უკან დაბრუნება
განცხადებები
ქალაქ ფასისის (ფოთის) ტოპოარქეოლოგიისათვის
26-10-2016, 20:36
ნანახია: 2380
გაუზიარე სტატია მეგობარს


დასასრული

პალიასტომის სამხრეთ-აღმოსავლეთ შენაკადის თხორინას შესართავთან ნაპოვნია გოფრირებული ამფორა. ადრეული შუა საუკუნეების ამფორების ნატეხები ნაპოვნია, აგრეთვე, მდ. ფიჩორის პალიასტომთან შერთვის მონაკვეთშიც [6, გვ.98-104; 48, გვ.33-34]. ადრეული შუა საუკუნეების კერამიკა აღმოჩნდა ქ. ფოთის დღევანდელი აეროდრომის ტერიტორიაზე, ადგილ "ნაჯიხურში" (დიუბუა დე მონპერეს მიკვლეული). კერძოდ: ურთიერთგადამკვეთ ღარიანი აგურები, გოფრირებული კერამიკის ნატეხები.
"ნაჯიხურიდან" სამხრეთ-დასავლეთით მდ. შავის პალიასტომთან შესართავთან, აგრეთვე, აღმოჩნდა ადრეული შუა საუკუნეების კერამიკის ფრაგმენტები (ქვევრები, გოფრირებული ამფორები და სხვ.). ფასისთან დაკავშირებული რამდენიმე ეპიგრაფიკული ძეგლია შემორჩენილი: ბერძნულ წარწერიანი ვერცხლის ფიალა, რომელიც აღმოჩნდა ყუბანში, ე.წ. ზუბოვის-ყორღანში (ინახება ს.-პეტერბურგში, "ერმიტაჟში"). ფიალის დიამ. 21სმ-ია; ფსკერი ამობურცულია; გამოსახულია გველი და ირმის თავები; პირზე აქვს წარწერა _ >APOLLჭNOჩ  EIMI თOM FAშI "აპოლონ წინამძღოლისა ვარ, რომელიც ფასისშია". შესრულებულია ბერძნული ენის იონიურ დიალექტზე, პალეოგრაფიულად IVს-ით თარიღდება [37, გვ.235-236; 71,სურ.7-11; 73, გვ.199 -216]. ლათინურ წარწერიანი დამღა ფილაზე აღმოჩნდა სოფ. ციხისძირის ნაციხარზე (ინახება საქართველოს მუზეუმში) "VEX.FA", "VEX[ილლატიო]FA[სიანა] "ვექსილაციო ფასიანა", რომელსაც ქ. ფასისში IIსში მდგარი სამხედრო ნაწილისათვის დამზადებულად მიიჩნევენ [39, გვ.134- 140]. ქ. ფოთში, პალიასტომის ტბის ჩრდილო-დასავლეთ მხარეს ადგილ "ნატეხებში" აღმოჩნდა წელშეზნექილი ამფორა, რომელზეც ბერძნული გრაფიტოა. ამფორა VIს. თარიღდება. ინახება ფოთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში [6, გვ.115]. ზღვაში სუფსის კანიონთან აღმოჩნდა სინოპური გრაფიტოიანი ამფორა. ფოთიდან, პალიასტომის ტბის მიდამოებიდან, არის ქართულ (მხედრულ) წარწერიანი ბარძიმი, რომელიც ქ. ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში ინახება (ინვ.#3788). 1985წელს საქართველოს მეცნ. აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრში შეიქმნა შავიზღვისპირეთის შემსწავლელი ჰიდროარქეოლოგიური ექსპედიცია (გ. გამყრელიძე). ექსპედიციას პირველ რიგში დაევალა საქართველოს ზღვისპირეთის ჰიდროარქეოლოგიური რუკის შედგენა.
ამისათვის საჭირო შეიქმნა ჰიდროარქეოლოგიის თვალთახედვით წერილობითი წყაროების, პალეოგეოგრაფიულ- გეომორფოლოგიური მონაცემების ხელახალი გადასინჯვა-შეჯერება. ამ თვალსაზრისით, საქართველოს ზღვისპირეთის ერთ-ერთი საინტერესო უბანია ფოთი და მისი შემოგარენი. სწორედ ამ გარემოებამ განაპირობა ჰიდროარქეოლოგიური სამუშაოების ფოთში დაწყება. პალიასტომის ტბის სამხრეთ ნაწილში, კაპარჭინას ბოლოში, ადგილ "ნაეკლესიარზე" რიყის ქვებით ნაგები კედლის ნაშთები აღმოჩნდა.
პალიასტომში, ზღვის შესართავიდან (მალთაყვა) ნახევარ კილომეტრზე, ტბის დასავლეთ ნაწილში დადასტურდა III-VIIIსს. ნამოსახლარის ნაშთები. ხსენებულ პუნქტში (ტოპ. "ნატეხები") ტბა ქმნის მცირე ყურეს. პალიასტომის ადგილი _ "ნატეხების" არქეოლოგიური შესწავლის დაწყებისთანავე წამოიჭრა საკითხი: ეს კერამიკა აქ ჩამორეცხილია მდინარე რიონის მიერ (წინათ რიონის ნაწილი პალიასტომის ტბას ერთვოდა), თუ ნამოსახლარის ნაშთებთან გვაქვს საქმე. არქეოლოგიური კვლევის შედეგად გაირკვა, რომ პუნქტ "ნატეხებში" ძველი ნამოსახლარია. ამას მოწმობს: პირველი - აღმოჩნდა დიდი რაოდენობით კერამიკის ნაშთები ერთ გარკვეულ ფართობზე; მეორე - ვერტიკალურად ჩადგმული რამოდენიმე ამფორა; მესამე - აღმოჩნდა სამარხის ნაშთი; მეოთხე - ნაპირზე გაჭრილ ხუთ სადაზვერვო თხრილში დაფიქსირდა ისეთივე სახის კერამიკა, როგორიც ტბის ფსკერზე. "ნატეხების" ძველი ნამოსახლარის ნაშთები დაახლოებით ცხრაას კვადრატულ მეტრზე ვრცელდება. ტბის ფსკერი ქვიშიანი და თიხიანტორფიანია. მოცემულ მონაკვეთში ნაპირიდან ცენტრისკენ, დაახლოებით სამასი მეტრი სილა-ქვიშნარია, ხოლო შემდეგ ტორფიანი თიხის ფენები იწყება. ზოგან ტორფის ფენა ქვიშის ფენის ქვეშაა. გამორიცხული არ არის, რომ თიხა-ტორფიან ქვედა ფენებში უფრო ძველი პერიოდისარქეოლოგიური მასალა აღმოჩნდეს. პალიასტომის ტბის ფართობი თვრამეტი კვადრატული კილომეტრია. ზღვისა და ტბის დონე თანაბარია. პალიასტომს დაჭაობებული შემოგარენიდან მომდინარე მდინარეები ერთვის. ამათგან ყველაზე წყალუხვია მდ. ფიჩორი. გეომორფოლოგების აზრით, პალიასტომის ტბა-ლაგუნა ზღვიური რელიქტია. ძველად აქ მდ. რიონის ლიმანი იყო [54, გვ.57-59; 40, გვ.25- 33]. სრულიად ბუნებრივია, რომ წინათ სწორედ ამ მოხერხებულ ლიმანში, რომლის ნაპირზედაც ნავთსაყუდელი მდებარეობდა, გემები შემოსულიყვნენ. გემები შემდეგ პალიასტომის გავლით რიონზე აღმა აგრძელებდნენ სვლას, სამუშაოების ფოთში დაწყება. პალიასტომის ტბის სამხრეთ ნაწილში, კაპარჭინას ბოლოში, ადგილ "ნაეკლესიარზე" რიყის ქვებით ნაგები კედლის ნაშთები აღმოჩნდა. პალიასტომში, ზღვის შესართავიდან (მალთაყვა) ნახევარ კილომეტრზე, ტბის დასავლეთ ნაწილში დადასტურდა III-VIIIსს. ნამოსახლარის ნაშთები. ხსენებულ პუნქტში (ტოპ. "ნატეხები") ტბა ქმნის მცირე ყურეს. პალიასტომის ადგილი _ "ნატეხების" არქეოლოგიური შესწავლის დაწყებისთანავე წამოიჭრა საკითხი: ეს კერამიკა აქ ჩამორეცხილია მდინარე რიონის მიერ (წინათ რიონის ნაწილი პალიასტომის ტბას ერთვოდა), თუ ნამოსახლარის ნაშთებთან გვაქვს საქმე. არქეოლოგიური კვლევის შედეგად გაირკვა, რომ პუნქტ "ნატეხებში" ძველი ნამოსახლარი.
ამას მოწმობს: პირველი - აღმოჩნდა დიდი რაოდენობით კერამიკის ნაშთები ერთ გარკვეული ფართობზე; მეორე - ვერტიკალურად ჩადგმული რამოდენიმე ამფორა; მესამე - აღმოჩნდა სამარხის ნაშთი; მეოთხე - ნაპირზე გაჭრილ ხუთ სადაზვერვო თხრილში დაფიქსირდა ისეთივე სახის კერამიკა, როგორიც ტბის ფსკერზე. "ნატეხების" ძველი ნამოსახლარის ნაშთები დაახლოებით ცხრაას კვადრატულ მეტრზე ვრცელდება. ტბის ფსკერი ქვიშიანი და თიხიანტორფიანია. მოცემულ მონაკვეთში ნაპირიდან ცენტრისკენ, დაახლოებით სამასი მეტრი სილა-ქვიშნარია, ხოლო შემდეგ ტორფიანი თიხის ფენები იწყება. ზოგან ტორფის ფენა ქვიშის ფენის ქვეშაა. გამორიცხული არ არის, რომ თიხა-ტორფიან ქვედა ფენებში უფრო ძველი პერიოდის არქეოლოგიური მასალა აღმოჩნდეს. პალიასტომის ტბის ფართობი თვრამეტი კვადრატული კილომეტრია. ზღვისა და ტბის დონე თანაბარია. პალიასტომს დაჭაობებული შემოგარენიდან მომდინარე მდინარეები ერთვის. ამათგან ყველაზე წყალუხვია მდ. ფიჩორი. გეომორფოლოგების აზრით, პალიასტომის ტბა-ლაგუნა ზღვიური რელიქტია. ძველად აქ მდ. რიონის ლიმანი იყო [54, გვ.57-59; 40, გვ.25- 33]. სრულიად ბუნებრივია, რომ წინათ სწორედ ამ მოხერხებულ ლიმანში, რომლის ნაპირზედაც ნავთსაყუდელი მდებარეობდა, გემები შემოსულიყვნენ. გემები შემდეგ პალიასტომის გავლით რიონზე აღმა აგრძელებდნენ სვლას, ადრეული შუა საუკუნეების ნაქალაქარებზე - ბიჭვინტა, სოხუმი, ოჩამჩირე, გუდავა, ნოქალაქევი, მთისძირი, ვაშნარი, ქობულეთ-ფიჭვნარი, ციხისძირი, გონიო და სხვ. ნამოსახლარზე დადასტურდა ბრტყელი გვერდებაკეცილი (სოლენისებური) კრამიტი. გადანაკეცის სიმაღლე 3,5 სმ-დან 5 სმ-მდეა, სისქე კი 1,5სმ-დან 2,5სმ-მდე. კრამიტის თიხა მოწითალო-მოყავისფროა და ეტყობა მინარევები (კირქვა, კვარცი). აქ ადგილობრივის გარდა აღმოჩნდა უცხოური ბრტყელი კრამიტის ნატეხებიც. ამ კრამიტების თიხა სინოპურს ჰგავს. სამშენებლო მასალიდან აგურის და კრამიტის გარდა ნამოსახლარზე ხის ძელების და დამწვარი თიხის (ბათქაში) ნაშთები აღმოჩნდა.
გამორიცხული არ არის, რომ აქ აგურით ნაგებ პირველ სართულზე ძელებიანი თიხით შელესილი და კრამიტით დახურული ნაგებობები იდგა. ფლავიუს არიანე აღნიშნავს, რომ ფასისში "წინათ კედელები თიხისა იყო და ხის კოშკები იდგა მასზე, მაგრამ ახლა კედელი და კოშკები გამომწვარი აგურისაგანაა გაკეთებული" [1, გვ.40]. ძველი "ნატეხების" ჭურჭლის უმეტეს, შეიძლება ითქვას, ძირითად ნაწილს შეადგენს ე.წ. კერამიკული ტარა ამფორების სახით. "ნატეხების" წელშეზნექილი ადგილობრივი ამფორები ყველაზე მეტ სიახლოვეს იჩენს ნოქალაქევში გათხრილებთან. საერთოდ ამ სახის ამფორები დადასტურებულია დასავლეთ საქართველოს გვიანანტიკური ხანის ადრეული შუა საუკუნეების ძეგლებზე: სოფ. განთიადი, ბიჭვინტა, სოხუმი, ოჩამჩირე, გუდავა, მთისძირი, ციხისძირი, ვარდციხე, ქობულეთ-ფიჭვნარი.
სამზარეულო კერამიკა წარმოდგენილია ქოთნებით, ჯამებით, ლუთერიებით და დოქებით. ქოთნები სადა, მუცელგამობერილი და მოკლეყელიანია. მათ პირი გადაშლილი აქვთ. კედლის სისქე 6მმ-დან 8მმმდეა; ძირის დიამეტრი 7სმ-დან 10სმ-მდეა. ქოთნებს ფსკერზე ეტყობა წრიული ღარები. ძველი "ნატეხების" სამზარეულო კერამიკაში მეორე ჯგუფს რაოდენობის მხრივ შეადგენენ ჯამები. აქ ძირითადად გვხვდება კალთამომრგვალებული ბრტყელძირა დაბალი ჯამები. ნამოსახლარზევე აღმოჩნდა ლუთერიის ტუჩ-კედლის ფრაგმენტები კეცის სისქე 8მმ-დან 10 მმ-მდეა. თიხა მოყავისფროა, მინარევებიანი (კირქვა, ქარსი, კვარცი) . თიხის მიხედვით ადგილობრივი ნახელავია. ადგილობრივი წარმოების ლუთერიები ნანახია - ვარდციხეში, ვანში, ბიჭვინტაში, ოჩამჩირეში, გუდავაში, ნოქალაქევში, მთისძირში და სხვ. სამეურნეო კერამიკა წარმოდგენილია nქვევრებით. კედლებზე შეიმჩნევა კონცენტრული რელიეფური ხაზები. ქვევრების თიხა მუქი ყავისფერია. ქვევრის ძირები ბრტყელია და მათი დიამეტრი 12სმ-დან - 16სმ-მდეა. კედლის სისქე 16-19 მმ-მდეა. პალიასტომის ტბის ადგილ "ნატეხების" არქეოლოგიური შესწავლის შედეგად აღმოჩენილი მასალის ერთი ნაწილი, კერძოდ, უცხოური კერამიკა (მთელი არქეოლოგიური მასალის დაახლოებით 25%) ზოგად წარმოდგენას გვიქმნის მოსახლეობის საგარეო ურთიერთკავშირზე. ეს უცხოური ნაწარმი წარმოდგენილია პირველ რიგში ამფორებით, საოჯახო მოხმარებისათვის განკუთვნილი წითელლაკიანი ჯამების ნატეხებით და მინის ჭურჭლით.
ამფორის ნატეხებიდან უმრავლესობა სინოპური თიხის მსგავსია. მათი თიხა ღია მონაცრისფროა და თან ოდნავ იისფერი დაჰკრავს. ამგვარი თიხის ამფორები ძირითადად წარმოდგენილია ძირების, კედლების და ყურების სახით. უმეტესობისათვის დამახასიათებელია ტანის დაღარულობა. სინოპურის მსგავსი თიხის ამფორებში ფორმის მიხედვით გამოიყოფა რამოდენიმე ჯგუფი. ზემოხსენებული თიხისნაირი ამფორები აღმოჩენილია ბიჭვინტაში, სოხუმში, ოჩამჩირეში, გუდავაში, ციხისძირში, წებელდაში და სხვ. ნამოსახლარზე ცალკე გამოიყოფა ღია მოყავისფრო-მოწითალოდ გამომწვარი ამფორები, რომლებსაც კარგად განლექილი თიხა აქვთ. ისინი
საშუალო ზომის ამფორებს მიეკუთვნებიან. ამნაირი ამფორები ნანახია
ბიჭვინტაში, ციხისძირში. მსგავსი ამფორები აღმოჩენილია ათენის აგორაზე.
არ არის გამორიცხული მათი ხმელთაშუაზღვური წარმოშობა. მივაკვლიეთ
გოფრირებული ამფორების ნახევარსფეროსებურ ძირებს, რომლებსაც
წვერზე პატარა ბურცობები აქვთ. მათი თიხა ძირითადად მოყავისფრომოწითალოა. ამგვარი ძირები ბიჭვინტაში, წებელდაში, სოხუმში და ციხისძირშიც არის ნაპოვნი. ყურადღებას იპყრობს სამოსური ამფორების ძირები. დასავლეთ საქართველოში სამოსური ამფორები დადასტურებულია ბიჭვინტაში, სოხუმში, ოჩამჩირეში, ციხისძირში, წებელდაში, ნოქალაქევში და ზღვის სანაპიროდან დიდი მანძილით დაცილებულ ვარდციხეშიც. "ნატეხების" კერამიკულ ტარაში ცალკე გამოიყოფა მოყავისფროდ გამომწვარი ამფორები; შეიმჩნევა ქარსის უწვრილესი მინარევები. ამგვარ ამფორებს გრძელი და ვიწრო ყელი აქვს; პირის კიდეზე ლილვისებური წიბო დაუყვება. ყურები პირის კიდესთან ახლოა და ჰორიზონტალურად არის მიმაგრებული. ხსენებული სახის ამფორები ფორმით ძალიან ჰგავს ჩრდილო შავიზღვისპირეთის ნაქალაქარებზე II-IIIსაუკუნის ფენებში ნანახ ამფორებს. საქართველოს შავიზღვისპირეთში ისინი ჯერჯერობით ნაკლებად არის გამოვლენილი. სამოსახლოზე წითელლაკიანი კერამიკის რამოდენიმე ნატეხი აღმოჩნდა. მათი პირის კიდე შიგნით არის გადახრილი, სადაა, კარგად განლექილი თიხისაგანაა დამზადებული. თიხა თანაბრადაა გამომწვარი და ბაცი მოყავისფროა. მასში შეიმჩნევა ქარსის უმცირესი მინარევები. წითელი ლაკი საკმაოდ კარგად არის შემორჩენილი. ამნაირი ჭურჭელი დასავლეთ საქართველოს IV-Vსს-ის ფენებში გვხვდება: გონიოში, ციხისძირში, ოჩამჩირეში, სოხუმში, ბიჭვინთაში, ნოქალაქევში, ქუთაისში, წებელდაში, მთისძირში და ა.შ. საყურადღებოა, რომ ასეთი კერამიკა დიდი რაოდენობით არის ზღვისპირეთში (მაგ. სოხუმი, ბიჭვინთა და ა.შ.). ნამოსახლარის არქეოლოგიური მასალის კიდევ ერთ ჯგუფს ქმნის მინის ნაწარმი, რომელიც ძირითადად ფეხიანი სასმისებით არის წარმოდგენილი. ე.წ. მინისფეხიანი სასმისების გარდა აქ აღმოჩენილია რაღაც სხვა ჭურჭლების (მათი ფორმების განსაზღვრა ჭირს) და სასარკმლე მინის ნატეხები. მინა ძირითადად გამჭვირვალეა და ღიამომწვანო ელფერისაა, მაგრამ მოცისფრო ფრაგმენტებიც გვხვდება. ასეთი მინის ნატეხები გათხრილია წებელდაში, გუდავაში, მთისძირში, სოხუმში, ნოქალაქევში და სხვ. მსგავსი ფეხიანი სასმისები IV-VIIIსს-ით თარიღდება და ბევრია ნაპოვნი აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირა და შავიზღვისპირა ნამოსახლარებზე. ისინი, აგრეთვე, ნანახია სანაპიროდან დაცილებულ მცირე აზიის, კავკასიის, მახლობელი აღმოსავლეთის რეგიონებში. მინის ფეხიანი სასმისები საქართველოში დადასტურებულია მცხეთაში, ურბნისში, რუსთავში, ჟინვალში, თბილისში; ბიჭვინტაში, სოხუმში, წებელდაში, ოჩამჩირეში, გუდავაში, ციხისძირში, ვაშნარში, მთისძირში, ვარდციხეში და სხვა ადრეული შუასაუკუნეების ნამოსახლარებზე. მათ ფერში და ფორმაში შეიმჩნევა განსხვავებები. შედარებით უფრო მსგავსია საქართველოს ზღვისპირეთის სამოსახლოების მინის სასმისები. "ნატეხების" წყალში მოქცეული ნაწილის ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარეს ორმოსამარხის ნაშთებია. აქ დადასტურდა წელშეზნექილი ამფორა, რომელსაც თავი წატეხილი და ზემოდან მეორე ღარებიანი ამფორის ქვედა ნაწილი ჰქონდა დამხობილი. ამფორაში ფრინველის და ღორის დამწვარი ძვლები იყო. ამფორასთან ადამიანის ძვლები აღმოჩნდა. სამარხში დადასტურდა შემდეგი ნივთები: ბრინჯაოს საკინძი; სიგრძე- 7,7სმ; ბრინჯაოს მშვილდსაკინძი; სიგრძე- 4,3სმ; ბრინჯაოს მშვილდსაკინძი; სიგრძე- 4,3სმ; ბრინჯაოს მშვილდსაკინძი; სიგრძე- 5,2სმ. ამგვარი ფიბულები, რომლებსაც ჭვინტიანებს ეძახიან VIს-ით თარიღდება; ტყვიის ბრტყელი ოთხკუთხა ფილა. მინის ფეხიანი სასმისი, ქუსლის დმ- 4,3სმ. ბიზანტიური 20ნუმიანი სპილენძის მონეტა; ზურგზე გამოსახული აქვს "K", შუბლის მხარე არ იკითხება. მონეტა იუსტინეII (565-578წწ.) დროს არის მოჭრილი. "ნატეხების" დასავლეთ მონაკვეთზე იმპერატორ კონსტანციუსIIის (337-361წწ.) სპილენძის მონეტაც აღმოჩნდა. (ნამოსახლარის არქ. მასალის შესახებ დაწვრილებით იხ. [6, გვ.97-117;9;10, გვ.70-110; 48, გვ.30-48; 69,გვ.101-119 ]). პალიასტომში აღმოჩენილი "ნატეხების" ნამოსახლარის თარიღი ჯერჯერობით III-VIII საუკუნეებით უნდა განისაზღვროს, ხოლო იქვე აღმოჩენილი სამარხი - VIსაუკუნით. ამ ნამოსახლარის სახით ჩვენ საქმე გვაქვს ბიზანტიური ხანის, პროკოფი კესარიელის და აგათიას თხზულებებში აღწერილი ფასისის ნაშთებთან, რომელიც განლაგებული იყო მდ. ფიჩორის, შავის და კაპარჭინას შესართავებთან და ლოკალური გეომორფოლოგიური ცვლილებების გამო ადგილმონაცვლეობდა [იხ. 6, გვ.97-117; 48, გვ.30-48; 69 , გვ.101-119; 68, გვ.223-236].
ბერძნულ-ლათინური წერილობითი წყაროების მიხედვით ქ. ფასისის ადგილმდებარეობა თითქოს ზუსტად არის განსაზღვრული. ქალაქი განლაგებული იყო მდ. ფასისის დელტის მარცხენა მხარეს; აქვე სახელდება ტბაც (ალბათ პალიასტომი). ამგვარი განსაზღვრა ზედმიწევნით მიესადაგება დღევანდელი ქ. ფოთის მდებარეობას. ამის გამო მეცნიერები ერთსულოვნად მიანიშნებენ, რომ ძველი ფასისი ფოთსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზეა საძებნელი [იხ. 2, გვ.3-21; 19, გვ.17-36; 12, გვ.36-55; 9 ]. ამის მიუხედავად კლასიკურ-ელინისტური ხანის ფასისი მაინც მიკვლეული არ არის. ეს კი იმიტომ ხდება, რომ ხსენებულ მონაკვეთში ურთულესი პალეოგეომორფოლოგიური სიტუაციაა [43, გვ.5-16; 54, გვ.21-33; 40; 64, გვ.8- 12; 50, გვ.21-64]. გეომორფოლოგიური მდგომარეობის მხრივ ყულევ-ფოთიურეკის ზღვისპირეთი თითქოს ამოვარდნილია საქართველოს ზღვისპირეთის (330კმ.) საერთო კონტექსტიდან. აქ ბუნდოვანია გლობალური, შავი ზღვის რეგრესიის და ტრანსგრესიის ფაქტი ფასისთან მიმართებაში. გაურკვეველია ზღვის სანაპირო შელფის ლოკალური დინამიკის საკითხიც. ხშირად გეომორფოლოგები არქეოლოგების მონაცემებს ეყრდნობიან და სანაპიროზე ნამოსახლარების განლაგების მიხედვით გამოაქვთ ზოგადი დასკვნები. ჩვენი აზრით საკითხი კომპლექსურ შესწავლას მოითხოს. ოღონდ, სასურველია, რომ ჯერ გეომორფოლოგებმა გაგვცენ პასუხი თუ როგორი იყო სანაპიროს დინამიკა და ძველად სად ერთვოდა რიონი ზღვას. მათ უნდა გაითვალისწინონ გლობალური (რეგრესია-ტრანგრესია) და ლოკალური (მდინარეების გამონატანი ნაშალი მასალა; მდინარეების რიონის, ფიჩორის, ხობის, სუფსის ძველი კალაპოტები; რეგიონის ჭაობიანობა და ტორფიანობა და სხვ.) მონაცემები. სასურველია, რომ პალეოგეომორფოლოგიური კვლევისას გამოყენებული იყოს კოსმოსური გადაღებები სათანადო კომპიუტერული დეშიფრირებით. ეს იმიტომ, რომ ერთხელ და სამუდამოდ გაირკვეს თუ წინათ მდ. რიონ-ფასისი სად უერთდებოდა ზღვას და რა მიმართებაშია გვიანბრინჯაო-ადრერკინის და ანტიკური ხანის ნამოსახლარები მასთან. სამწუხაროდ, ხსენებულ რეგიონში მხოლოდ აეროფოტოგადაღებებმა სასურველი შედეგი ვერ მოგვცა. საყურადღებოა, რომ აქ ერთის მხრივ ხდება რიონის მიერ საუკუნეების განმავლობაში დიდძალი ნაშალი მასალის გამოტანა, რაც ალბათ დელტის ზღვაში გაწევას იწვევდა; ხოლო მეორეს მხრივ ხდებოდა ზღვის დონის აწევა, რასაც სანაპიროს მიტაცება მოყვა. დღეისათვის ყულევ-ფოთი-ურეკის სანაპიროზე, ზღვასთან ძველი ნამოსახლარები აღმოჩენილია, გვიანბრინჯაოადრერკინის _ ფოთის ჩრდილოეთით სოფ. ყულევში, მდ. ხობის შესართავთან; აგრეთვე მდ. ცივასთან ძვ.წ. VI-IVსს.; ფოთიდან სამხრეთით მდ. სუფსის შესართავთან; აგრეთვე ფოთში, პალიასტომის "ნატეხების" ნამოსახლარის ტორფიან ფენებში აღმოჩნდა ძვ.წ.IVს. შავლაკიანი ჭურჭლის ნატეხი და როდოსული ამფორის ქუსლი (იხ. ზემოთ). საყურადღებო ფაქტია, რომ მარტო 1872 წლიდან 1965 წლამდე ფოთის მიდამოებში ზღვამ მიიტაცა 200მ-მდე სიგანის მიწის მონაკვეთი [14, გვ.505-508]. ამ მონაცემებით გამოდის, რომ ფასისი ზღვაში უნდა იყოს დაძირული. ამის დასტურია აგრეთვე მეცნიერ-გეოგრაფების მონაცემები, რომლის მიხედვითაც შავ ზღვაში ე.წ. ფანაგორიული რეგრესიის დამთავრების მერე დაახლოებით ძველი და ახალი წელთაღრიცხვების მიჯნაზე დაიწყო ზღვის ტრანსგრესია [43, გვ.5-16; 50, გვ.148-159, 37; 64, გვ.12, 53]. შედეგად, დღევანდლამდე ზღვის დონემ სამ მეტრამდე აიწია.
შესაბამისად ძველი ნამოსახლარები ზღვის ქვეშ უნდა მოყოლილიყვნენ [43, გვ.16; 66, გვ.17]. კერძოდ, ამგვარი პროცესები განვითარდა ჩრდილოეთ [45, გვ. 15-27; 66, გვ.13-24] და სამხრეთ (მაგ. სინოპი) შავიზღვისპირეთში,სადაც მთელი რიგი ანტიკური ხანის ნაქალაქარები მოექცნენ წყალქვეშ. ფოთი-გრიგოლეთის ზღვის შელფში ჰიდროარქეოლოგიური ექსპედიციისb [6;48;69 ] კვლევა-ძიებისას ზღვის ფსკერზე გეომორფოლოგიური მდგომარეობა ფრიად რთულია. მდ. რიონის სამხრეთი შტოს შესართავთან ზღვა ხშირად მღვრიეა და ხილვადობა ცუდია. მდინარეს დიდი რაოდენობით შლამი გამოაქვს და ზღვის ღელვის დროს წყალქვეშ წარმოიქმნება ქვიშის დიუნები. შესაბამისად თუ წარმოვიდგენთ, რომ ეს ხდებოდა საუკუნეების განმავლობაში, მაშინ უნდა ვიფიქროთ - ფასისის ნაშთები ქვიშის სქელი ფენით არის დაფარული. ჰიდროარქეოლოგიური კვლევისას გრიგოლეთის გასწვრივ პალიასტომის გადმოღმა ზღვაში 25მ სიღრმეში აღმოჩნდა ე.წ. წელშეზნექილი ამფორების მოზრდილი ნატეხები. ადრეული სინოპური ამფორა (პირის დმ-12სმ.; ცილინდრული ყელის სიმაღლე - 15სმ.; ყურები მასიურია და ჭრილში ოვალური), აღმოჩნდა ზღვაში სუფსის კანიონის მახლობლად. პონტოს ჰერაკლეის ძვ.წ. IVს-ის მეორე ნახევრის ამფორა აღმოჩნდა მალთაყვასთან ზღვაში. ამრიგად, გეომორფოლოგიური და ტოპოარქეოლოგიური მონაცემების შეჯერების მიხედვით, კლასიკური და ელინისტური ხანის ფასისი საძებნელია ქ. ფოთიდან დაახლოებით 12კმ. რადიუსის ფარგლებში ხმელეთზე და ზღვაში. უფრო კონკრეტულად კი ყულევ-ფოთი-სუფსის და ჭალადიდ-საქორქიოს შორის მდებარე სამკუთხედში. ლოკალური გეომორფოლოგიური ცვლილებების გამო: მდინარეების მიერ გამოტანილი ნაშალი მასალის აკუმულაცია ზღვისპირეთში; ტორფის შრეების მოძრაობა; ნიადაგის ჭარბტენიანობა; ზღვის დონის ცვალებადობა და სხვ. საფიქრებელია, რომ ქ. ფასისის ნაწილი ხშირად ხვდებოდა წყალში. ამიტომ ქალაქი ფასისი ხსენებული სამკუთხედის ფარგლებში, სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვა ადგილზე ინაცვლებდა.
< დასაწყისი
скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი