უკან დაბრუნება
განცხადებები
კულტურის მუშაკების დაჯილდოების ცერემონიალი
28-12-2016, 11:52
ნანახია: 1915
გაუზიარე სტატია მეგობარს



ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში განსაკუთრებული ღვაწლისა და დამსახურების მქონე კულტურის მუშაკების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა,რომელსაც ქალაქის მერი ირაკლი კაკულია,საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურია და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
20 ღვაწლმოსილ მუშაკს კულტურის სფეროში ნაყოფიერი საქმიანობისათვის ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მადლობის სიგელი და ფულადი ჯილდო გადაეცა.
ა.ხორავას სახელობის სახელოვნებო სასწავლებლიდან დაჯილდოვდნენ დამსახურებული პედაგოგები: ალექსანდრე გუჯაბიძე,ციალა ნადარაია,მაია წირღვავა, გუჯა ქარაია, გია გურგენაძე . მადლობის სიგელი გადაეცათ ასევე, ბავშვთა ვოკალური ანსამბლ ,,არგო“-ს ხელმძღვანელს მარინა ცხოიძეს, პროექტ ,,ცეკვავენ ვარსკვლავების’’ ფინალისტს,მსახიობს- ჯანსუღ იზორიას, საბიბლიოთეკო გაერთიანების ხელმძღვანელს-ნუნუ ჭელიძეს,საგამოფენო დარბაზის დირექტორს -გოგი გაგუას,დამსახურებულ თანამშრომლებს -იზოლდა გვილავას(მუზეუმი) ,ირინა ბაბილუას(მუზეუმი), ბადრი ბახტაძეს (სამხატვრო სკოლა),ჯანო დანელიას (სამხატვრო სასწავლებელი), კომპოზიტორს-ლეილა ლოლუას,ქორეოგრაფს-მალხაზ მაკარაძეს,რეკვიზიტორს-ლიანა ყურაშვილს,პროფესორს-ინგა ღუტიძეს, მწერალს-ირაკლი შამათავას , მანსაკანის ხელმძღვანელს-ედემი გაბელიას და დამსახურებულ პედაგოგს -მანანა ჩიქოვანს.
ქალაქის მერი კულტურის მუშაკებს დიდი სითბოთი და სიყვარულით მიესალმა, დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და აღნიშნა, რომ ,,ძნელია შეაფასო ის დიდი შრომა და გარჯა, რაც თქვენ მიგიძღვით ჩვენი ქალაქის და ქვეყნის წინაშე. დღევანდელი დღე არის თქვენი ღვაწლის დაფასება. გისურვებთ ჯანმრთელობას, ხალხის ულევ სიყვარულს და შემოქმედებით წარმატებებს,რომელიც არასოდეს მოგკლებიათ."
ღონისძიება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, ძეგლთა დაცვის,სკოლამდელი და სკოლისგარეშე აღზრდის დაწესებულებებთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა.

წყარო: facebook.com
скачать шаблон для dle скачать бесплатно фильмы

დააფიქსირეთ თქვენი აზრი