უკან დაბრუნება
განცხადებები
ფოთში მშენებარე ქარხანა ტანსაცმელს ბრენდებისთვის - MAVI jeans, Levis, Celio, Marks & Spencer - შეკერავს
13-01-2017, 22:31
ნანახია: 1860
გაუზიარე სტატია მეგობარს


 სალომე მეცხვარიშვილი
ფოთში მშენებარე ქარხანა ტანსაცმელს საერთაშორისო ბრენდებისთვის MAVI jeans, Levis, Celio, Marks&Spencer შეკერავს.  საწარმოს ფოთში კომპანია Pelin Global-ი აშენებს.როგორც "ბიზნესკონტრაქტს" ქარხნის კადრების განყოფილების  ხელმძღვანელმა მაკა სიჭინავამ განუცხადა, ადგილზე 1500-მდე ადამიანი დასაქმდება. ამ ეტაპზე სწორედ კადრების  შერჩევა მიმდინარეობს.
თურქული კომპანია Pelin ქარხანას თურქეთშიც ფლობს და უკვე კერავს ტანსაცმელს საერთაშორისო ბრენდებისთვის.
ქარხნის მშენებლობა დაახლოებით 3 თვეში უნდა დასრულდეს, წარმოება კი მას შემდეგ დაიწყება, რაც თანამშრომლები გადამზადდებიან და ბრენდების სტანდარტებს მოერგებიან.
საწარმოში არამარტო ტრიკოტაჟის ნაწარმი შეიკერება, არამედ საქსოვი დანადგარებით ჯემპრების მოქსოვაც მოხდება.
ქარხანა ექსლუატაციაში, სავარაუდოდ, გაზაფხულზე შევა. ჩამოთვლილი ბრენდების გარდა, ქარხანაში შეიკერება გერმანული და ბრიტანული ბრენდების კოლექციებიც.

წყარო: businesscontract.ge
скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი