოს იყო გოლის გატანასთან...
მატჩი ორმხრივ შეტევებში მიმდინარეობდა. სტუმრების მონდომება, წესით, ლაშა გოგონაიას გაძევებას (5-წუთიანი ინტერვალით ორი ყვითელი ბარათი მიიღო) უნდა ჩაეცხრო, თუმცა... ფოთელებმა სწორედ ამის შემდეგ შეძლეს ანგარიშის გათანაბრება.
ჯანელიძის გოლმა მასპინძლებს გეგმები აურია და დაძაბულობამ პიკს მიაღწია. "ტორპედო" მთელი ძალებით უტევდა, "კოლხეთი" კი თავს იცავდა და სწრაფ კონტრშეტევებზე აკეთებდა აქცენტს.
ქუთაისელებს გაუმართლათ და მალევე შეძლეს სტატუს-კვოს აღდგენა. ბიძინა მახარობლიძემ, რომელიც მთელი თამაშის განმავლობაში აქტიური იყო, მოხდენილი თავურით შეაგდო და ქუთაისელები პირველი გამარჯვებით გაახარა.
მატჩის სტენოგრამა
7' - მერაბ გიგაურის გადაცემის შემდეგ საჯარიმოს მისადგომებიდან ნიკოლოზ საბანაძე ურტყამდა სახიფათოდ, მაგრამ ბურთი გაბრიელ თებიძის ნადავლი აღმოჩნდა.
29' - გრიგოლ დოლიძემ მეტოქის საჯარიმოში საბანაძესთან გაითამაშა "კედელი" და ახლო მანძილიდან ძალზედ სახიფათოდ დაარტყა. ფოთელები გოლისგან მეკარე თებიძემ იხსნა.
31' - დოლიძის ფლანგური ჩაწოდების შემდეგ ვლადიმირ კორობკამ კინაღამ საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი.
32' - გოლი! ქიმაძის კუთხურის შემდეგ თებიძეს ბურთი ხელიდან გაუვარდა და იქვე გიორგი გურულმა ანგარიში გახსნა -1:0.
53' - ბიძინა მახარობლიძის სახიფათო დარტყმა თებიძემ მოიგერია, დამატებაზე კი საბანაძეს მცველებმა შეუშალეს ხელი.
62' - მახარობლიძე საჯარიმოს შიგნიდან მეკარისგან შორეულ კუთხეში ძალიან სახიფათოდ ურტყამდა, მაგრამ ბურთი მცირე მანძილით გადასცდა ხარიხას.
65' - დაფმა მარჯვენა ფლანგიდან მიკოლა კოვტალიუკს დაასვა ბურთი თავზე, მაგრამ უკრაინელმა ფორვარდმა ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ გაიტანა.
76' - ჯანელიძემ მარცხენა ფლანგიდან საჯარიმო დარტყმით ანგარიში გაათანაბრა -1:1.
78' - ქიმაძის ჩაწოდებას მახარობლიძემ სახიფათო თავური მიაყოლა, თუმცა ბურთი მეკარემ მოიგერია.
84' - მარჯვენა ფლანგიდან ტაბატაძის ჩაწოდების შემდეგ მახარობლიძემ თავურით გამარჯვების გოლი გაიტანა - 2:1.
ბურთის ფლობა
65%



35%
კარში დარტყმა
9



2
კარისკენ დარტყმა
9



6
კუთხური
8



2
ჯარიმა
20



14
ყვითელი ბარათი
1



3
წითელი ბარათი
0



1
პასები (%)
683 (86%)



344 (77%)


მატჩის შემდეგ
გელა სანაია, "კოლხეთის" მწვრთნელი:
"ქუთაისში თამაში ყოველთვის რთულია და გამონაკლისი არც ეს შეხვედრა ყოფილა. მასპინძლების მიერ გატანილი პირველი გოლი ჩვენს შეცდომას მოჰყვა. მეორე ტაიმში კაცნაკლულნი დავრჩით. მიუხედავად ამისა, ქულის მოპოვების შანსი მაინც გვქონდა, მაგრამ ისევ შეცდომა დავუშვით და მეორე ბურთი მივიღეთ. შუა კვირაში მძიმე სათასო პაექრობა გადავიტანეთ, ბათუმის "დინამოსთან" შეხვედრამ დიდი ძალები წაიღო და ეს დღევანდელ შეხვედრასაც დაეტყო".

კახა ჩხეტიანი, "ტორპედოს" მწვრთნელი:
"საინტერესო თამაში გამოვიდა. უპირატესობას ვფლობდით, არაერთი საგოლე მომენტი გვქონდა და რომ გამოგვეყენებინა, მდგომარეობას არ გავირთულებდით. მეორე ტაიმში 7-წუთიანი ჩავარდნა გვქონდა. თამაშის ამ მონაკვეთში გოლიც მივიღეთ, მაგრამ, საბედნიეროდ, მალევე მოვახერხეთ დაწინაურება. მადლობა ბიჭებს მონდომებისთვის! მათმა შემართებამ შედეგი გამოიღო. ასევე დიდი მადლობა მინდა ვუთხრა გულშემატკივრებს, რომლებიც მთელი მატჩის განმავლობაში აქტიურად გვქომაგობდნენ".


скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы
დააფიქსირეთ თქვენი აზრი