უკან დაბრუნება
განცხადებები
ბრძოლები ფოთის ციხის განთავისუფლებისათვის
21-05-2020, 20:51
ნანახია: 2329
გაუზიარე სტატია მეგობარს


(გრ. ორბელიანის გარდაცვალების 80 წლისთავი)

დიდი პოეტი და სარდალი გრ. ორბელიანი მტერთაგან მიტაცებული საქართველოს მიწა წყლის განთავისუფლებისათვის წარმოებულ სისხლისმღვრელ ომებში რომელსაც რუსეთის არმია კავკასიაში აწარმოებდა აქტიურად მონაწილეობდა და ხმალდახმალ, იბრძოდა საქართველოს დაუძინებელ მტრების წინააღმდეგ. გამანადგურებელი დარტყმების შემდეგ გამარჯვებით აღფრთოვანებული პოეტი ამბობდა:
„ყველაფერი ეს ქართველთა სისხლის ღაღადისიაო“
გრ. ორბელიანი გულს უკლავდა განაწამები საქართველოს ზღვისპირა კუთხის ფოთის ბედი, რომელიც თურქთა მიერ სამასი წლის განმავლობაში ბატონობის შედეგად მიწასთან გასწორებული და ტყვეებით ვაჭრობის ბუნაგად იყო ქცეული.
ფრანგი მოგზაური ჟან შარდენის ცნობით ფოთიდან ყოველწლიურად 12 ათასამდე ტყვე გაჰყავდათ უცხოეთში გასაყიდად. ბედკრულ ადამიანებს ცვლიდნენ იარაღ-საჭურველზე ქსოვილებზე ამიტომ ქართველ პატრიოტებს მრავალჯერ უცდიათ ფოთის ციხიდან თურქების განდევნა, მაგრამ საკმაო ძალების უქონლობის გამო ბრძოლები მარცხით მთავრდებოდა.
შედეგიანი აღმოჩნდა 1809 წლის ომი, როდესაც გენერალ ორბელიანი სარდლობით რუსთა და ქართველთა ჯარებმა შტურმით აიღეს შავი ზღვის სანაპიროს ერთერთი ძლიერი ციხე სიმაგრე ფოთი. ფოთიდან თურქების განდევნა მნიშვნელოვანი მოვლენა იყო საქართველოსათვის. გამოხატავდა რა განთავისუფლებული ხალხის სიხარულს, ბრძოლების მონაწილე სამხედრო მსახურმა ბეგლარ ორბელიანმა 1810 წელს ძვირფასი ოდა „ფოთის აღება“ დაწერა. მაგრამ ეს სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა. ნაპოლეონთან ომის გამო, 1812 წელს ფოთს კვლავ თურქები დაეპატრონენ, რუსეთმა მხოლოდ სოხუმის შენარჩუნება შესძლო.
ფოთის განთავისუფელბისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა რუსეთ-თურქეთის 1826-28 წლების ომს, რომელშიაც 26 წლის გრ. ორბელიანიც ღებულობდა მონაწილეობას, იგი მაშინ პოდპორუჩიკი იყო და გაბედული მოქმედებით გულადი ოფიცრის გამოცდა ღირსეულად ჩააბარა. ახალგაზრდა პოეტს დიდად ახარებდა ფოთის ციხის აღება, სადაც გამარჯვებულებს ხელში ჩაუვარდათ 14 ქვემეხი, 13 დროშა, 3 გვირაბი სავსე დენთით და გარნიზონი მთლიანად. კავკასიის მხედრობის გამარჯვება სიამაყის გრძნობას გვრიდა პატრიოტ ოფიცერს, როცა უყურებდა როგორ ყრიდნენ თავიანთ ბაირაღებს ირანელი და თურქი სერასკირები ერევანთან და ყარსთან, ფოთთან და ახალციხის მისადგომებთან 1826-28 წლების ლაშქრობათა ამბები საფუძვლად დაედო პოემას „სადღერგრძელო“.
1811 წლის სექტემბერში გრ.ორბელიანი უკვე მაიორის ჩინით ჩამოდის ფოთში და რამდენიმე დღეს დაჰყოფს ციხე-სიმაგრეში. პოეტი უკმაყოფილებას გამოთქვამს ფოთის უნუგეშო მდგომარეობის გამო. იმპერატორ ნიკოლოზ I დაპირება, რომ მას სურს ფოთი გახადოს პირველი კლასის ციხე სიმაგრედ და ნავსადგურად, დაპირებად დარჩა. ნავსადგურის მშენებლობა მიტოვებული იყო. ბრძანების თანახმად მოსახლეობა რედუტ-კალეში გადაჰყავდათ, მეციხოვნე ჯარის ნაწილებს ტანჯავდა მალარიის ეპიდემია, არ ტარდებოდა მუშაობა ჰავის გაჯანსაღების მიზნით და სხვა ამ მდგომარეობით შეწუხებულმა პოეტმა თავისი უკმაყოფილება გაუზიარა ვახტანგ ორბელიანს, რომელმაც გულისტკივილი შემდეგი სიტყვებით გამოხატა:
„ძველო ქვეყანავ, კოლხიდავ მითხარ,
დავიწყებული რისთვის და რად ხარ?
1860-იან წლებში განახლებულ იქნა ნავსადგურის მშენებლობა. 1872 წელს ფოთი რკინიგზით თბილისს დაუკავშირდა. გაიზარდა მოსახლეობის რიცხვი, პოეტს ახარებდა ფოთის გამოცოცხლება. ის ხომ, - წერდა ფოთელი მოქალაქე ი. მეუნარგია - ყველა კარგი საქმის პირველი წევრი და ორგანიზატორი იყო.“
პოეტი გულწრფელად უყვარდათ ფოთში, ამიტომ მისი გარდაცვალების ცნობამ მწუხარებით აავსო ქალაქი, საზოგადოებამ პოეტის დამკრძალავ კომისიაში, რომელსაც ხელმძღვანელობდა ი.ჭავჭავაძე, შეიყვანა ფოთის ქალაქისთავის მოადგილე იონა მეუნარგია. მეუნარგიამ დიდი მუშაობა გასწია გრ.ორბელიანი ბიოგრაფიის შედგენის საქმეში.
ფოთის მშრომელები პატივს სცემენ გრ. ორბელიანი ხსოვნას, რომელმაც კალმითა და ხმლით დიდი სამსახური გაუწია სამშობლოს საქართველოს.

გაზეთი "ახალი კოლხიდა" №41 (6378) 5 აპრილი 1963 წელი გვ.4

скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი