უკან დაბრუნება
განცხადებები
რუსეთ - თურქეთის 1828 -1829 წლების ომი და ფოთის განთავისუფლება
5-10-2017, 14:53
ნანახია: 2534
გაუზიარე სტატია მეგობარს


რუსეთ - თურქეთის 1828 -1829 წლების ომი და ფოთის განთავისუფლება

   როგორც ზემოთ აღვნიშნეთ 1812 წლის ბუქარესტის საზავო ხელშეკრულ;ების მეექვსე მუხლის საფუძველზე ქალაქი ფოთი კვლავ თურქებმა შეინარჩუნეს. ამის შემდეგ 16 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ფოთსა და მის მიდამოებში თურქებმა კვლავ განაახლეს ტყვეებით ვაჭრობა. ერთ ოფიციალურ ცნობაში აღნიშნულია, რომ XIX საუკუნის პირველ სამ ათეულ წლებში თურქებს გურიიდან და სამეგრელოდან 1000 - ზე მეტი ტყვე ჩაუყვანიათ ფოთში. აქ ტყვეების მყიდველები ყოფილან თურქეთის სერასკირი სეიდ სულეიმან ფაშა, სელიმ-ფაშა ხიმშიაშვილი და სხვ.  1815 -1820 წლებში ფოთსა და მის ციხე-სიმაგრეში მდგარი თურქი ჯარისკაცები გამუდმებით თავს ესხმოდნენ გურია-სამეგრელოს განაპირა სოფლების მოსახლეობას და ხალხი ტყვედ მიჰყავდათ. სულთანს სამეგრელოს მთავარ ლევან მეხუთე დადიანისათის წინადადება მიუცია, კავშირი გაეწყვიტა რუსეთთან და დამორჩილებოდა თურქეთს, მაგრამ ეს წინადადება დადიანს უარყვია და თურქეთის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებისათვის მიუმართავს საქართველოს მთავარმმართველ რტიშევისთვის. ამის შესახებ იგი რტიშევს წერდა: „ფოთში თავი ამოჰყვეს ცრუ ელჩებმა იქიდან დაგვიწყეს მიწერ-მოწერა და მოლაპარაკება, რათა თავი დავანებოთ ხელმწიფეს და მივეკედლოთ სულთანს. ამის შემდეგ მაცდური თურქები გაეშურნენ აფხაზეთს და ეუბნებიან იქაურებს თქვენ ხომ „ჩვენი ხართო“. აფხაზეთში ბევრი შეაცდინეს და კიდევ აცდენენ. აქ  ტყვეების ყიდვა იყო აღმოფხვრილი, მაგრამ ეს ბოროტება თურქებმა კვლავ განაახლეს. ხუთი თვეც არ არის გასული, რომ თურქებმა ფოთი და მისი ციხე-სიმაგრე ჩაიბარეს, საიდანაც უკვე მრავალი სული წაიყვანეს და გაჰყიდეს. ასეთი ბოროტების წინააღმდეგ შეიწუხეთ თავი ჩვენთვის და მიიღეთ ზომები“.   1828 წლის აპრილში რუსეთმა კვლავ განაახლა ომი თურქეთთან. ფრონტის ხაზი გადაიჭიმა ამიერკავკასიიდან ბალკანეთამდე, ორი თვის დაძაბული ბრძოლის შემდეგ რუსებმა ხელში ჩაიგდეს ციხე-ქალაქი ყარსი. ამის შემდეგ   რუსებმა მთელი სისწრაფით განავითარეს ბრძოლები ახალციხის, ახალქალაქისა  და ფოთის დასაკავებლად.   1828 წლის 15 ივლისს რუსებისა და ქართველებთა ჯარები გურიის, სამეგრელოს და იმერეთის მილიციის დახმარებით იერიშით შევიდნენ ფოთში და იგი ციხე-სიმაგრითურთ გაათავისუფლეს თურქი დამპყრობლებისაგან. ფოთის დაცემამ თურქებს დაანახვა, თუ რა უსაფუძვლო იყო იმაზე ფიქრი, რომ მათ თანაუგრძნობდნენ ქართველთა ტომების ხალხები, რომლებსაც აქტიური მონაწილეობა მიიღეს ფოთის ციხე-სიმაგრის აღებაში. გენერალ - ლეინტენატი სიპიაგინი, როცა ამის შესახებ პასკევიჩს ცნობებს აწვდიდა, წერდა, რომ „ფოთის აღებას ბევრად უწყობენ ხელს სამეგრელოს მფლობელი, გენერალ - ლეინტენატი  ლევან დადიანი და გენერალ -ლეინტენატი ნიკო დადიანი, რომლებიც თავიანთი ლაშქრებით მონაწილეობას იღებდნენ ყველა ბრძოლაში ციხე-სიმაგრის ალყის დროს.“  ამრიგად მრავალი ათეული და ასეული წლის მანძილზე თურქი დამპყრობლების ხელში მყოფი ფოთი და მისი ციხე - სიმაგრე რუსეთის მფლობელობაში მყოფ საქართველოს მიწაწყალს შეუერთდა.
  ამიერიდან, ქალაქ ფოთის ეკონომიურ - კულტურულ განვითარებაში ახალი ეტაპი გადაიშალა. ფოთის განთავისუფლებას თურქებისაგან, - სამართლიანად წერს აკად. გ.ხაჭაპურიძე, - დიდი პოლიტიკურ-ეკონომიური მნიშვნელობა ჰქონდა ქართველი ხალხის ისტორიაში, რუსეთსა და საქართველოს შორის კავშირის განმტკიცებასა და შემდგომი განვითარების საქმეში.
ალექსანდრე მიქავა „ფოთი“ თბ. 1963წ. გვ. 20-22
скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი